პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ, ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა... ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით, ეს არის სიმხეცე" - რას ჰყვება ომბუდსმენი
"შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ, ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა... ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით, ეს არის სიმხეცე" - რას ჰყვება ომბუდსმენი

ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მსუ­ბუ­ქი ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ მათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რო­დე­საც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­დაჰ­ყავ­დათ მან­ქა­ნა­ში. ამ შუ­ა­ლედ­ში მათ­ზე ხდე­ბო­და იმგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ისე­თი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მელ­საც მთე­ლი სახე აქვს ფაქ­ტობ­რი­ვად სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბით. ეს არის რა­ღაც სიმ­ხე­ცე, ასე­თი ფორ­მით ადა­მი­ა­ნებ­თან მო­პყრო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში წუ­ხელ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ასე­ვე გა­ე­სა­უბ­რა იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჯერ სამ­მარ­თვე­ლო­ში არ გა­ნუ­თავ­სე­ბი­ათ და მან­ქა­ნებ­ში არი­ან და­ყოვ­ნე­ბუ­ლე­ბი.

იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, იზო­ლა­ტორ­ში მყო­ფი 13 პი­რი­დან 11 სას­ტიკ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

ომ­ბუდსმე­ნის თქმით, მათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ხის არე­ში აქვთ.

"ამ იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც მე ვი­ყა­ვი ახლა შე­სუ­ლი, მო­ვი­ნა­ხუ­ლე ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვინც აქ დამ­ხვდა, მათ შო­რის, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ელო­დე­ბი­ან შე­სახ­ლე­ბას. 13-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია ამ წუთ­ში, ვინც ამ იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ორის გარ­და, უთი­თებს ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე. ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მსუ­ბუ­ქი ნათ­ქვა­მია, ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან რო­გორ უმო­წყა­ლოდ სცემ­დნენ მათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რო­დე­საც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­დაჰ­ყავ­დათ მან­ქა­ნა­ში. ამ შუ­ა­ლედ­ში მათ­ზე ხდე­ბო­და იმგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ისე­თი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მელ­საც მთე­ლი სახე აქვს ფაქ­ტობ­რი­ვად სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბით. ეს არის რა­ღაც სიმ­ხე­ცე, ასე­თი ფორ­მით ადა­მი­ა­ნებ­თან მო­პყრო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.“- გა­ნა­ცხა­და ომ­ბუდსმენ­მა.

მან პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­უ­წო­და და­კა­ვე­ბის დროს თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­და­ა­მე­ტონ.

„პო­ლი­ცი­ას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს აკა­ვე­ბენ, არ გა­და­ა­მე­ტონ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა გა­ა­კე­თა მო­ქა­ლა­ქემ. ამის­თვის არ­სე­ბობს კა­ნო­ნი. კა­ნო­ნი უნდა და­იც­ვას, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­ა­შა­ვა, მაგ­რამ იმ ადა­მი­ანს კა­ნო­ნით უნდა მი­ვუდ­გეთ და არა ლინ­ჩის წე­სით, რომ მიხ­ვი­დე და სა­ხე­ში მუშ­ტე­ბი ურტყა, ასე­თი რამე და­უშ­ვე­ბე­ლია. ეს ვნა­ხე მე ჩემი თვა­ლით, რომ შე­მო­ვე­დი აქ. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ხის არე­ში აქვთ, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ სხვა­გა­ნაც აქვთ ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა.

მისი თქმით, სწო­რედ გა­მო­ძი­ე­ბის და­ყოვ­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ წინა აქ­ცი­ე­ბის და წინა წელს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სულ უფრო მეტი პირი მი­უ­თი­თებს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე.

„ასე­თი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და­ყოვ­ნე­ბამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ ამ აქ­ცი­ებ­ზე კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, გან­სხვა­ვე­ბით წინა აქ­ცი­ე­ბის­გან, გან­სხვა­ვე­ბით ერთი წლის წი­ნან­დე­ლი აქ­ცი­ე­ბის­გან. ეს პრო­ცე­სი სა­დღაც თუ არ შე­ჩერ­და, ჩვენ შემ­დგომ აქ­ცი­ებ­ზე კი­დევ უფრო მეტ ძა­ლა­დო­ბას მი­ვი­ღებთ და ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შე­მო­აკ­ვდეთ ასეთ პი­რო­ბებ­ში. ასე რომ, ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც აკა­ვე­ბენ, ვინც იძი­ე­ბენ, ვინც იქ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რე­ბენ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებს არ ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც რჩე­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო არ რე­ა­გი­რებს დრო­უ­ლად, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რა თქმა უნდა, მე­ტია”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

მისი თქმით, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა იზო­ლა­ტორ­ში არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და ფორმ­დე­ბა ოქ­მე­ბი. რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ის და­კა­ვე­ბულ ად­ვო­კატს, ბექა ბა­სი­ლა­ი­ა­საც ესა­უბ­რა.

"ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ყვე­ლა იზო­ლა­ტორ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სა­დაც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მათ­გან­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ, რო­გორც გა­ვა­კე­თეთ წუ­ხან­დელ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­დე­საც ვნა­ხეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ, ვის რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რო­გორ არის და ა.შ. ოქ­მე­ბი შედ­გა და გა­და­ეგ­ზავ­ნა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს.

ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გა­ვე­სა­უბ­რე, ისიც მი­უ­თი­თებს და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე. ად­ვო­კა­ტია, თა­ვის უფ­ლე­ბებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად აპი­რებს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­სა­მარ­თლო­ზე ისა­უბ­როს“,- გა­ნა­ცხა­და ომ­ბუდსმენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ, ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა... ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით, ეს არის სიმხეცე" - რას ჰყვება ომბუდსმენი

"შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ, ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა... ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით, ეს არის სიმხეცე" - რას ჰყვება ომბუდსმენი

ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა და ასევე გაესაუბრა იმ პირებს, რომლებიც ჯერ სამმართველოში არ განუთავსებიათ და მანქანებში არიან დაყოვნებულები.

იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.

"ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.“- განაცხადა ომბუდსმენმა.

მან პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული აქციებისგან განსხვავებით სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე.

„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.

ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის დაკავებულ ადვოკატს, ბექა ბასილაიასაც ესაუბრა.

"ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა იზოლატორში საქართველოს მასშტაბით, სადაც არიან დაკავებულები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ინფორმაციას ჩვენ გავასაჯაროებთ, როგორც გავაკეთეთ წუხანდელ შემთხვევაზე, როდესაც ვნახეთ ეს ადამიანები და ყველას შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, ვის რა დაზიანებები აქვს, როგორ არის და ა.შ. ოქმები შედგა და გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ბექა ბასილაიას გავესაუბრე, ისიც მიუთითებს დაზიანებებზე. ადვოკატია, თავის უფლებებში კარგად ერკვევა, შესაბამისად აპირებს, რომ ამ ყველაფერზე სასამართლოზე ისაუბროს“,- განაცხადა ომბუდსმენმა.