სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპრეცედენტო რამ ხდება... ბალტიის სამმა ქვეყანამ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას" - სამადაშვილი
"უპრეცედენტო რამ ხდება... ბალტიის სამმა ქვეყანამ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას" - სამადაშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სხვა გზა არ და­უ­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებს, რომ უმ­კაც­რე­სი სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღონ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, - ასე შე­ა­ფა­სა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ბალ­ტი­ის სამი სა­ხელ­მწი­ფოს: ლი­ე­ტუ­ვის, ლატ­ვი­ის და ეს­ტო­ნე­თის ერ­თობ­ლივ შე­თან­ხმე­ბას, რომ ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გი­ტი­მურ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ახ­შობ­და.

სა­მა­დაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი ნიშ­ნავს, რომ „ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას“.

"საკ­მა­ოდ უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ ხდე­ბა, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, თავი შე­ი­კა­ვონ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­გან, რო­გო­რიც არის სან­ქცი­რე­ბა - თუ არ არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა, თუ დიდი ბო­რო­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბას არ ცდი­ლო­ბენ.

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა, ბალ­ტი­ის სამ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე იყო გამ­წე­ვი ძალა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე, გა­და­წყვი­ტა, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა, აჩ­ვე­ნებს იმას, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას, დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გობ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ კა­ტას­ტრო­ფის­გან ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნას, მათ შო­რის ამ გზით. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სხვა გზა არ და­უ­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებს, რომ უმ­კაც­რე­სი სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღონ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ,რომ ეს გაგ­რძელ­დე­ბა და სა­ბო­ლო ჯამ­ში მი­ვალთ იმ რე­ა­ლო­ბამ­დე, რომ ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის გარ­და, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო და­ა­სან­ქცი­რებს რე­ჟიმს. მე ასე­ვე მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ სან­ქცი­ებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გა­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია.

„ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზა არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ პრე­ზი­დენ­ტის მიერ წარ­დგე­ნილ ხედ­ვას, ეს არის დღეს ერ­თა­დერ­თი ხსნა და გა­მო­სა­ვა­ლი“,- დას­ძი­ნა სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, ბალ­ტი­ის სამი სა­ხელ­მწი­ფო, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი, ერ­თობ­ლი­ვად შე­თან­ხმდა ეროვ­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს მათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გი­ტი­მურ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ახ­შობ­და, - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის, ლატ­ვი­ის და ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, გაბ­რი­ე­ლი­უს ლანდბერ­გი­სი, ბა­ი­ბა ბრა­ჟე და მარ­გუს ცაჰკნა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე წე­რენ.

„დე­მოკ­რა­ტი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვებს ჩვენს ქვეყ­ნებ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით არ ხვდე­ბი­ან“, - აცხა­დე­ბენ სამი ქვეყ­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უპრეცედენტო რამ ხდება... ბალტიის სამმა ქვეყანამ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას" - სამადაშვილი

"უპრეცედენტო რამ ხდება... ბალტიის სამმა ქვეყანამ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას" - სამადაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბალტიის სამი სახელმწიფოს: ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ერთობლივ შეთანხმებას, რომ ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა.

სამადაშვილის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, რომ „ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას“.

"საკმაოდ უპრეცედენტო რამ ხდება, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ, თავი შეიკავონ საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისგან, როგორიც არის სანქცირება - თუ არ არის გადაუდებელი ამოცანა, თუ დიდი ბოროტების შეჩერებას არ ცდილობენ.

ის, რომ საქართველოს საუკეთესო მეგობარმა, ბალტიის სამმა ქვეყანამ, რომელიც წლების მანძილზე იყო გამწევი ძალა საქართველოს ევროპულ გზაზე, გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი გადაედგა, აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას, დღეს ჩვენი ქვეყნის მეგობრები ცდილობენ ამ კატასტროფისგან ქვეყნის გადარჩენას, მათ შორის ამ გზით. ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს მეგობრებს, რომ უმკაცრესი სანქციები შემოიღონ რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ,რომ ეს გაგრძელდება და საბოლო ჯამში მივალთ იმ რეალობამდე, რომ ვიქტორ ორბანის გარდა, ყველა სახელმწიფო დაასანქცირებს რეჟიმს. მე ასევე მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ვნახავთ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

„ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ახალი არჩევნები, სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ხედვას, ეს არის დღეს ერთადერთი ხსნა და გამოსავალი“,- დასძინა სამადაშვილმა.

ინფორმაციისათვის, ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

წაიკითხეთ ასევე: