სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს განცხადებას ავრცელებს: "პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა... დავაკავეთ 43 პირი"
შსს განცხადებას ავრცელებს: "პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა... დავაკავეთ 43 პირი"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პარ­ლა­მენ­ტთან წუ­ხელ ღა­მით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 32 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და.

  • რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათ­გან 13 პირს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა 1 სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი.

ამას­თან, შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 43 პირი.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 32 თა­ნამ­შრო­მე­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბა მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის, თვა­ლის და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ებ­ში. მათ­გან 13 პირს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და­ჭირ­და. ამ დრომ­დე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა 1 სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და იცავ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს.

აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლის მხრი­დან არა­ერ­თხელ ჰქონ­და ად­გი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და აგ­რე­სი­ულ ჯგუ­ფებს, რომ პრო­ტეს­ტი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ჩარ­ჩო­ებ­ში გა­მო­ე­ხა­ტათ, თუმ­ცა ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ელ­თა მი­თი­თე­ბებს, მი­ა­ყე­ნეს მათ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და და­უ­პი­რის­პირ­დნენ ფი­ზი­კუ­რად.

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის პირ­და­პირ ეთე­რებ­ში ნათ­ლად ჩან­და, რო­გორ აზი­ა­ნებ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, გზის სა­ფარს, ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რებს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ურ­კვე­ველ ნივ­თებს წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი, აღ­მარ­თეს ბა­რი­კა­დე­ბი, და­ა­ზი­ა­ნეს რო­გორც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ასე­ვე კერ­ძო პირ­თა ქო­ნე­ბა, პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ შუ­შის ბოთ­ლებს, ქვებს, რკი­ნის საგ­ნებ­სა და პი­რო­ტექ­ნი­კას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ად­გილ­ზე ხდე­ბო­და შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა.

აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166 და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კა­ვე­ბუ­ლია 43 პირი.

აქ­ცი­ა­ზე მომ­ხდარ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 -ე პრი­მა და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შსს განცხადებას ავრცელებს: "პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა... დავაკავეთ 43 პირი"

შსს განცხადებას ავრცელებს: "პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა... დავაკავეთ 43 პირი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან წუხელ ღამით განვითარებული მოვლენებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 პირი.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.

სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.