სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დავუშავე? გვერდიდან მხია... ეგრე უნდოდა და იმიტომ" - აქციაზე დაშავებულებს შორისაა ნათია ბუნტური
"რა დავუშავე? გვერდიდან მხია... ეგრე უნდოდა და იმიტომ" - აქციაზე დაშავებულებს შორისაა ნათია ბუნტური

მსა­ხი­ო­ბი და “გი­ორ­გი ალექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტის“ წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი ნა­თია ბუნ­ტუ­რი, გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ავ­რცე­ლებს.

"ორ­ჯერ გას­წო­რე­ბულ­ზე" - წერს ნა­თია ფო­ტო­ზე, სა­დაც ჩანს, რომ ცხვი­რი­დან სის­ხლი მოს­დის.

კო­მენ­ტა­რებ­ში დას­მულ კი­თხვა­ზე თუ რა და­ე­მარ­თა, ნა­თი­ამ უპა­სუ­ხა: "აუ, ის მა­ი­მუ­ნი ბიჭი. რა და­ვუ­შა­ვე, გვერ­დი­დან მხია. ეგრე უნ­დო­და და იმი­ტომ"

მსა­ხი­ობს ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტზე სა­კუ­თარ აზრს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფიქ­სი­რებ­და. ორი დღის წინ კი, აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდა.

"არც სპრე­ის, არც გა­ზის, არც ცე­მის ან ტკი­ვი­ლის, არც წყლის გა­უ­საძ­ლი­სო­ბა იქ არ დგას. ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ხალ­ხია ქარ­თვე­ლი. დიდი ხნის იმუ­ნი­ტე­ტია სამ­წუ­ხა­როდ, გენ­შია ეგ - და აი, დილა “მშვი­დო­ბი­სა” …სხვა ხალ­ხთან მოხ­ვდა რუ­სე­თი… რუს­თა­ველ­ზე მოხ­ვდა ისევ" - ასე­თი იყო ნა­თია ბუნ­ტუ­რის პო­ზი­ცია, რო­დე­საც პირ­ვე­ლად საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას შე­უ­ერ­თდა.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

მას შემ­დეგ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ს შე­ად­გენს. 28-29 ნო­ემ­ბრის ღა­მეს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რა დავუშავე? გვერდიდან მხია... ეგრე უნდოდა და იმიტომ" - აქციაზე დაშავებულებს შორისაა ნათია ბუნტური

"რა დავუშავე? გვერდიდან მხია... ეგრე უნდოდა და იმიტომ" - აქციაზე დაშავებულებს შორისაა ნათია ბუნტური

მსახიობი და “გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი ნათია ბუნტური, გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

"ორჯერ გასწორებულზე" - წერს ნათია ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ ცხვირიდან სისხლი მოსდის.

კომენტარებში დასმულ კითხვაზე თუ რა დაემართა, ნათიამ უპასუხა: "აუ, ის მაიმუნი ბიჭი. რა დავუშავე, გვერდიდან მხია. ეგრე უნდოდა და იმიტომ"

მსახიობს ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე პროტესტზე საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებდა. ორი დღის წინ კი, აქციას შეუერთდა.

"არც სპრეის, არც გაზის, არც ცემის ან ტკივილის, არც წყლის გაუსაძლისობა იქ არ დგას. ყველაზე გამძლე ხალხია ქართველი. დიდი ხნის იმუნიტეტია სამწუხაროდ, გენშია ეგ - და აი, დილა “მშვიდობისა” …სხვა ხალხთან მოხვდა რუსეთი… რუსთაველზე მოხვდა ისევ" - ასეთი იყო ნათია ბუნტურის პოზიცია, როდესაც პირველად საპროტესტო ტალღას შეუერთდა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ს შეადგენს. 28-29 ნოემბრის ღამეს მომიტინგეების დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.

წაიკითხეთ ასევე: