პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია განცხადებას ავრცელებს - რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი ალასანია განცხადებას ავრცელებს - რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. წე­რი­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლემ, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც ფან­ჯი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ალა­სა­ნია "არ არის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სწო­რედ ამი­ტომ ქვეყ­ნდე­ბა წე­რი­ლი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის გვერ­დზე".

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია:

"ათი წლის წინ გა­ვა­კე­თე მკა­ფიო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის საფრ­თხე­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მა­შინ ასე სა­ყო­ველ­თა­ოდ თვალ­სა­ჩი­ნო არ იყო, რო­გო­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბაც შე­ი­ძი­ნა დღეს.

რვა წლის წინ დავ­ტო­ვე პო­ლი­ტი­კა და ვცდი­ლობ არ ჩა­ვე­რიო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, თავს ვა­რი­დებ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს.

  • ვინც მიც­ნობთ, იცით, მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა სუფ­თა ხე­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­რე სა­ხელ­მწი­ფოს ომ­შიც და მშვი­დო­ბი­ან დრო­საც. ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ევ­რო­პას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ და ახალ­გაზ­რდე­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ­მა ძა­ლა­დო­ბამ, რა­საც პრო­ცე­სე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დი, უა­რე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს, მა­ი­ძუ­ლა კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო ჩემი პო­ზი­ცია:ხალ­ხის ხმის ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

ბრძო­ლა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის არა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი პრაგ­მა­ტუ­ლი გზაა, არა­მედ მო­რა­ლუ­რიც იმ ათა­სო­ბით ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხსოვ­ნის ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ვინც სი­ცო­ცხლე შე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ ხალ­ხის ნება და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა.სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სან­დო და ერ­თგულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და არა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტით, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის ხმის გა­გო­ნე­ბით და არა ხალ­ხთან ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბით.

დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში იგ­რძნო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. ვი­სურ­ვებ, გო­ნი­ე­რე­ბით, მტკი­ცე რწმე­ნით და სიფრ­თხი­ლით გა­ი­ა­როს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ.გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი. ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე დღეა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ირაკლი ალასანია განცხადებას ავრცელებს - რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ირაკლი ალასანია განცხადებას ავრცელებს - რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს. წერილი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, ალასანია "არ არის სოციალურ ქსელში, არც საქართველოში, სწორედ ამიტომ ქვეყნდება წერილი ნათია ფანჯიკიძის გვერდზე".

  • ირაკლი ალასანია:

"ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს.

რვა წლის წინ დავტოვე პოლიტიკა და ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკურ პროცესებში, თავს ვარიდებ საჯარო განცხადებებს.

  • ვინც მიცნობთ, იცით, მთელი შეგნებული ცხოვრება სუფთა ხელებით ვემსახურე სახელმწიფოს ომშიც და მშვიდობიან დროსაც. ჩემი წვლილი შევიტანე განვითარებული ევროპული სახელმწიფოების გვერდით საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.

გამოცხადებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ევროპასთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ და ახალგაზრდების და სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ არაადამიანურმა ძალადობამ, რასაც პროცესები შეუქცევადი, უარესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, მაიძულა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი პოზიცია:ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია.

ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც იმ ათასობით ღირსეული მოქალაქის ხსოვნის ერთგულებისთვის, ვინც სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლებას, მათ წინაშე ვალდებული ვართ დავიცვათ ხალხის ნება და ქვეყნის განვითარების გზა.სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით, სამოქალაქო დაპირისპირების არიდება შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა ხალხთან ძალადობრივი დაპირისპირებით.

დღეს მთელ მსოფლიოში იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა. ვისურვებ, გონიერებით, მტკიცე რწმენით და სიფრთხილით გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ გზა თავისუფლებისკენ.გამარჯვება საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.