პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი დაშლა, დაკავებები, ნაცემი ხალხი, დაპირისპირებები - რა ხდებოდა თბილისსა და ბათუმში წუხელ (ფოტოები)
მორიგი დაშლა, დაკავებები, ნაცემი ხალხი, დაპირისპირებები - რა ხდებოდა თბილისსა და ბათუმში წუხელ (ფოტოები)
  • ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრე­სი­უ­სი

ამ დრო­ის­თვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე “თბილ­სერ­ვი­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბას იწყე­ბენ.

  • სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან სრუ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ­ჟა­მად მთელ პე­რი­მეტრს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა მო­მი­ტინ­გე­თა ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე შე­ნო­ბას აფა­რებ­და თავს.

ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნი­ლია წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბი, სპე­ცა­ღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი. გამ­თე­ნი­ი­სას, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ბე­სი­კის ქუ­ჩი­დან, მეტ­რო - "რუს­თა­ვე­ლი­დან" და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან" ერ­თდრო­უ­ლად და­იძ­რნენ და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. ტე­რი­ტო­რი­ის გა­სუფ­თა­ვე­ბა და­კა­ვე­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რა ხდე­ბო­და მთე­ლი ღამე:

შე­გახ­სე­ნებთ, 29 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა სპეც­რაზმმა და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის, 12:00 სა­ა­თის­თვის და­ი­წყო. დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. თა­ვის მხრივ დე­მონ­სტრან­ტე­ბი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მი­სა­მარ­თით პი­რო­ტექ­ნი­კას და სხვა­დას­ხვა საგ­ნებს ის­როდ­ნენ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა კონ­სტრუქ­ცი­ით ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვა­საც, რათა სპეც­რაზ­მის­თვის გზა ჩა­ე­ხერ­გათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პე­რი­ო­დუ­ლად აკა­ვებ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ებს, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც, თუმ­ცა მათი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მძი­მე ღამე იყო ბა­თუ­მის­თვი­საც, სა­დაც წუ­თით არ გა­ჩე­რე­ბულ ღა­მით პრო­ტეს­ტი. ბა­თუმ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რვა პირი და­ა­კა­ვეს. “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

  • აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუჩა გა­და­კე­ტეს. ამის შემ­დეგ ისი­ნი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აქ­ცია-მსვლე­ლო­ბით, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­კენ გა­ე­მარ­თნენ.

მათი გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს.

“მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­კა­ვეს, ვი­თხოვთ მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ქვე­ყა­ნა­ში სა­ჭი­როა ხე­ლა­ხა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა და ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­კენ მი­ათ­რე­ვენ" ,- აცხა­დებ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ბა­თუმ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭოს­თან და­ას­რუ­ლეს მათი გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართალი
2

მაგ სიმართლით გაძელით თქვენ,რაც არავის უცემია აგრესიული ნაც.ჟურნალისტი და მომიტინგეების ნასროლი ქვა მოხვდა.კიდევ კარგი,კადრები არსებობს,მაგრამ თქვენნაირი ბრმები და ყურები მაინც არაფერს დაინახავთ

ვახტანგი -72
2

1. რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს:

უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ორაგანიზაციები აკვირდებოდა ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია...

მათი დასკვნით მიუხედავად არსებული რიგი ხარვეზებისა და ნაკლოვანებებისა არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში.

მათ წინასწარ ანგარიშში ერთი სიტყვაც არ თქმულა, რომ არჩევნები გაყალბდა და თანაც ტოტალურად...

ეს ცრუ ნარატივი მოიგონა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც დღედაღამ იტყუილება, რომ რამენაირად ააგოროს ქაოსი და დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში...

მათი შიზოიდი ბელადის წაქეზებით ერთი სული აქვთ, რომ აქაც მოხდეს 2014 წელში მომხდარი კიევის მაედნის მსგავსი პროცესები...

2. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საჯარო გამოსვლას:

მმართველმა გუნდმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ორიოდე დღის უკან განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ აშკარად ზედმეტი აიღო თავის თავზე...

ეს საკითხი მსჯელობისა და დებატების საგნად უნდა ქცეულიყო პარლამენტში...

3. რაც შეეხება ბოლო დღეებში აგორებულ საპროტესტო აქციებს:

ერთმნიშვნელოვნად, ეს ხელისუფლების და პირველ რიგში კობახიძის არაგონივრული და პროვოკაციული განცხადების შედეგია!

რადიკალურმა ოპოზიციამ უმალვე თავის სასარგებლოდ გამოიყენა პრემიერ-მინისტრის მიერ დაშვებული ეს კატასტროფული შეცდომა!...

4. გამოსავალი რა არის?

გამომდინარე ჩვენი სამშობლოს უზენაესი ინტერესებიდან პოზიციამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა გამონახონ ურთიერთ მისაღები გადაწყვეტილებები, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ უკიდურესად დაძაბული ჩიხიდან!!!

ალბათ ახალი არჩევნების დანიშვნა თუ დააწყნარებს ამ დაძაბულ სიტუაციას....

პ.ს. უფალმა დაიფაროს უბედურებებისაგან საქართველო და მისი მოსახლეობა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მორიგი დაშლა, დაკავებები, ნაცემი ხალხი, დაპირისპირებები - რა ხდებოდა თბილისსა და ბათუმში წუხელ (ფოტოები)

მორიგი დაშლა, დაკავებები, ნაცემი ხალხი, დაპირისპირებები - რა ხდებოდა თბილისსა და ბათუმში წუხელ (ფოტოები)
  • ფოტოები: ინტერპრესიუსი

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ.

  • საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. ამჟამად მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამასთან, სამართალდამცველებმა რუსთაველის თეატრიდან გამოიყვანა მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც მანამდე შენობას აფარებდა თავს.

ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები. გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

რა ხდებოდა მთელი ღამე:

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მძიმე ღამე იყო ბათუმისთვისაც, სადაც წუთით არ გაჩერებულ ღამით პროტესტი. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.

  • აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ამის შემდეგ ისინი პროტესტის ნიშნად აქცია-მსვლელობით, პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართნენ.

მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს.

“მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ქვეყანაში საჭიროა ხელახალი სამართლიანი არჩევნები. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ" ,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დაასრულეს მათი განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა.