საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი... სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება“ - თინა ბოკუჩავა
“ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი... სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება“ - თინა ბოკუჩავა

“სახ­ლებ­შიც შე­ვარ­დნი­ლია ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი “ომო­ნი“, პარ­ტი­ის ოფი­სებ­ში გვი­ვარ­დე­ბა რუ­სუ­ლი “ომო­ნი“ - ვხე­დავთ, რომ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მი­ტა­ცე­ბა, და­მო­ნე­ბა რუ­სუ­ლი უკა­ნო­ნო რე­ჟი­მის მიერ, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ გა­მო­ვი­დეთ კი­დევ უფრო მეტი, ვი­ყოთ კი­დევ უფრო ერ­თი­ა­ნი“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს პარ­ტი­ის ოფის­ში “შე­ვარ­დნის“ მცდე­ლო­ბა ჯერ კი­დევ გუ­შინ ჰქონ­დათ, თუმ­ცა მათ ეს დღეს გა­ა­კე­თეს.

“ჯერ კი­დევ გუ­შინ იყო ამ ოფის­ში შე­ვარ­დნის მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც უამ­რა­ვი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო აქ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. გუ­შინ ეს არ გა­ა­კე­თეს იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ და­სა­კა­ვე­ბე­ლი და და­სარ­ბე­ვი, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ დღეს უკვე ამას ახორ­ცი­ე­ლებს რუ­სუ­ლი“ ომო­ნი“. ეს არის ზუს­ტად ის, რაც მოხ­და ბე­ლა­რუს­ში, რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ. ჩა­მო­ყა­ლიბ­და დიქ­ტა­ტუ­რა, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი. სახ­ლებ­შიც შე­ვარ­დნი­ლია ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი “ომო­ნი“, პარ­ტი­ის ოფი­სებ­ში გვი­ვარ­დე­ბა რუ­სუ­ლი “ომო­ნი“. ვხე­დავთ, რომ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის მი­ტა­ცე­ბა, და­მო­ნე­ბა რუ­სუ­ლი უკა­ნო­ნო რე­ჟი­მის მიერ, ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ გა­მო­ვი­დეთ კი­დევ უფრო მეტი, ვი­ყოთ კი­დევ უფრო ერ­თნი. დღეს აღარ არ­სე­ბობს პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბი, არ­სე­ბობს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ოფის­შია შე­სუ­ლი და ჩხრე­კას ატა­რებს, მათ შო­რის, “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და “დრო­ას“. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ასე­ვე მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ოფის­ში, თუმ­ცა მათ შე­ნო­ბა მა­ლე­ვე და­ტო­ვეს. დღეს­ვე პო­ლი­ცია იყო შე­სუ­ლი ჯგუფ “და­ი­ტო­ვეს“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ილია ღლონ­ტის სახ­ლში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი... სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება“ - თინა ბოკუჩავა

“ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი... სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება“ - თინა ბოკუჩავა

“სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული “ომონი“ - ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთიანი“, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებს პარტიის ოფისში “შევარდნის“ მცდელობა ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდათ, თუმცა მათ ეს დღეს გააკეთეს.

“ჯერ კიდევ გუშინ იყო ამ ოფისში შევარდნის მცდელობა, როდესაც უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული. გუშინ ეს არ გააკეთეს იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე ამას ახორციელებს რუსული“ ომონი“. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა ბელარუსში, რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინ. ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი. სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული “ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული “ომონი“. ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთნი. დღეს აღარ არსებობს პარტიული პოლიტიკური გამყოფი ხაზები, არსებობს მხოლოდ საქართველო და რუსები,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სამართალდამცველები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისშია შესული და ჩხრეკას ატარებს, მათ შორის, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და “დროას“. პოლიციელები ასევე მისულები იყვნენ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. დღესვე პოლიცია იყო შესული ჯგუფ “დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.

იხილეთ ასევე: