პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე
"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე

Geo Team-ის ავ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საბა სა­პა­ნა­ძე წერს, რომ ის იღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ადა­მი­ა­ნე­ბი სწე­რენ, რომ გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ძარ­ცვა­ში "ფეხ­ბურ­თე­ლის სახ­ლში მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ბრა­ლე­უ­ლო­ბაა".

"დღეს შუ­ა­დღით ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, რომ ჩემი მე­გობ­რის, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის სახ­ლი გა­ძარ­ცვეს.უმ­ძი­მე­სი წა­სა­კი­თხი იყო ეს ამ­ბა­ვი და რო­გორც გიოს, ასე­ვე მის ოჯა­ხის წევ­რებს ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა მივ­წე­რე, რად­გან ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა იყო.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კარ­გა­დაა.

  • უმ­ძი­მე­სი წა­სა­კი­თხია ის კო­მენ­ტა­რე­ბი, თუ მე­სი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ამ ფაქ­ტის გა­გე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩემი მი­სა­მარ­თით ვი­ღებ, რომ ძარ­ცვა­ში, რო­მე­ლიც მოხ­და, ჩემ მიერ გიოს სახ­ლში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ბრა­ლე­უ­ლო­ბაა. ერთი რამ ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვი­დე­ო­ში წა­მი­თაც კი არ ყო­ფი­ლა მი­სა­მარ­თი ან სახ­ლის ლო­კა­ცი­ის რა­ი­მე მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ღმერ­თმა იცის, რომ 2014 წლი­დან, მას შემ­დეგ რაც ამ საქ­მე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ვი­წყე, ყვე­ლა წამი ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და კარ­გად ყოფ­ნა­ზე ვფიქ­რობ.მე და გიო ლი­ო­ნის ცენ­ტრში,ლამ­ბორ­გი­ნით ვი­ყა­ვით გა­სუ­ლე­ბი და 10-დან 9 ადა­მი­ა­ნი გიოს მან­ქა­ნას ფო­ტოს უღებ­და, იმ­დე­ნად დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო ეს ხალ­ხის­თვის. გიოს რომ ხე­დავ­დნენ სა­ჭეს­თან, სა­ერ­თოდ დიდი სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბოდ­ნენ.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც თბი­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი მომ­წე­რა, იმ­დე­ნად მძი­მე იყო ამ ბრალ­დე­ბის, ხუმ­რო­ბის დო­ნე­ზე წა­კი­თხვაც, რომ, სი­ტყვე­ბი­თაც ვერ აღვწერ.მად­ლო­ბა ღმერ­თს, გიო კარ­გა­დაა, მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კარ­გა­დაა და მჯე­რა, ბო­როტ­მოქ­მე­დებს მალე იპო­ვი­ან და სა­კად­რი­სად დას­ჯი­ან", - წერს საბა სა­პა­ნა­ძე.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ფრან­გუ­ლი "ლი­ო­ნის" ფორ­ვარ­დი, 1 დე­კემ­ბერს, ლი­ო­ნი-ნი­ცას მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ძარ­ცვეს. ინ­ფორ­მა­ცია ფრან­გულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. მი­ქა­უ­ტა­ძეს სახ­ლთან ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დახ­ვდა, რომ­ლებ­მაც აი­ძუ­ლეს სახ­ლში შე­ეშ­ვათ და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ი­თხო­ვეს. მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 ევ­რომ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მძარ­ცვე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ ძებ­ნას ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

"გა­მარ­ჯო­ბა ყვე­ლას. გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, კარ­გად ვარ და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი არ მი­მი­ღია. დიდი მად­ლო­ბა თქვენ, მხარ­დამ­ჭე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის­თვის. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვრჩე­ბი ჩემს მიზ­ნებ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მალე კვლავ შევ­ხვდე­ბით. მშვი­დო­ბი­ან დღეს გი­სურ­ვებთ და გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს“ - წერს მი­ქა­უ­ტა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე

"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე

Geo Team-ის ავტორი და დამფუძნებელი, საბა საპანაძე წერს, რომ ის იღებს შეტყობინებებს და ადამიანები სწერენ, რომ გიორგი მიქაუტაძის ძარცვაში "ფეხბურთელის სახლში მის მიერ გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა".

"დღეს შუადღით ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგე, რომ ჩემი მეგობრის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.უმძიმესი წასაკითხი იყო ეს ამბავი და როგორც გიოს, ასევე მის ოჯახის წევრებს ანერვიულებულმა მივწერე, რადგან ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო.

საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი კარგადაა.

  • უმძიმესი წასაკითხია ის კომენტარები, თუ მესიჯები, რომელსაც ამ ფაქტის გაგებიდან მოყოლებული ჩემი მისამართით ვიღებ, რომ ძარცვაში, რომელიც მოხდა, ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოში წამითაც კი არ ყოფილა მისამართი ან სახლის ლოკაციის რაიმე მაიდენტიფიცირებელი მომენტი ნაჩვენები.

ღმერთმა იცის, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამ საქმეში მოღვაწეობა დავიწყე, ყველა წამი ჩვენი ფეხბურთელების კეთილდღეობაზე და კარგად ყოფნაზე ვფიქრობ.მე და გიო ლიონის ცენტრში,ლამბორგინით ვიყავით გასულები და 10-დან 9 ადამიანი გიოს მანქანას ფოტოს უღებდა, იმდენად დიდი იშვიათობა იყო ეს ხალხისთვის. გიოს რომ ხედავდნენ საჭესთან, საერთოდ დიდი სიხარულით ეგებებოდნენ.

უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თბილი და გამამხნევებელი სიტყვები მომწერა, იმდენად მძიმე იყო ამ ბრალდების, ხუმრობის დონეზე წაკითხვაც, რომ, სიტყვებითაც ვერ აღვწერ.მადლობა ღმერთს, გიო კარგადაა, მისი ოჯახის ყველა წევრი კარგადაა და მჯერა, ბოროტმოქმედებს მალე იპოვიან და საკადრისად დასჯიან", - წერს საბა საპანაძე.

  • შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" ფორვარდი, 1 დეკემბერს, ლიონი-ნიცას მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარ სახლში გაძარცვეს. ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა. მიქაუტაძეს სახლთან ორი შეიარაღებული მამაკაცი დახვდა, რომლებმაც აიძულეს სახლში შეეშვათ და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 200 000 ევრომდეა შეფასებული.

მძარცველებმა პოლიციის მოსვლამდე გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველები მათ ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

"გამარჯობა ყველას. გუშინდელი შემთხვევის შემდეგ, მინდა დაგარწმუნოთ, კარგად ვარ და ფიზიკური ზიანი არ მიმიღია. დიდი მადლობა თქვენ, მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვრჩები ჩემს მიზნებზე კონცენტრირებული და ძალიან მალე კვლავ შევხვდებით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს“ - წერს მიქაუტაძე.