მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს" - მელია
"ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს" - მელია

ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მარ­თებს პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს, რო­მელ­თა შო­რის კო­ორ­დინ­ცი­ა­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს შეხ­ვედ­რა კონ­კრე­ტულ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

"სა­ხალ­ხო სა­ერ­თო მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უფრო მეტ ძა­ლას იღებს. პრინ­ციპ­ში, ეს არის უკვე შემ­დგა­რი ფაქ­ტი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რა თქმა უნდა, ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მარ­თებს პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს, რო­მელ­თა შო­რის კო­ორ­დინ­ცი­ა­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მი­უ­ხე­და­ვად იმ სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბი­სა. ახლა ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ძა­ლი­ან მოკ­ლე შეხ­ვედ­რა გა­მო­ი­ღებს კონ­კრე­ტულ შე­დეგს.

მთა­ვა­რია, ხალ­ხმა იცის, რომ ჩვენ - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ხალ­ხთან ერ­თად, ხალ­ხი ჩვენ­თან ერ­თად, მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის და ეს მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლია: ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ. ახლა ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და შემ­დეგ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აქ არა­ფე­რი ახა­ლი, ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი არ ხდე­ბა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვართ, სულ 15-20 წუ­თით შე­მო­ვე­დით იქ, სა­დაც ვარ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაც­ნო­ბებთ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ოთხი ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შეხ­ვედ­რა „ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობს. „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რის, გრი­გოლ გე­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მა და მო­წო­დე­ბა.

ავტორი:

"ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს" - მელია

"ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს" - მელია

ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კოორდინციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან ბარიერგადალახული ოპოზიციური წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.

"სახალხო საერთო მოძრაობა თავისუფლებისთვის უფრო მეტ ძალას იღებს. პრინციპში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ახალი გადაწყვეტილებების მიღება მართებს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შორის კოორდინციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მიუხედავად იმ საერთო სახალხო მოძრაობისა. ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მოკლე შეხვედრა გამოიღებს კონკრეტულ შედეგს.

მთავარია, ხალხმა იცის, რომ ჩვენ - განსხვავებული ჯგუფები ვთანამშრომლობთ ხალხთან ერთად, ხალხი ჩვენთან ერთად, მიზნის მიღწევისთვის და ეს მიზანი ყოველთვის ცნობილია: ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება დემოკრატიული ძალების მიერ. ახლა ის ნაბიჯი, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას მოემსახურება, იქნება მიღებული და შემდეგ ამ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ საზოგადოებას. აქ არაფერი ახალი, ექსტრაორდინარული არ ხდება. რუსთაველის გამზირზე ვართ, სულ 15-20 წუთით შემოვედით იქ, სადაც ვარ და მოგვიანებით გაცნობებთ ყველაფერს“, - განაცხადა მელიამ.

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს. „ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.