პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი" - სამადაშვილი
"დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი" - სამადაშვილი

"ჩვენ დღეს რე­ა­ლუ­რად ვცხოვ­რობთ პო­ლი­ტი­კუ­რი ოკუ­პა­ცი­ის რე­ჟიმ­ში. მე მინ­და, რომ ყვე­ლამ გა­ი­გოს ძა­ლი­ან ნათ­ლად, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ეს არის გა­მე­ო­რე­ბა 1921 წლის სცე­ნა­რის უბ­რა­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არა საბ­ჭო­თა ჯა­რით და ტან­კე­ბით, არა­მედ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის გზით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თავს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი" - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ახლა უნდა შედ­გეს ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა, რად­გან სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, თუ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა და­ას­რუ­ლა საბ­ჭო­თა ჯარ­მა, მე­ო­რე რეს­პუბ­ლი­კას ას­რუ­ლებს საბ­ჭო­თა რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია.

"ან ჩვენ ახლა ვიბ­რძო­ლებთ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს -პარ­ტი­ე­ბი, ხალ­ხი, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლია, ვი­საც შე­უძ­ლია ფეხ­ზე ად­გეს და გა­მო­ვი­დეს ქუ­ჩა­ში, ან ჩვენ ახლა და­ვი­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს, ან სა­ხელ­მწი­ფო კი არა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლი აღარ დარ­ჩე­ბა, იმი­ტომ, რომ მო­უ­წევს გაქ­ცე­ვა ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ამ ქვეყ­ნი­დან.

ამი­ტომ, მე მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას- სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რომ დღეს ერ­თად უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეს ქვე­ყა­ნა და, რა თქმა უნდა, ერ­თი­ა­თად იქ­ნე­ბა ამ ბრძო­ლა­ში, იმი­ტომ, რომ ეს არ არის ოპო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შედ­გეს ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვცხოვ­რობთ ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. ეს გი­თხრათ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა. მე არ მინ­და, რომ ის დარ­ჩეს უკა­ნას­კნელ ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად ამ ქვეყ­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მან იცის, რას ნიშ­ნავს რეს­პუბ­ლი­კის დას­რუ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა და­ას­რუ­ლა საბ­ჭო­თა ჯარ­მა, მე­ო­რე რეს­პუბ­ლი­კას ას­რუ­ლებს საბ­ჭო­თა რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია.“- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი" - სამადაშვილი

"დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი" - სამადაშვილი

"ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში. მე მინდა, რომ ყველამ გაიგოს ძალიან ნათლად, რაც საქართველოში მოხდა ეს არის გამეორება 1921 წლის სცენარის უბრალოდ ამ შემთხვევაში რუსეთი შემოვიდა საქართველოში არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული არჩევნებით, ხელისუფლების უზურპაციის გზით, დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი" - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • მისი თქმით, ახლა უნდა შედგეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან სამადაშვილის თქმით, თუ პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.

"ან ჩვენ ახლა ვიბრძოლებთ, მნიშვნელობა არ აქვს -პარტიები, ხალხი, თითოეული მოქალაქე, ვისაც სიარული შეუძლია, ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში, ან ჩვენ ახლა დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, იმიტომ, რომ მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყნიდან.

ამიტომ, მე მინდა, მივმართო ყველას- საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ერთიათად იქნება ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ოპოზიციური ბრძოლა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ეს გითხრათ თქვენ საქართველოს პრეზიდენტმა. მე არ მინდა, რომ ის დარჩეს უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ამ ქვეყნის, განსაკუთრებით მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მან იცის, რას ნიშნავს რესპუბლიკის დასრულება. პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.“- განაცხადა სამადაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: