სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - ლანა ღოღობერიძე
"ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - ლანა ღოღობერიძე

ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი და ყო­ფი­ლი ელჩი ევ­რო­საბ­ჭო­ში ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

'სა­ქარ­თვე­ლო, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ფეხ­ზე დგას.

ახალ­გაზ­რდა, იმე­დით სავ­სე, უში­შა­რი, მედ­გა­რი სა­ქარ­თვე­ლო!

ჩვენ დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მომსწრე­ნი ვართ: დიდ გან­საც­დე­ლებ­თან ჭი­დი­ლის შე­დე­გად, ჩვენ თვალ­წინ და­ი­ბა­და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ამ გოგო-ბი­ჭე­ბის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მარ­თლა არ ეში­ნია არც წი­წა­კის სპრე­ი­გა­რე­უ­ლი წყლის ჭავ­ლის, არც ქი­მი­ურ­ნივ­თი­ე­რე­ბი­ა­ნი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის, არც მო­ძა­ლა­დე­თა სი­სას­ტი­კის.

ეს არის სა­მო­ქა­ლა­ქო ეროვ­ნუ­ლი იდე­ით და სა­უ­კუ­ნე­თა წი­აღ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რით შთა­გო­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც დაძ­ლია ის­ტო­რი­უ­ლად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი მარ­ტო­ო­ბა და იპო­ვა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ევ­რო­პულ ოჯახ­ში.

ამი­ტო­მაც მჯე­რა: დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ად­გი­ლი ქუ­ჩა­შია. მე თვი­თონ ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ვნა­ნობ, რომ არ ვარ 70-ს ან თუნ­დაც 80-ს და ამი­ტომ ვერ ვდგა­ვარ თქვენს გვერ­დით.მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, ანუ სუ­ლის­კვე­თე­ბით, თქვენ­თან ვარ. ყო­ველ­თვის, ყო­ველ წუთს.და გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ გრძელთმი­ა­ნი ბი­ჭის გვერ­დით, რო­მელ­საც, ას­ფალტზე და­ვარ­დნილს, ის რო­ბო­კო­პე­ბი თავ­ში ფეხს ურტყამ­დნენ!

სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს კად­რი ამ დრო­ის კი­დევ ერთ სიმ­ბო­ლოდ დარ­ჩე­ბა ჩვენს სის­ხლი­ან ის­ტო­რი­ას.

და კი­დევ, ვფიქ­რობ, რომ ეს ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ცა­რი­ელ ად­გილ­ზე არ და­ი­ბა­და, და ისევ და ისევ 9 აპ­რი­ლი მიდ­გე­ბა თვალ­წინ: რო­გორ წა­მო­ვი­და მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან ტან­კე­ბი, რო­გორ დაგ­ვდევ­დნენ ის უცხო ტო­მის, შემ­ზა­რა­ვი, ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი და მუ­ზა­რა­დი­ა­ნი, ნი­ჩაბ­შე­მარ­თუ­ლი არ­სე­ბე­ბი, რო­გორ იდგა ეს ე.წ. საბ­ჭო­თა ხალ­ხი ამ სა­ში­ნე­ლი ძა­ლის წინ და მღე­რო­და... რო­გორ შე­ვა­ფა­რეთ თავი - ჩახ­ტო­მით - ქაშ­ვე­თის ეზოს და სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა ქარ­თულ­მა მი­ლი­ცი­ამ!

(ეს სულ უნდა გვახ­სოვ­დეს: მა­შინ ქარ­თუ­ლი მი­ლი­ცია ხალ­ხის მხა­რეს დად­გა!)

წლე­ბის მერე კი იყო ის დიდი მო­მენ­ტი: ევ­რო­საბ­ჭოს ფა­სა­დის წინ, გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის დრო­შებს შო­რის აღი­მარ­თა ქარ­თუ­ლი შინ­დის­ფე­რი დრო­შა. არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რა მღელ­ვა­რე­ბით ადევ­ნებ­და თვალს ამ პრო­ცესს ზურა ჟვა­ნია, რო­მელ­მაც მა­შინ წარ­მოთ­ქვა ეს უკ­ვდა­ვი ფრა­ზა:

“მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე, ვარ ევ­რო­პე­ლი“.

ვიხ­სე­ნებ ამ და­უ­ვი­წყარ მოვ­ლე­ნებს და ვფიქ­რობ: არა­ფე­რი არ ადუ­ღა­ბებს ერს ისე, რო­გორც "ერ­თო­ბა ის­ტო­რი­ი­სა“ (ილია).დღეს სწო­რედ იმ დრო­შა­ში იყო გახ­ვე­უ­ლი ის მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ისე უშ­ვერ­და თავს წყლის ჭავლს, თით­ქოს ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და.

და მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა: სა­ქარ­თვე­ლო დღეს ისე ცო­ცხა­ლია, რო­გორც არა­სო­დეს!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - ლანა ღოღობერიძე

"ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო" - ლანა ღოღობერიძე

ცნობილი რეჟისორი და ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

'საქართველო, პირდაპირი გაგებით, ფეხზე დგას.

ახალგაზრდა, იმედით სავსე, უშიშარი, მედგარი საქართველო!

ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო. ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც მართლა არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის.

ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.

ამიტომაც მჯერა: დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ადგილი ქუჩაშია. მე თვითონ ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ს ან თუნდაც 80-ს და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენს გვერდით.მაგრამ ვირტუალურად, ანუ სულისკვეთებით, თქვენთან ვარ. ყოველთვის, ყოველ წუთს.და განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც, ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ!

საუბედუროდ, ეს კადრი ამ დროის კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას.

და კიდევ, ვფიქრობ, რომ ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა... როგორ შევაფარეთ თავი - ჩახტომით - ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ!

(ეს სულ უნდა გვახსოვდეს: მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!)

წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერმანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს არ დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა:

“მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ვიხსენებ ამ დაუვიწყარ მოვლენებს და ვფიქრობ: არაფერი არ ადუღაბებს ერს ისე, როგორც "ერთობა ისტორიისა“ (ილია).დღეს სწორედ იმ დროშაში იყო გახვეული ის მშვენიერი გოგონა, რომელიც ისე უშვერდა თავს წყლის ჭავლს, თითქოს ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

და მე ნამდვილად მჯერა: საქართველო დღეს ისე ცოცხალია, როგორც არასოდეს!"