კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - Guardian, CNN, Deutsche Welle და სხვები: რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - Guardian, CNN, Deutsche Welle და სხვები: რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. თბი­ლის­ში წუ­ხელ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე წე­რენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვე­ბი.

"მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე 2028 წლამ­დე აჩე­რებს, თბი­ლის­ში პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი, წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი გაზი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ყვი­როდ­ნენ "რუ­სე­ბო", "მო­ნე­ბო" - ასე აღ­წერს "გარ­დი­ა­ნი" ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

  • გა­მო­ცე­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის პრო­ევ­რო­პელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­თვის "ომის“ გა­მო­ცხა­დე­ბა­ში. სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მო­მენ­ტი, როცა პრე­ზი­დენ­ტი სპეც­რაზმთან მი­ვი­და და ჰკი­თხა სპეც­რაზ­მე­ლებს "ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, თუ რუ­სეთს".

"სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ბოლო თვე­ებ­ში მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, რად­გან ბრი­უ­სე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მთავ­რო­ბამ ავ­ტო­რი­ტა­რულ ზო­მებს მი­მარ­თა და პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი მი­ი­ღო.

მმარ­თვე­ლი პარ­ტია აცხა­დებს, რომ არ არის პრო­რუ­სუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერ­თგუ­ლია.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის 3,7 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნას აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა მიზ­ნად მი­ზა­ნი და დიდი ხანი იყო პოსტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის ყვე­ლა­ზე პრო­და­სავ­ლუ­რი.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ყი­ნუ­ლი იყო", - წერს "გარ­დი­ა­ნი".

  • თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს "დო­ი­ჩე ველე".

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია სურს.

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ტია, რო­მელ­საც მისი მი­ლი­არ­დე­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, აბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს უკან, მოს­კო­ვი­სა­კენ", - ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქონ­დათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ მოს­წონს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ორი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის მხარ­და­ჭე­რას.

გარ­და ამი­სა, CNN ცი­ტი­რებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სი­ტყვებს. "პუ­ტინ­მა შე­ა­ქო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ "სი­მა­მა­ცე და ხა­სი­ა­თი" გა­მო­ავ­ლი­ნეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია CNN-ის სტა­ტი­ა­ში.

შე­ნიშ­ვნა: ფოტო - გი­ორ­გი არ­ჯე­ვა­ნი­ძე

ავტორი:

საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - Guardian, CNN, Deutsche Welle და სხვები: რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - Guardian, CNN, Deutsche Welle და სხვები: რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. თბილისში წუხელ მომხდარ მოვლენებზე წერენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვები.

"მას შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებზე 2028 წლამდე აჩერებს, თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი მომიტინგეების დასაშლელად, მომიტინგეები ყვიროდნენ "რუსებო", "მონებო" - ასე აღწერს "გარდიანი" ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.

  • გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროევროპელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა დაადანაშაულა საკუთარი ხალხისთვის "ომის“ გამოცხადებაში. სტატიაში აღწერილია მომენტი, როცა პრეზიდენტი სპეცრაზმთან მივიდა და ჰკითხა სპეცრაზმელებს "ემსახურებიან საქართველოს, თუ რუსეთს".

"საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესდა, რადგან ბრიუსელი ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ავტორიტარულ ზომებს მიმართა და პრორუსული პოზიციები მიიღო.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ არ არის პრორუსული და დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის ერთგულია.

სამხრეთ კავკასიის 3,7 მილიონიან ქვეყანას აქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირში გაწევრება მიზნად მიზანი და დიდი ხანი იყო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა შორის ყველაზე პროდასავლური.

ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი გაწევრიანებაზე გაყინული იყო", - წერს "გარდიანი".

  • თბილისში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს "დოიჩე ველე".

სტატიაში გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირთან დაახლოება და ევროინტეგრაცია სურს.

  • "ქართული ოცნების" უცხოელი და ადგილობრივი კრიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია, რომელსაც მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აბრუნებს საქართველოს უკან, მოსკოვისაკენ", - ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს არ ჰქონდათ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველების უმეტესობას არ მოსწონს რუსეთი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მხარდაჭერას.

გარდა ამისა, CNN ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებს. "პუტინმა შეაქო საქართველოს მთავრობა და აღნიშნა, რომ მათ "სიმამაცე და ხასიათი" გამოავლინეს", - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.

შენიშვნა: ფოტო - გიორგი არჯევანიძე