მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეაგირება განახორციელეთ ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად" - გიორგი კვირიკაშვილი
"რეაგირება განახორციელეთ ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად" - გიორგი კვირიკაშვილი

რო­გორც ვხე­დავთ, სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია და არ­სე­ბობს რის­კი, ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის ჩა­რე­ვით ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღოს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში გან­მარ­ტავს, ამ გან­ცხა­დე­ბას სამი ად­რე­სა­ტი ჰყავს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მხა­რე უნდა ეცა­დოს, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ჩა­ა­ცხრონ და ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მი­სე­ბის გზით მო­ხერ­ხდეს სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის სა­სურ­ველ ვექ­ტორ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა.

"რო­გორც ვხე­დავთ, სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია და არ­სე­ბობს რის­კი, ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის ჩა­რე­ვით ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღოს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ვი­საც რით შეგ­ვიძ­ლია, მცდე­ლო­ბა არ უნდა და­ვაკ­ლოთ ამ­გვა­რი რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ე­თან­ხმე­ბა თუ არა ჩვენს პო­ზი­ცი­ას ყვე­ლა. ამ გან­ცხა­დე­ბას სამი ად­რე­სა­ტი ჰყავს, მინ­და მივ­მარ­თო მათ, რო­გორც ერ­თმა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ამოძ­რა­ვებს:

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას:სას­წრა­ფოდ გა­მო­ი­ძი­ეთ და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ; ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ნუ და­უ­ჯე­რებთ მათ, ვინც გე­ტყვით, რომ ეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დე­მო­ტი­ვა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ პო­ლი­ცი­ელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვი­საა მი­უ­ღე­ბე­ლი მი­წა­ზე დაგ­დე­ბულ­ზე ძა­ლა­დო­ბა.

შე­წყვი­ტეთ მო­სახ­ლე­ო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, წა­კი­თხუ­ლის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბის უნა­რის არ­ქო­ნის დაბ­რა­ლე­ბა და ა.შ. ხალ­ხთან ქედ­მაღ­ლო­ბით სა­უ­ბა­რი კარ­გის არაფ­რის მომ­ტა­ნია თქვენ­თვის. ასე იქ­ცე­ო­და ნაც­მოძ­რა­ო­ბა და ესაა მათი დღემ­დე პო­ლიტ­ტოქ­სი­კუ­რო­ბის მი­ზე­ზი. აღი­ა­რეთ, რომ თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა იყო არას­წო­რი, ეს იქ­ნე­ბა სიძ­ლი­ე­რის და არა სი­სუს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი არხი და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სათ­ბო­ბად, გა­მოთ­ქვით მზად­ყოფ­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის დი­ა­ლო­გის მყი­სი­ე­რად გა­ნახ­ლე­ბა­ზე, თუნ­დაც ამან ვერ მო­ი­ტა­ნოს სწრა­ფი შე­დე­გი - რა თქმა უნდა იმ პი­რო­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბას, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი.

მათ, ვინც გულ­წრფელ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს ქუ­ჩებ­ში (მათ­თან, ვინც ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, სა­სა­უბ­რო არა­ფე­რი მაქვს):სო­ლი­და­რუ­ლი ვარ თქვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბის და მო­თხოვ­ნის, სა­ქარ­თვე­ლომ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. ახალ­გაზ­რდე­ბის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი, იცხოვ­რონ დე­მოკ­რა­ტი­ულ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ, ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რია და შეს­მე­ნილ უნდა იქ­ნას. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გა­ე­მიჯ­ნოთ ძა­ლა­დო­ბას - მო­მი­ტინ­გე­თა მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი შე­ტე­ვა პო­ლი­ცი­ელ­თა მი­მართ და­საგ­მო­ბია და შე­ი­ცავს უდი­დეს რისკს, რომ მოვ­ლე­ნე­ბი უკონ­ტრო­ლო გახ­დეს. უამ­რა­ვი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ელო­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აა­ფეთ­ქოს სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნუ მივ­ცემთ მათ ამის სა­ბაბს და სა­შუ­ა­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს:შე­წყვი­ტეთ სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე და არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, და­ე­ლო­დეთ ეუთო ოდი­რის და სხვა მა­ღალ­რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის სა­ბო­ლოო ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, პა­ტი­ვი ეცით მათ და ამის შემ­დგომ გა­ა­კე­თეთ შე­ფა­სე­ბე­ბი. ხელი შე­უ­წყვეთ დი­ა­ლოგს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის. ყვე­ლა სა­პი­რის­პი­რო გზა არა მხო­ლოდ არაფ­რის­მომ­ტა­ნია, არა­მედ შე­ი­ცავს სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის რისკს, რისი შე­დე­გიც ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბა და­სავ­ლეთ­თან, პი­რი­ქით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ით და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის მო­სურ­ნე­ებ­მა და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ოკუ­პან­ტმა ქვე­ყა­ნამ; შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს მა­ღა­ლი რის­კი, რომ და­სავ­ლე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი რე­გი­ონ­ში შე­უქ­ცე­ვა­დად და­ზი­ან­დეს. შემ­დგომ ამ ყვე­ლაფ­რის ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში მოტ­რი­ა­ლე­ბა ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა. ჩემს თა­ო­ბას ნა­ნა­ხი აქვს კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის შე­დე­გე­ბი 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­შიც და 2003 წელ­საც. ნუ გა­ვი­მე­ო­რებთ წარ­სუ­ლის შეც­დო­მებს.

და­ბო­ლოს, ყვე­ლა მხა­რე უნდა ვე­ცა­დოთ, ვნე­ბა­თა ღელ­ვა ჩა­ვა­ცხროთ და ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მი­სე­ბის გზით (კომ­პრო­მი­სე­ბის ნა­წილ­ში კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვა) შევ­ძლოთ, სა­ქარ­თვე­ლო და­ვაბ­რუ­ნოთ გან­ვი­თა­რე­ბის სა­სურ­ველ ვექ­ტორ­ზე”, - აღ­ნიშ­ნავს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"რეაგირება განახორციელეთ ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად" - გიორგი კვირიკაშვილი

"რეაგირება განახორციელეთ ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად" - გიორგი კვირიკაშვილი

როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი, - ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • როგორც კვირიკაშვილი მიმართვაში განმარტავს, ამ განცხადებას სამი ადრესატი ჰყავს და მნიშვნელოვანია, ყველა მხარე უნდა ეცადოს, ვნებათაღელვა ჩააცხრონ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით მოხერხდეს საქართველოს განვითარების სასურველ ვექტორზე დაბრუნება.

"როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვისაც რით შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას სამი ადრესატი ჰყავს, მინდა მივმართო მათ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს:

ხელისუფლებას:სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცავთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.

შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიკურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.

გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი - რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.

მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში (მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი მაქვს):სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას - მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში. ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:შეწყვიტეთ საუბარი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, დაელოდეთ ეუთო ოდირის და სხვა მაღალრეპუტაციული საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებას, პატივი ეცით მათ და ამის შემდგომ გააკეთეთ შეფასებები. ხელი შეუწყვეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.

დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე”, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.