პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ" - მედიაომბუდსმენი
"28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ" - მედიაომბუდსმენი

მე­დი­ა­ომ­ბუდსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2024 წლის 28 და 29 ნო­ემ­ბერს ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რუს­თა­ველ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ოცზე მეტ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს გა­უს­წორ­დნენ.

  • მი­სი­ვე ცნო­ბით, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე­ვე სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

"სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ­ბევ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე­ვე სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა. ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა კი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლია დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლოა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდეს. სია გა­ნახ­ლე­ბა­დია:

გუ­რამ რო­გა­ვა, “ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლა” - ნიღ­ბი­ან­მა სპეც­რაზ­მელ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში თავ­ში ჩა­არ­ტყა, და­ა­სის­ხლი­ა­ნა და ძირს და­აგ­დო;

ალექ­სან­დრე ქე­შე­ლაშ­ვი­ლი, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა “პუბ­ლი­კა” - და­ა­კა­ვეს, სცე­მეს სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში, წა­არ­თვეს სა­მუ­შაო აპა­რა­ტუ­რა;

და­ვით ცა­გა­რე­ლი, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა” -პირ­და­პირ ეთერ­ში ნიღ­ბი­ან­მა სპეც­რაზ­მელ­მა მუ­ცელ­ში ჩა­არ­ტყა და ძირს და­აგ­დო;

მა­რი­ამ ნი­კუ­რა­ძე, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა “OC Media” - სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­უშ­ვი­რეს წყლის ჭავ­ლი, წი­წა­კის სპრეი, და­უ­ზი­ან­და კა­მე­რა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­აგ­დე­ბი­ნეს ტე­ლე­ფო­ნი;

ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი” - წყლის ჭავ­ლი მი­უშ­ვი­რეს პირ­და­პი­რი ჩარ­თვის დროს;

და­ვით ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი” - გა­უს­წორ­დნენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი;

გი­ორ­გი შე­წი­რუ­ლი, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი” - სპეც­რაზ­მე­ლებ­მა წა­აქ­ცი­ეს და წიხ­ლე­ბით შედგნენ;

ანა მდი­ვა­ნი, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი” - სა­ხე­ში შე­ას­ხეს წი­წა­კის სპრეი;

ნიკო კო­კა­ია, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი”-სა­ხე­ში შე­ას­ხეს წი­წა­კის სპრეი. ორ­ჯერ გახ­და სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სა­მიზ­ნე;

გივი ავა­ლი­ა­ნი, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა „ნეტ­გა­ზე­თი” „ბა­თუ­მე­ლე­ბი” - პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ჟურ­ნა­ლისტს სა­ხე­ში შე­ას­ხეს წი­წა­კის სპრეი;

ნა­თია ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა “პუბ­ლი­კა” - გა­აგ­დე­ბი­ნეს ტე­ლე­ფო­ნი და არ მის­ცეს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა;

გი­ორ­გი გო­გუა, “პრო­ექ­ტი 64”-პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა წიხ­ლე­ბი ურტყეს;

ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძე, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა” ექ­სპრეს­ნი­უ­სი”- სპეც­რაზ­მელ­მა წიხ­ლი ჩა­არ­ტყა;

და­ვით ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი არხი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტორ­მა გა­და­ღე­ბი­სას მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა;

დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი, „მთა­ვა­რი არხი” - და­შავ­და აქ­ცი­ის გა­და­ღე­ბი­სას;

გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი, “მთა­ვა­რი არხი”- და­შავ­და აქ­ცი­ის გა­და­ღე­ბი­სას;

იუ­ლია კა­ლა­ბა­ნო - JAMnews-ის ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი, - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, ფო­ტო­ებს რომ იღებ­და, პირ­და­პირ სა­ხე­ში შე­ას­ხეს სპრეი, წა­აქ­ცი­ეს და წაქ­ცე­ულს და­არ­ტყეს წიხ­ლი;

მინ­დია გა­ბა­ძე - ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა “პუბ­ლი­კას” ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ა­ზი­ა­ნეს;

ნინო წვე­რა­ვა, “სტუ­დია მო­ნი­ტო­რი” - ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სა­მიზ­ნედ იქცა ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან გა­და­ღე­ბის დროს;

ნინო შუ­ბი­თი­ძე, “სტუ­დია მო­ნი­ტო­რი” - ჟურ­ნა­ლის­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სა­მიზ­ნედ იქცა ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან გა­და­ღე­ბის დროს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­შავ­და გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

„გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას აშუ­ქებ­და. გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ში ჩანს, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მას თვა­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის, ორ­გა­ნი­ზა­ცია აზუს­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თა­ო­ბა­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­წყვი­ტოს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა.

მივ­მარ­თავთ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა და დრო­უ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოს სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი.

მე­დი­ა­ომ­ბუდსმე­ნი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას აგ­რძე­ლებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­კონ­სულ­ტა­ციო ცხე­ლი ხაზი: 577 070 592“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ" - მედიაომბუდსმენი

"28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ" - მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

  • მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.

"სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია:

გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;

ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;

დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;

მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;

ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;

გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;

ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;

გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;

გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;

ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება;

დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას;

გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;

იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;

მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;

ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;

ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი.

„გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.

მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები.

მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: