საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - პრემიერი
"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს 2028 წლამ­დე აჩე­რებს. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნდს შო­რის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • კო­ბა­ხი­ძის თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ე­ბის გახ­სნა დღეს ისე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლეჩ­ვის­თვის, რო­გორც მა­ნამ­დე კა­ნიდ­და­ტის სტა­ტუ­სი.

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ვა­ყე­ნოთ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი. ასე­ვე 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ვამ­ბობთ ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნა ქვეყ­ნის და­შან­ტა­ჟე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც მა­ნამ­დე იგი­ვე ხდე­ბო­და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხზე.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც მო­წყა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბის გამო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტიც გა­აკ­რი­ტი­კა.

მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის ნა­წი­ლის მცდე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცალ­მხრივ მოვ­ლე­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

"სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის­თვი­საც ორ­გა­ნუ­ლი და ძვირ­ფა­სია ტრა­დი­ცი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. რო­გორც უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყუ­რე­ბო­და ევ­რო­პის­კენ, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნო­ბის დაც­ვის მთა­ვა­რი ბას­ტი­ო­ნის­კენ. ჩვენ ვართ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქვე­ყა­ნა, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­როვ­ნე­ბის ლა­იტ­მო­ტი­ვად აქ­ცი­ეს.

ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ვაქ­ცი­ოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო 2030 წელს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, რის­თვი­საც ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ.

ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, ორ­მხრი­ვია და მხო­ლოდ ორ­მხრი­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ჩვენ ვართ ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე ერი დიდი ის­ტო­რი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც მო­წყა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა ჩვენ­თვის უნდა გა­ი­ღოს. მე­ტიც, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვი­სი მდი­და­რი კულ­ტუ­რი­თა და პო­ტენ­ცი­ა­ლით, ზუს­ტად ისე­ვე შე­უძ­ლია გა­ამ­დიდ­როს ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორც ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია გა­ამ­დიდ­როს სა­ქარ­თვე­ლო.

ამ ფონ­ზე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის ნა­წი­ლის მცდე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცალ­მხრივ მოვ­ლე­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. კი­დევ უფრო მი­უ­ღე­ბე­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის მთე­ლი კას­კა­დი, რო­მელ­საც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვის­მენთ.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი აქ­ცი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის შიშ­ველ ია­რა­ღად, რაც ევ­რო­კავ­ში­რის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­სუ­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე მი­ი­ღო სიც­რუ­ი­თა და შე­უ­რა­ცხყო­ფით სავ­სე 5 რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლე­ბიც არა­თუ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ევ­რო­კო­მი­სი­ამ და ევ­რო­პულ­მა საბ­ჭო­მაც კი არ გა­ი­ზი­ა­რა“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - პრემიერი

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან" - პრემიერი

საქართველოს მთავარობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. ასევე, საქართველო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ამის შესახებ პრემიერმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • კობახიძის თქმით, მოლაპარაკეების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩვისთვის, როგორც მანამდე კანიდდატის სტატუსი.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნა ქვეყნის დაშანტაჟების ინსტრუმენტად გამოიყენება, როგორც მანამდე იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის საკითხზე.

"კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“, - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების გამო ევროპარლამენტიც გააკრიტიკა.

მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ.

"საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს.

ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო.

ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ.

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა“,- განაცხადა კობახიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"