მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსიყვარულე ალექსი ასე როგორ გაიმეტეს... დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა
"მოსიყვარულე ალექსი ასე როგორ გაიმეტეს... დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა

3 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას 21 წლის ალექ­სი თირ­ქია და­შავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბიჭს სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა და ის ახლა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლის ბი­ძამ, იო­სებ ჩა­ნა­დირ­მა, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ალექ­სიმ ბე­ბი­ას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ალ­ყა­ში იყო. სწო­რედ სა­უბ­რის დროს მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას ფეხ­ში, ხოლო თა­ვად ბიჭს წარ­ბის არე­ში, გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა.

  • შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალექ­სის დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში დე­დამ­თი­ლის­გან გა­ი­გო. ალი­ნე თირ­ქია, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს:

"დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და ალექ­სის ამ­ბა­ვი მი­თხრა. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა, შუბ­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი, კიდე კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა არ და­უ­ზი­ა­ნა. ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს. ასე რო­გორ იმე­ტე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბას. აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში რომ ვცხოვ­რობ, ამი­ტომ ვარ ვართ ემიგ­რა­ცი­ა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე, უკვე მე­სა­მე წე­ლია. ალექ­სის გუ­შინ ვე­სა­უბ­რე სა­ღა­მოს.

სახ­ლში აპი­რებ­და წას­ვლას, შემ­დეგ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლა აქ­ცი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, თავი არ შეს­წი­რონ ამ უგუ­ნუ­რებს, ვინც თა­ვის ხალ­ხს არ ინ­დობს. დღეს ჩემს შვილს გა­უხვრი­ტეს შუბ­ლი, ხვალ სხვის შვილს გა­უხვრე­ტენ. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ალექ­სიმ, ვის რა უნდა და­უ­შა­ვოს, რო­გორ გა­ი­მე­ტეს ასე".

ალექ­სი თირ­ქია

და­შა­ვე­ბუ­ლის მა­მი­და ეკა თირ­ქია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მე­გობ­რე­ბო, სა­თი­თა­ოდ ვერ გპა­სუ­ხობთ ყვე­ლას. დავ­პოს­ტავ ხოლ­მე, ალექ­სის მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და იმ­ყო­ფე­ბა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხე­ლოვ­ნუ­რად და­ა­ძი­ნეს დი­ლამ­დე, დი­ნა­მი­კა­ში ნა­ხა­ვენ შეძ­ლე­ბენ თუ არა ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. აქვს შე­შუ­პე­ბა და ვერ მო­ხერ­ხდა ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად, კარ­გად გახ­დე­ბა, სხვა გზა არ აქვს. ალექ­სი თირ­ქია ტატუ მას­ტე­რია და ზუგ­დი­დი­დან არის.

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფოტო

თუმ­ცა რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.

- მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. პროგ­რე­სი არ არის, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ არც რეგ­რე­სია. სა­ნამ ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა არ ჩა­ცხრე­ბა, ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ეყო­ლე­ბათ. ალექ­სი ამ ეტაპ­ზე თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ­ცი­ა­ზე იყო გვი­ან ღა­მით. პირ­ვე­ლად იყო აქ­ცი­ა­ზე. ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი მომ­ხდა­რი­დან 1-2 სა­ა­თით ადრე, მაგ­რამ მა­შინ არ უთ­ქვამს რომ აქ­ცი­ა­ზე იყო. ალექ­სი არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი უბო­რო­ტო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მო­სიყ­ვა­რუ­ლე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, უამ­რა­ვი ნი­ჭის მა­ტა­რე­ბე­ლი და კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მოსიყვარულე ალექსი ასე როგორ გაიმეტეს... დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა

"მოსიყვარულე ალექსი ასე როგორ გაიმეტეს... დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსი თირქია დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს სავარაუდოდ გაზის კაფსული მოხვდა და ის ახლა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, მედიასთან განაცხადა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო. სწორედ საუბრის დროს მის მეგობარ გოგონას ფეხში, ხოლო თავად ბიჭს წარბის არეში, გაზის კაფსული მოხვდა.

  • შვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ალექსის დედამ ემიგრაციაში დედამთილისგან გაიგო. ალინე თირქია, რომელიც მეუღლესთან ერთად პოლონეთში იმყოფება, AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს:

"დედამთილმა დამირეკა და ალექსის ამბავი მითხრა. გაზის კაფსულა მოხვდა, შუბლი აქვს გატეხილი, კიდე კარგი მხედველობა არ დაუზიანა. ტვინის შეშუპება აქვს. ასე როგორ იმეტებენ ახალგაზრდობას. აყვავებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ, ამიტომ ვარ ვართ ემიგრაციაში მე და ჩემი მეუღლე, უკვე მესამე წელია. ალექსის გუშინ ვესაუბრე საღამოს.

სახლში აპირებდა წასვლას, შემდეგ მიბრუნებულა აქციაზე მეგობართან ერთად და სწორედ ამ დროს მოხდა ეს საშინელი ფაქტი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. საზოგადოებას მოვუწოდებ, თავი არ შესწირონ ამ უგუნურებს, ვინც თავის ხალხს არ ინდობს. დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვის შვილს გაუხვრეტენ. მოსიყვარულე ალექსიმ, ვის რა უნდა დაუშავოს, როგორ გაიმეტეს ასე".

ალექსი თირქია

დაშავებულის მამიდა ეკა თირქია, სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას. დავპოსტავ ხოლმე, ალექსის მდგომარეობას. ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება პოსტოპერაციულ მდგომარეობაში. ხელოვნურად დააძინეს დილამდე, დინამიკაში ნახავენ შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. აქვს შეშუპება და ვერ მოხერხდა ოპერაციის დასრულება. აუცილებლად, კარგად გახდება, სხვა გზა არ აქვს. ალექსი თირქია ტატუ მასტერია და ზუგდიდიდან არის.

რადიო თავისუფლების ფოტო

თუმცა როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, ბოლო პერიოდში თბილისში ცხოვრობდა.

- მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პროგრესი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ არც რეგრესია. სანამ ტვინის შეშუპება არ ჩაცხრება, ხელოვნურ კომაში ეყოლებათ. ალექსი ამ ეტაპზე თბილისში ცხოვრობს და აქციაზე იყო გვიან ღამით. პირველად იყო აქციაზე. ვეკონტაქტებოდი მომხდარიდან 1-2 საათით ადრე, მაგრამ მაშინ არ უთქვამს რომ აქციაზე იყო. ალექსი არის ძალიან პოზიტიური უბოროტო უკეთილშობილესი მოსიყვარულე კომუნიკაბელური, უამრავი ნიჭის მატარებელი და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება

წაიკითხეთ ასევე: