სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები: "ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს"
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები: "ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს"

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 2028 წლამ­დე დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ნე­ბას უგუ­ლე­ბელ­ყოფს და ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნის 78-ე მუხ­ლით დად­გე­ნილ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­ში და­საქ­მე­ბულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს მი­მარ­თა­ვენ, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტონ.

“ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვი­ზი­ა­რებთ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­თა სუ­ლის­კვე­თე­ბას და ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბი­თა და რწმე­ნით, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბით, მი­ვიჩ­ნევთ, რომ:

ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 2028 წლამ­დე დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ რან­გში აყ­ვა­ნილ, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთ ფუნ­და­მენტს – ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უგუ­ლე­ბელ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ნე­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნის 78-ე მუხ­ლით დად­გე­ნილ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, უნდა მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ამას­თა­ნა­ვე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნო­ემ­ბერს, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ სას­ტი­კი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დევ­ნის, უსა­ფუძ­ვლო და­კა­ვე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ქმე­დე­ბებს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. მო­ვუ­წო­დებთ სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს, უერ­თგუ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ წეს­რიგს, შეც­ვა­ლონ ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 2028 წლამ­დე დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ი­ღონ სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, რათა შე­ა­ჩე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლა­ცია და მისი თან­მდე­ვი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი.

იმავდრო­უ­ლად, ვთხოვთ, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­ში და­საქ­მე­ბულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, გა­მო­ხა­ტონ მკა­ფიო პო­ზი­ცია მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რე­ბი არი­ან:

ბა­რა­მაშ­ვი­ლი თა­მარ – მთა­ვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩე­ვე­ლი-მრჩე­ველ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

გორ­გი­ლა­ძე გო­დერ­ძი – სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

დო­ლუ­აშ­ვი­ლი ნინო – უფ­რო­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩე­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

კენ­ჭა­ძე მა­რი­ნა – კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

კიკ­ნა­ძე თა­მა­რი – მო­სა­მარ­თლის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

ლაშ­ხია გვან­ცა – მო­სა­მარ­თლის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ლელა – მო­სა­მარ­თლის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

მეს­ხია თა­მარ – მო­სა­მარ­თლის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

მძე­ვაშ­ვი­ლი მარი – სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ობო­ლაშ­ვი­ლი თორ­ნი­კე – კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი ნიკა – უფ­რო­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩე­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი – მთა­ვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მრჩე­ვე­ლი-მრჩე­ველ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ქსოვ­რე­ლი ირაკ­ლი – სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი და­ვით – მო­სა­მარ­თლის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

ჭი­ო­კა­ძე ლე­ვა­ნი – მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

ხავ­თა­სი ივა – მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამ­დივ­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები: "ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს"

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები: "ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს"

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას უგულებელყოფს და ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას ეწინააღმდეგება.

განცხადებაზე ხელმომწერები სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მიმართავენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ.

“ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ:

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები.

იმავდროულად, ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

განცხადების ხელმომწერები არიან:

ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

გორგილაძე გოდერძი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

დოლუაშვილი ნინო – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

მძევაშვილი მარი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

სულხანიშვილი გიორგი – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.

ქსოვრელი ირაკლი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.

ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.