კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ მდგომარეობა, ლამობენ, ბავშვებიც ჩართონ დაძაბულ პროცესში“ - მეუფე შიო
“მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ მდგომარეობა, ლამობენ, ბავშვებიც ჩართონ დაძაბულ პროცესში“ - მეუფე შიო

“ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლი ჰქონ­და და­უნ­დო­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ფაქ­ტებს - მა­ვან­ნი იქამ­დეც კი მი­დი­ან, რომ იმის ნაც­ვლად, და­ა­ცხრონ და და­ამ­შვი­დონ მდგო­მა­რე­ო­ბა, ლა­მო­ბენ, სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვე­ბიც კი ჩარ­თონ ასეთ და­ძა­ბულ პრო­ცეს­ში“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.


მისი თქმით, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლამ ლოც­ვე­ბი უნდა გა­აძ­ლი­ე­როს მშვი­დო­ბის­თვის და აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სათ­ვის.


  • ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მინ­და, დღეს ასე­ვე შე­ვე­ხო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

ჩვენ, ყვე­ლა­ნი, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და შეშ­ფო­თე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალ-ყურს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში. რო­გორც ვხე­დავთ, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია. ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლი ჰქონ­და და­უნ­დო­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ფაქ­ტებს, რის შე­დე­გა­დაც და­შავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორც მო­მი­ტინ­გე­თა, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა შო­რის.


  • სამ­წუ­ხა­როდ, მა­ვან­ნი იქამ­დეც კი მი­დი­ან, რომ იმის ნაც­ვლად, და­ა­ცხრონ და და­ამ­შვი­დონ მდგო­მა­რე­ო­ბა, ლა­მო­ბენ, სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვე­ბიც კი ჩარ­თონ ასეთ და­ძა­ბულ პრო­ცეს­ში, ამ აქ­ცი­ებ­ში და კი­დევ უფრო მეტი ეს­კა­ლა­ცია და და­ძა­ბუ­ლო­ბა შეს­ძი­ნონ ამ მოვ­ლე­ნებს, რისი დაშ­ვე­ბაც, რა თქმა უნდა, დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და, გად­მოგ­ცეთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვე­ბი მშვი­დო­ბის­თვის.


სამ­ღვდე­ლო­ე­ბას გეძ­ლე­ვათ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რომ ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბამ­დე ყო­ველ­დღი­უ­რად ტაძ­რებ­ში ჩა­ტარ­დეს პა­რაკ­ლი­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბის­თვის, დამ­შვი­დე­ბის­თვის, შე­რი­გე­ბის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ამ აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სათ­ვის.


კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს; ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვა შე­გე­წი­ოთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. ყოვ­ლად­წ­მინ­და დედა ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით და ლოც­ვით ღმერ­თმა და­ლო­ცოს, გა­აძ­ლი­ე­როს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და და­ამ­შვი­დოს სა­ქარ­თვე­ლო, ამინ“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.


ავტორი:

“მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ მდგომარეობა, ლამობენ, ბავშვებიც ჩართონ დაძაბულ პროცესში“ - მეუფე შიო

“მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ მდგომარეობა, ლამობენ, ბავშვებიც ჩართონ დაძაბულ პროცესში“ - მეუფე შიო

“ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს - მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.


მისი თქმით, ამ პერიოდში ყველამ ლოცვები უნდა გააძლიეროს მშვიდობისთვის და აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის.


  • ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა, დღეს ასევე შევეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს საპროტესტო აქციებს ჩვენს დედაქალაქში. როგორც ვხედავთ, ვითარება ძალიან დაძაბულია. ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე სამართალდამცავთა შორის.


  • სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მასთან დაკავშირებით მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.


სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.