სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია" - კალაძე
"გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია" - კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მერი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე 28-30 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს „გარე ძა­ლე­ბი­დან მარ­თულს“ უწო­დებს და აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და არა­ვის მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნაც­მა­ი­და­ნი“ მო­ა­წყოს.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით, თუნ­დაც მი­ტინ­გით, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს.

„ცხა­დია, სა­ი­დან იმარ­თე­ბა ის, რაც ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გარე ძა­ლე­ბი­დან მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია, რა­საც შიდა რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გუ­შინ და გუ­შინ­წინ ვი­ხი­ლეთ ძა­ლა­დობ­რი­ვი მი­ტინ­გი, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მისი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით, თუნ­დაც მი­ტინ­გით, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ბოთ­ლე­ბის და ქვე­ბის სრო­ლა. გუ­შინ სა­ერ­თოდ სა­ოც­რე­ბა ვი­ხი­ლეთ - „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს“ ეს­როდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს. ეს ძა­ლი­ან მძი­მეა. დღეს სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან ძლი­ე­რია თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით და არა­ვის მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნაც­მა­ი­და­ნი“ მო­ა­წყოს“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, კა­ლა­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი იყო, რა­საც მოკ­ვლე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

„სამ­წუ­ხა­როდ, იყო ცალ­კე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი [პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის], მაგ­რამ თან­მიმ­დევ­რუ­ლად რომ მივ­ყვეთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი: რო­დე­საც აქ­ცია გაქვს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, იკ­რი­ბე­ბი, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლია, არა­ვინ გიშ­ლის. გადი, ჩა­ა­ტა­რე შენი აქ­ცია, მი­ტინ­გი, გა­მოთ­ქვი მო­საზ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ დგა­ნან, მი­დი­ხარ, აყე­ნებ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ეს­ვრი ქვებს, ბოთ­ლებს, ამა­საც არ ჯერ­დე­ბი, მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა და პე­ტარ­დე­ბის სრო­ლა ხდე­ბა, მძი­მე კად­რე­ბია, ეს იწ­ვევს და­ძა­ბუ­ლო­ბას. მძი­მეა, რაც ვი­ხი­ლეთ. რა თქმა უნდა, იყო ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფერს დას­ჭირ­დე­ბა მოკ­ვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია" - კალაძე

"გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც გარე ძალებიდან მართული პროცესია" - კალაძე

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს.

„ცხადია, საიდან იმართება ის, რაც ხდება. ეს ყველაფერი გარე ძალებიდან მართული პროცესია, რასაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა, ბოთლების და ქვების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ - „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს. ეს ძალიან მძიმეა. დღეს სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეული ინციდენტები იყო, რასაც მოკვლევა დასჭირდება.

„სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები [პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების], მაგრამ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: როდესაც აქცია გაქვს დაანონსებული, იკრიბები, შეკრების თავისუფლება დაცულია, არავინ გიშლის. გადი, ჩაატარე შენი აქცია, მიტინგი, გამოთქვი მოსაზრებები, მაგრამ პოლიციელებს, რომლებიც უბრალოდ დგანან, მიდიხარ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, ამასაც არ ჯერდები, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება და პეტარდების სროლა ხდება, მძიმე კადრებია, ეს იწვევს დაძაბულობას. მძიმეა, რაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შემაშფოთებელია. ყველაფერს დასჭირდება მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა კალაძემ.