პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია დარღვეულ ქვეყანაში, იზოლაციაში მოქცეული მთავრობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება?" - ნიკა გილაური
"ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია დარღვეულ ქვეყანაში, იზოლაციაში მოქცეული მთავრობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება?" - ნიკა გილაური

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

თით­ქმის არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, თავს ვთვლი­დი ტექ­ნოკ­რა­ტად და ძი­რი­თა­დად, ეკო­ნო­მი­კურ ან კრი­ზი­სის მე­ნე­ჯმენ­ტის თე­მებ­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი. მაგ­რამ ის, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, შე­უძ­ლე­ბელს ხდის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ არ გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მტკი­ცე პო­ზი­ცია და არ გა­ა­კე­თოს სა­თა­ნა­დო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა.

რე­ა­ლო­ბას რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ, მოხ­და ის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყო - ჯერ არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის გზით და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბით და­ამ­ტკი­ცა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა და შემ­დეგ კი, ამ არა­ლე­გი­ტი­მურ­მა მთავ­რო­ბამ გა­მოგ­ვი­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის კი­დევ ერთი მუხ­ლის (78-ე მუხ­ლი) დარ­ღვე­ვით ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის შე­ჩე­რე­ბა. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ზუს­ტად ისე­თი­ვე სტილ­ში და იგი­ვე სი­ტყვე­ბით, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ია­ნუ­კო­ვიჩ­მა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში (სა­ვა­რა­უ­დოდ, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ერთი იყო ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში).

ამი­ტომ ახლა არის ზუს­ტად ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც, თუ ვინ­მეს გული შეს­ტკი­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ენის მო­ჩლე­ქით და მი­ნიშ­ნე­ბე­ბით კი არ უნდა ილა­პა­რა­კოს, ან ის კი არ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქ­მე არ არის და ვინ­მე სხვამ გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, ვინ­მე სხვა გა­ვი­დეს პრო­ტესტზე, სხვამ გა­მო­ა­ცხა­დოს ბო­ი­კო­ტი - არა­მედ ყო­ველ­მა ჩვენ­გან­მა უნდა და­ა­ფიქ­სი­როს მკა­ფიო პო­ზი­ცია და გა­ა­კე­თოს ის, რაც მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია.

სცე­ნა­რის ავ­ტო­რებს მინ­და ვუ­თხრა - სა­ქარ­თვე­ლო ბე­ლო­რუ­სი არ არის და 28 ნო­ემ­ბრის ღა­მემ ეს უკვე კარ­გად აჩ­ვე­ნა. ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მო­წო­დე­ბის გა­რე­შე ასო­ბით ათა­სი მო­ქა­ლა­ქე შე­იკ­რი­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. ამ ეტაპ­ზე ოპო­ზი­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა უბ­რა­ლოდ ხელი შე­უ­წყოს ამ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბას და შე­ე­ცა­დოს ნაკ­ლე­ბი "სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით“, ნაკ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ეგო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნით, მაგ­რამ მეტი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბით და თავ­და­დე­ბით აჩ­ვე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­გა­ლი­თი.

სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბიც უნდა და­ფიქ­რდნენ მათი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის კუ­თხით. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ოჯა­ხი გყავთ სარ­ჩე­ნი, ან რო­დე­საც გა­ში­ნე­ბენ ზემ­დგო­მე­ბი, მაგ­რამ ბევ­რად უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი­ვე სინ­დის­თან თა­ვის მარ­თლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის, ან თუნ­დაც დღის შემ­დეგ, რო­დე­საც მიხ­ვდე­ბით, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­აგ­ვი­ა­ნეთ. თქვენ დღეს გაქვთ შან­სი გახ­დეთ გმი­რე­ბი და მო­ი­შო­როთ იძუ­ლე­ბით აკი­დე­ბუ­ლი ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც ამ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის დროს გამ­ხდარ­ხართ. არ გა­უშ­ვათ ეს შან­სი.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის დუ­მი­ლი კი ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მაკ­ვირ­ვებს (მი­ვე­სალ­მე­ბი სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლად ელ­ჩე­ბი მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში). თქვენ ხართ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დუ­მი­ლი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და პრო­ფე­სი­ის ღა­ლა­ტია. და ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მყოფ ელ­ჩებს, ყვე­ლა ელჩზეა სა­უ­ბა­რი. ბევრ მათ­განს კარ­გად ვიც­ნობ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ხართ. ახლა თუ არ ამო­ი­ღებთ ხმას, რო­დის და ვის­გან უნდა და­იც­ვათ ქვე­ყა­ნა?

ბიზ­ნე­სიც კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეს. კონ­სტი­ტუ­ცია-დარ­ღვე­ულ ქვე­ყა­ნა­ში, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი და იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი მთავ­რო­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ან ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ან კი­დევ ინ­ვეს­ტო­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა? მეს­მის, რომ ბევ­რი მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ამ რე­ჟიმ­თან სი­ახ­ლო­ვით და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით თავს დრო­ე­ბით და­ცუ­ლად გრძნობს. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ხომ მხო­ლოდ მო­ტყუ­ე­ბი­თი დრო­ე­ბი­თო­ბაა?! მთავ­რო­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებს გა­რეთ არის გა­სუ­ლი, კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ან რა­ი­მე თა­მა­შის წე­სე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩარ­ჩო მორღვე­უ­ლია რაც სწო­რედ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის მო­დე­ლია და ამ გა­რე­მო­ში რუ­სულ ბიზ­ნეს­თან ჭი­დი­ლი გა­გი­ჭირ­დე­ბათ. არა­და ეგ დროც ძა­ლი­ან მალე მოვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გპირ­დე­ბი­ან ახა­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებს ჩი­ნე­თი­დან ან რუ­სე­თის გავ­ლით სან­ქცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ტრა­ბან­დის გზით. და­მერ­წმუ­ნეთ - პირ­ვე­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბის წე­სე­ბი სულ სხვა ფორ­მუ­ლის არის - ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არ მის­ცე­მენ ფულს ქარ­თულ ბიზ­ნესს სა­მარ­თა­ვად, რო­გორც ამას და­სავ­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი აკე­თე­ბენ, არა­მედ თვი­თონ იქ­ნე­ბი­ან ამ ფუ­ლის განმკარ­გა­ვე­ბი და ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის კონ­ტრა­ბან­დის "შავ ხვრელს“ - ეს ხომ ძა­ლი­ან დრო­ე­ბი­თია. ამას ხომ ძა­ლი­ან მალე გა­მო­ავ­ლენს ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც და შემ­დეგ რა ტი­პის სან­ქცი­ებ­ში მოჰ­ყვე­ბა ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

და ბო­ლოს - "ქო­ცე­ბიც" კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ. ბევ­რი მათ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა არც ელო­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას. ივა­ნიშ­ვილ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში ხომ თქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მერე ის "და­ა­ლა­გებს ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ­თან“, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ხომ ჰპირ­დე­ბოდ­ნენ ევ­რო­პას­თან და ამე­რი­კას­თან (მათ შო­რის "გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას­თან“ ) "ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას“? ბევ­რი ქოცი ხომ სწო­რედ ამით "იმ­შვი­დებ­და“ (იტყუ­ებ­და) თავს. მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ქო­ცე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში ჰყავს გაგ­ზავ­ნი­ლი - ზოგი სას­წავ­ლებ­ლად, ზოგი სა­მუ­შა­ოდ (არა მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლად, არა­მედ პოსტ-სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად), ზო­გიც გა­სარ­თო­ბად. თვი­თონ ამე­რი­კას და ევ­რო­პას აგი­ნე­ბენ, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი სწო­რედ ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში ას­წავ­ლის შვი­ლებს და იქ და­დის "სა­შო­პინ­გოდ“ აქ მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ თუ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი დარ­ჩე­ბა, იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ შე­გი­ნარ­ჩუნ­დე­ბათ... და მერე აუხ­სე­ნით თქვენ შვი­ლებს, რა­ტომ მო­უ­წი­ათ მათ ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან ვო­რო­ნე­ჟის და ნი­ჟ­ნი ტა­გი­ლის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­და­ბარ­გე­ბა...

რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი? - სა­ყო­ველ­თაო ბო­ი­კო­ტი სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ უნდა და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა და და­ტო­ვოს სამ­სა­ხუ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ეხე­ბა ეს.- სა­ყო­ველ­თაო ბო­ი­კო­ტი კერ­ძო სექ­ტორ­ში - კერ­ძო სექ­ტო­რი კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეს რა­ტომ და ვის აფი­ნან­სებს? არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას იმის­თვის, რომ მან შეძ­ლოს რო­ბო­კო­პე­ბის რჩე­ნა, რომ­ლე­ბიც მერე ჩვენ და ჩვენ შვი­ლებს უკა­ნო­ნოდ და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ბე­ვენ?- სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვე­ბი - ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის, სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ფიც­ვე­ბი. კერ­ძო სექ­ტორ­ში იმ კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ფიც­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მკა­ფი­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან რე­ჟიმს.- ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქ­ტე­ბი - მი­ტინ­გე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პი­კე­ტი­რე­ბა და ა.შ.დიდ კრი­ზის­ში ვართ და გამ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი.

კრი­ზისს კარ­გი მარ­თვა სჭირ­დე­ბა. კრი­ზი­სი აუ­ცი­ლებ­ლად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბა­დებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს კრი­ზი­სიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა", - გი­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მო­რი­გი ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ათა­სო­ბით პრო­ტეს­ტან­ტი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ მე­ო­რე დღეა აპ­რო­ტეს­ტებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს 2028 წლამ­დე აჩე­რე­ბენ. ეს გან­ცხა­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­გა­რეო კურ­სის რუ­სე­თის­კენ ცვლი­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია დარღვეულ ქვეყანაში, იზოლაციაში მოქცეული მთავრობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება?" - ნიკა გილაური

"ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია დარღვეულ ქვეყანაში, იზოლაციაში მოქცეული მთავრობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება?" - ნიკა გილაური

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თითქმის არასოდეს გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება. მაშინაც კი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თავს ვთვლიდი ტექნოკრატად და ძირითადად, ეკონომიკურ ან კრიზისის მენეჯმენტის თემებზე განცხადებებით შემოვიფარგლებოდი. მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდება, შეუძლებელს ხდის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ არ გამოხატოს თავისი მტკიცე პოზიცია და არ გააკეთოს სათანადო პოლიტიკური განცხადება.

რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, მოხდა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო - ჯერ არჩევნების ტოტალური გაყალბების გზით და არაკონსტიტუციურად პარლამენტის შეკრებით დაამტკიცა არალეგიტიმური მთავრობა და შემდეგ კი, ამ არალეგიტიმურმა მთავრობამ გამოგვიცხადა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება და კონსტიტუციის კიდევ ერთი მუხლის (78-ე მუხლი) დარღვევით ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერება. თან ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად ისეთივე სტილში და იგივე სიტყვებით, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩმა გააკეთა უკრაინაში (სავარაუდოდ, სცენარის ავტორი ერთი იყო ორივე შემთხვევაში).

ამიტომ ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც, თუ ვინმეს გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ენის მოჩლექით და მინიშნებებით კი არ უნდა ილაპარაკოს, ან ის კი არ უნდა თქვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და ვინმე სხვამ გააკეთოს განცხადება, ვინმე სხვა გავიდეს პროტესტზე, სხვამ გამოაცხადოს ბოიკოტი - არამედ ყოველმა ჩვენგანმა უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და გააკეთოს ის, რაც მის შესაძლებლობებშია.

სცენარის ავტორებს მინდა ვუთხრა - საქართველო ბელორუსი არ არის და 28 ნოემბრის ღამემ ეს უკვე კარგად აჩვენა. ყოველგვარი წინასწარი ორგანიზებისა და მოწოდების გარეშე ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ ეტაპზე ოპოზიციის ვალდებულებაა უბრალოდ ხელი შეუწყოს ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და შეეცადოს ნაკლები "სადღეგრძელოებით“, ნაკლები საკუთარი ეგოების გამოჩენით, მაგრამ მეტი ორგანიზებულობით, მიზანმიმართულობით და თავდადებით აჩვენოს საზოგადოებას მაგალითი.

საჯარო მოხელეებიც უნდა დაფიქრდნენ მათი პოზიციონირების კუთხით. მესმის, რომ ძალიან რთულია სამსახურის დატოვება მაშინ, როდესაც ოჯახი გყავთ სარჩენი, ან როდესაც გაშინებენ ზემდგომები, მაგრამ ბევრად უფრო რთული იქნება თქვენივე სინდისთან თავის მართლება რამდენიმე თვის, ან თუნდაც დღის შემდეგ, როდესაც მიხვდებით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანეთ. თქვენ დღეს გაქვთ შანსი გახდეთ გმირები და მოიშოროთ იძულებით აკიდებული ის პასუხისმგებლობა, რომლის მონაწილეც ამ კორუმპირებული რეჟიმის დროს გამხდარხართ. არ გაუშვათ ეს შანსი.

დიპლომატიური კორპუსის დუმილი კი ყველაზე ძალიან მაკვირვებს (მივესალმები საგარეო სამინისტროს თანამშრომლების განცხადებას, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ელჩები მყავს მხედველობაში). თქვენ ხართ ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველი ხაზი. ამ სიტუაციაში დუმილი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და პროფესიის ღალატია. და ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ ელჩებს, ყველა ელჩზეა საუბარი. ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი პატრიოტები და პროფესიონალები ხართ. ახლა თუ არ ამოიღებთ ხმას, როდის და ვისგან უნდა დაიცვათ ქვეყანა?

ბიზნესიც კარგად უნდა დაფიქრდეს. კონსტიტუცია-დარღვეულ ქვეყანაში, არალეგიტიმური და იზოლაციაში მოქცეული მთავრობის არსებობის პირობებში რამდენად შესაძლებელია ან ბიზნესის კეთება ან კიდევ ინვესტორების შემოყვანა? მესმის, რომ ბევრი მსხვილი ბიზნესმენი ამ რეჟიმთან სიახლოვით და თანამშრომლობით თავს დროებით დაცულად გრძნობს. მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ მხოლოდ მოტყუებითი დროებითობაა?! მთავრობა კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არის გასული, კანონიერების ან რაიმე თამაშის წესების ყველანაირი ჩარჩო მორღვეულია რაც სწორედ რუსული ბიზნესის კეთების მოდელია და ამ გარემოში რუსულ ბიზნესთან ჭიდილი გაგიჭირდებათ. არადა ეგ დროც ძალიან მალე მოვა. დარწმუნებული ვარ გპირდებიან ახალი შემოსავლის წყაროებს ჩინეთიდან ან რუსეთის გავლით სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდის გზით. დამერწმუნეთ - პირველის ინვესტირების წესები სულ სხვა ფორმულის არის - ჩინური კომპანიები არ მისცემენ ფულს ქართულ ბიზნესს სამართავად, როგორც ამას დასავლური პარტნიორები აკეთებენ, არამედ თვითონ იქნებიან ამ ფულის განმკარგავები და ქართული ბიზნესი მხოლოდ მომსახურე რეჟიმში იმუშავებს. ხოლო რაც შეეხება რუსეთის კონტრაბანდის "შავ ხვრელს“ - ეს ხომ ძალიან დროებითია. ამას ხომ ძალიან მალე გამოავლენს ევროპაც და ამერიკაც და შემდეგ რა ტიპის სანქციებში მოჰყვება ქართული ბიზნესი ძალიან ადვილი წარმოსადგენია.

და ბოლოს - "ქოცებიც" კარგად უნდა დაფიქრდნენ. ბევრი მათგანი შეიძლება არც ელოდებოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ივანიშვილმა წინასაარჩევნო ინტერვიუში ხომ თქვა, რომ არჩევნების მერე ის "დაალაგებს ურთიერთობებს დასავლეთთან“, ქართული ოცნების ლიდერები ხომ ჰპირდებოდნენ ევროპასთან და ამერიკასთან (მათ შორის "გლობალურ ომის პარტიასთან“ ) "ურთიერთობების გადატვირთვას“? ბევრი ქოცი ხომ სწორედ ამით "იმშვიდებდა“ (იტყუებდა) თავს. მაღალჩინოსანი ქოცების აბსოლუტურ უმრავლესობას ოჯახის წევრები ევროპაში ან ამერიკაში ჰყავს გაგზავნილი - ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამუშაოდ (არა მოხუცების მომვლელად, არამედ პოსტ-საუნივერსიტეტო გამოცდილების მისაღებად), ზოგიც გასართობად. თვითონ ამერიკას და ევროპას აგინებენ, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი სწორედ ევროპაში და ამერიკაში ასწავლის შვილებს და იქ დადის "საშოპინგოდ“ აქ მოპარული ფულით. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ივანიშვილის რეჟიმი დარჩება, იგივე მდგომარეობა ვერ შეგინარჩუნდებათ... და მერე აუხსენით თქვენ შვილებს, რატომ მოუწიათ მათ ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან ვორონეჟის და ნიჟნი ტაგილის ინსტიტუტებში გადაბარგება...

რა არის გასაკეთებელი? - საყოველთაო ბოიკოტი სახელმწიფო სექტორში - რაც შეიძლება მეტმა საჯარო მოხელემ უნდა დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს ეხება ეს.- საყოველთაო ბოიკოტი კერძო სექტორში - კერძო სექტორი კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ და ვის აფინანსებს? არალეგიტიმურ მთავრობას იმისთვის, რომ მან შეძლოს რობოკოპების რჩენა, რომლებიც მერე ჩვენ და ჩვენ შვილებს უკანონოდ და გადამეტებული ძალის გამოყენებით არბევენ?- საყოველთაო გაფიცვები - ავტობუსების მძღოლების, სხვა სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლების გაფიცვები. კერძო სექტორში იმ კომპანიების თანამშრომლების გაფიცვები, რომლებიც მკაფიოდ ემსახურებიან რეჟიმს.- ყოველდღიური საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტები - მიტინგები, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ა.შ.დიდ კრიზისში ვართ და გამბედავი ნაბიჯებია გადასადგმელი.

კრიზისს კარგი მართვა სჭირდება. კრიზისი აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს ბადებს. დარწმუნებული ვარ ეს კრიზისიც ჩვენი ქვეყნის ახალი შესაძლებლობების და ახალი წარმატებების საფუძველი იქნება", - გილაური.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან მორიგი ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ათასობით პროტესტანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.