პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო... არ მოგვწონდა ერთმანეთი" - მარიამ ჯოლოგუა ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე და შვილზე, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა
"ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო... არ მოგვწონდა ერთმანეთი" - მარიამ ჯოლოგუა ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე და შვილზე, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა

მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ამ ჯო­ლო­გუა გა­და­ცე­მა­ში "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი" წლე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და ყო­ფილ ქმარ­ზე კოტე თო­ლორ­და­ვა­ზე, რო­მელ­თან ქორ­წი­ნე­ბა­შიც ოთხი წელი იმ­ყო­ფე­ბო­და და ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბუკა თო­ლორ­და­ვა შე­ე­ძი­ნათ.

  • მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯახ­და და მისი მშობ­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ. კო­ტეს კი გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ე­წო­ნა და ამას სა­ჯა­როდ გა­მო­ხა­ტავ­და

- 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა და­ვო­ჯახ­დი. მშობ­ლე­ბი კო­ტეს "ლა­ი­თად" იც­ნობ­დნენ. და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე 3-4 თვე ვხვდე­ბო­დით. მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს, დე­დამ გან­სა­კუთ­რე­ბით. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ად­რეც. არც ვი­ყა­ვი 19-ის, მერე გავ­ხდი. ქორ­წი­ნე­ბამ 4 წელი გას­ტა­ნა...

არა­ვის ახ­სოვს, რომ მე ამ თე­მა­ზე ასე, ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­პა­რა­კოს იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­ნი შვი­ლი, ბუკა, პა­ტა­რა იყო და არ მინ­დო­და, ეს ამ­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ეს­მი­ნა. მერე იყო მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო კო­ტეს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩემი სა­ლა­პა­რა­კო არ იყო. ახლა უკვე არის ის მო­მენ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნი აღარ არის და კი­დევ უფრო საფრ­თხი­ლოა, რას ვი­ტყვით. თუმ­ცა, ბუ­კას ასაკ­მა და მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს თემა წინ წა­მო­წია. ბევ­რი დრო გა­ვი­და. ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად და­ლაგ­და და ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბის თქმა, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა და რა­ტო­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მსა­ხი­ო­ბი იყო. ჯერ ერთი, ის პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მე­ლიც ასე ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი და და­ვე­ლა­პა­რა­კე. მას პირ­ველს მო­ვე­წო­ნე. კოტე ისე­თი ტიპი იყო, რო­მე­ლიც ამას სრუ­ლი­ად უკომ­პლექ­სოდ, პირ­და­პირ გა­მო­ხა­ტავ­და. გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­წო­ნე­ბას ღიად გა­მო­ხა­ტავ­და. ამან ჩემს თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ნამ­ყო­ფიც არ ვი­ყა­ვი...

ბუკა 2 წლის იყო, რო­დე­საც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან დიდი და და­სა­ფა­სე­ბე­ლი როლი ითა­მა­შეს. მას რამ­დე­ნი­მე წელი დედა აკ­ლდა. მეც მაკ­ლდა... სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სულ მქონ­და გან­ცდა, რომ მას ჩემ­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­დო­და და არ ვი­ყა­ვი. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, მისი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ფორ­მი­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ ის პე­რი­ო­დი ძი­რი­თა­დად ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. ის უფრო ჰგავს მა­მა­ჩემს, ვიდ­რე თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას ან მე...

ჩემი და კო­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­დე­ნად კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო, რაც ბუ­კას ახ­სოვს და იმის მე­რეც, რომ ჩვენს შვილს ამ თე­მა­ზე კი­თხვე­ბი არ ექ­ნე­ბო­და. ჯერ ერთი, კარ­გად არ ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, როცა ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით და მე­ო­რე, არ მოგ­ვწონ­და ერ­თმა­ნე­თი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო... არ მოგვწონდა ერთმანეთი" - მარიამ ჯოლოგუა ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე და შვილზე, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა

"ჩემი და კოტეს ურთიერთობა კონფლიქტური იყო... არ მოგვწონდა ერთმანეთი" - მარიამ ჯოლოგუა ყოფილ მეუღლესთან დაშორებაზე და შვილზე, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა

მსახიობი მარიამ ჯოლოგუა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" წლების მანძილზე პირველად ალაპარაკდა ყოფილ ქმარზე კოტე თოლორდავაზე, რომელთან ქორწინებაშიც ოთხი წელი იმყოფებოდა და ამ ქორწინებაში საერთო შვილი, ასევე ცნობილი მსახიობი ბუკა თოლორდავა შეეძინათ.

  • მარიამი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახდა და მისი მშობლები ამის წინააღმდეგი იყვნენ. კოტეს კი გაცნობის პირველივე დღიდან მოეწონა და ამას საჯაროდ გამოხატავდა

- 19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. მშობლები კოტეს "ლაითად" იცნობდნენ. დაოჯახებამდე 3-4 თვე ვხვდებოდით. მშობლებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, დედამ განსაკუთრებით. მოულოდნელი იყო და ამავდროულად, ძალიან ადრეც. არც ვიყავი 19-ის, მერე გავხდი. ქორწინებამ 4 წელი გასტანა...

არავის ახსოვს, რომ მე ამ თემაზე ასე, ინტერვიუში მელაპარაკოს იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი შვილი, ბუკა, პატარა იყო და არ მინდოდა, ეს ამბები ტელევიზიით მოესმინა. მერე იყო მეუღლე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იყო კოტეს ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს ჩემი სალაპარაკო არ იყო. ახლა უკვე არის ის მომენტი, რომ ადამიანი აღარ არის და კიდევ უფრო საფრთხილოა, რას ვიტყვით. თუმცა, ბუკას ასაკმა და მისმა პოპულარობამ, საზოგადოების ინტერესმა, ბუნებრივია, ეს თემა წინ წამოწია. ბევრი დრო გავიდა. ყველა რაღაცნაირად დალაგდა და ელემენტარული რაღაცების თქმა, ალბათ, შეიძლება.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და რატომაც ჩემი ცხოვრება დავუკავშირე, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მსახიობი იყო. ჯერ ერთი, ის პირველი მსახიობი იყო, რომელიც ასე ახლოს გავიცანი და დაველაპარაკე. მას პირველს მოვეწონე. კოტე ისეთი ტიპი იყო, რომელიც ამას სრულიად უკომპლექსოდ, პირდაპირ გამოხატავდა. გაცნობის პირველივე დღიდან მოწონებას ღიად გამოხატავდა. ამან ჩემს თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა. თეატრალურ ინსტიტუტში ნამყოფიც არ ვიყავი...

ბუკა 2 წლის იყო, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემმა მშობლებმა ძალიან დიდი და დასაფასებელი როლი ითამაშეს. მას რამდენიმე წელი დედა აკლდა. მეც მაკლდა... სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ მქონდა განცდა, რომ მას ჩემთან ყოფნა ყველაზე მეტად უნდოდა და არ ვიყავი. ახლა რომ ვუყურებ, მისი პიროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ის პერიოდი ძირითადად ჩემს მშობლებთან ერთად გაატარა. ის უფრო ჰგავს მამაჩემს, ვიდრე თავის ბიოლოგიურ მამას ან მე...

ჩემი და კოტეს ურთიერთობა იმდენად კონფლიქტური იყო, რაც ბუკას ახსოვს და იმის მერეც, რომ ჩვენს შვილს ამ თემაზე კითხვები არ ექნებოდა. ჯერ ერთი, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით და მეორე, არ მოგვწონდა ერთმანეთი.