მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებით და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე
"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებით და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

ამ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ია. ისი­ნი იზო­ლა­ტო­რებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

სპეც­რაზ­მის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი დრო­დად­რო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი კად­რი დღეს გამ­თე­ნი­ი­სას გა­და­ი­ღო "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" წევ­რმა თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ.

ვი­დე­ო­ში ჩანს ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლია, აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხე­ზე და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად.

"ნუ ურტყამთ, გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო!" - ის­მის ჭა­ლი­ძის ხმა ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია.

ბიჭი, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი 23 წლის ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლია. მისი მშობ­ლე­ბი დიღ­მის იზო­ლა­ტორ­თან გამ­თე­ნი­ას მი­ვიდ­ნენ.

"ქუ­ჩა­ში რომ აგ­დია, დიდი თმე­ბი­თა და ულ­ვა­შით შვი­ლი და დაგ­დე­ბულს რომ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ხე­ში წიხლს ურტყამს, იმ ბი­ჭის დედა ვარ, ახლა ვნა­ხე კად­რე­ბი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ“, - ამ­ბობს ელე­ნე ჯან­ჯა­ლია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. მას ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი. ეტყო­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის კვა­ლი სა­ხე­ზე და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ტან­ზე.

"დი­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თის­თვის შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა, 23 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცხვი­რის ძვლე­ბის ფრაგ­მენ­ტუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა. მოხ­და თა­ბა­ში­რის ნახ­ვე­ვით და ცხვირ­ში ტამ­პო­ნა­ჟით მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის ფიქ­სა­ცია. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არის ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი რბილ ქსო­ვი­ლებ­ზე, კან­ქვე­შა სის­ხლ ნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხის არე­ში. ამ წუ­თას მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, დარ­ჩე­ბა ორ­შა­ბა­თამ­დე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. უნდა მოხ­დეს 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ბა­ში­რის და­ტო­ვე­ბა, შემ­დგომ ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი გა­და­წყვეტს მის მდგო­მა­რე­ო­ბას", - ამ­ბობს ექი­მი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებით და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

"იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებით და პოლიციელი სახეში ურტყამს... კადრებს არ მაჩვენებდნენ" - რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

ამ დროისთვის თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 107-ია. ისინი იზოლატორებში არიან გადაყვანილი. უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

სპეცრაზმის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები დროდადრო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი კადრი დღეს გამთენიისას გადაიღო "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა ჭალიძემ.

ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წაქცეულია, აღენიშნება დაზიანებები სახეზე და სპეცრაზმის თანამშრომლები მას უსწორდებიან ფიზიკურად.

"ნუ ურტყამთ, გამოიძახეთ სასწრაფო!" - ისმის ჭალიძის ხმა ვიდეოში, რომელიც უმძიმესი სანახავია.

ბიჭი, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი 23 წლის ზვიად მაისაშვილია. მისი მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ.

"ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ“, - ამბობს ელენე ჯანჯალია "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მას ცხვირი აქვს გატეხილი. ეტყობა სისხლჩაქცევების კვალი სახეზე და დაზიანებები ტანზე.

"დილით დაახლოებით 5 საათისთვის შემოყვანილი იქნა, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოხდა თაბაშირის ნახვევით და ცხვირში ტამპონაჟით მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. დაზიანებები არის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები რბილ ქსოვილებზე, კანქვეშა სისხლ ნაჟღენთების სახის არეში. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მოხდეს 14 დღის განმავლობაში თაბაშირის დატოვება, შემდგომ ყბა-სახის ქირურგი გადაწყვეტს მის მდგომარეობას'', - ამბობს ექიმი.

წაიკითხეთ ასევე: