მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი კადრები: მასწავლებლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, ოთახში საათობით ამწყვდევდნენ - რა მოხდა ინგლისის პრესტიჟულ სკოლაში
უმძიმესი კადრები: მასწავლებლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, ოთახში საათობით ამწყვდევდნენ - რა მოხდა ინგლისის პრესტიჟულ სკოლაში

ლონ­დო­ნის უა­ი­ტფილ­დის სკო­ლა­ში აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს სა­ა­თო­ბით იზო­ლი­რე­ბულ ოთა­ხებ­ში ამ­წყვდევ­დნენ და სცემ­დნენ - და­ნა­შა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი bbc-მ მო­ი­პო­ვა. ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი მხო­ლოდ ერთხელ ჩა­ე­რია, როცა ჩა­კე­ტილ­მა ბიჭ­მა ფეხ­საც­მე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბავ­შვებს ამ ოთახ­ში სა­ა­თო­ბით ამ­წყვდევ­დნენ, წყლი­სა და საკ­ვე­ბის გა­რე­შე. უა­ი­ტფილ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის სა­ნი­მუ­შო სკო­ლად ით­ვლე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ 2017 წელს ბრი­ტა­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა არ და­ად­გი­ნა, რომ სკო­ლა ბავ­შვე­ბის იზო­ლი­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და და­ხუ­რულ ოთა­ხებს ავე­ჯის და ფან­ჯრე­ბის გა­რე­შე.

რო­გორც BBC-მ გა­არ­კვია, გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სკო­ლა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს USB დის­კე­ბის ყუთი, რო­მელ­შიც 500 სა­ა­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იყო ამ ოთა­ხებ­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. მათი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ 2021 წელს გახ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ბრა­ლის წარ­დგე­ნის გა­რე­შე დას­რულ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ უა­ი­ტფილ­დის ექ­ვსი თა­ნამ­შრო­მე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლად ძა­ლა­დობ­და. თუმ­ცა, ამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნე­ბი არ გა­და­ე­ცა მთავ­რო­ბის დაზ­ვერ­ვი­სა და და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის სამ­სა­ხურს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია აკ­რძა­ლოს ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა. ამ ადა­მი­ან­თა­გან სამ­მა სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ოჯახ­მა BBC-ს უთხრა, რომ „მშვი­დი ოთა­ხე­ბის“ შემ­დეგ მათ შვი­ლებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. შე­დე­გად, ერთ-ერთი ბავ­შვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რირი
2

ევროპა :)

მოქალაქე
2

ეს,რომ საქართველოში მომხდარიყო,წარმომიდგენია,როგორ დაგვმოძღვრავდნენ ევროპელები,სულ თითის ქნევით.

გვეტყოდნენ,თქვენ რა გინდათ ევროპაშიო.

 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

უმძიმესი კადრები: მასწავლებლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, ოთახში საათობით ამწყვდევდნენ - რა მოხდა ინგლისის პრესტიჟულ სკოლაში

უმძიმესი კადრები: მასწავლებლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, ოთახში საათობით ამწყვდევდნენ - რა მოხდა ინგლისის პრესტიჟულ სკოლაში

ლონდონის უაიტფილდის სკოლაში აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს საათობით იზოლირებულ ოთახებში ამწყვდევდნენ და სცემდნენ - დანაშაულის ამსახველი კადრები bbc-მ მოიპოვა. ჩანაწერების მიხედვით, სკოლის პერსონალი მხოლოდ ერთხელ ჩაერია, როცა ჩაკეტილმა ბიჭმა ფეხსაცმელი რამდენჯერმე ესროლა სათვალთვალო კამერებს.

როგორც ცნობილია, მასწავლებლები ბავშვებს ამ ოთახში საათობით ამწყვდევდნენ, წყლისა და საკვების გარეშე. უაიტფილდი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სანიმუშო სკოლად ითვლებოდა მანამ, სანამ 2017 წელს ბრიტანეთის განათლების მარეგულირებელმა არ დაადგინა, რომ სკოლა ბავშვების იზოლირებისთვის იყენებდა დახურულ ოთახებს ავეჯის და ფანჯრების გარეშე.

როგორც BBC-მ გაარკვია, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში აღმოაჩინეს USB დისკების ყუთი, რომელშიც 500 საათიანი ვიდეოჩანაწერი იყო ამ ოთახებში მომხდარი მოვლენების შესახებ. მათი არსებობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2021 წელს გახდა.

გამოძიება მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალის წარდგენის გარეშე დასრულდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უაიტფილდის ექვსი თანამშრომელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობდა. თუმცა, ამ გამოძიების დასკვნები არ გადაეცა მთავრობის დაზვერვისა და დანაშაულის პრევენციის სამსახურს, რომელსაც შეუძლია აკრძალოს ადამიანებს ბავშვებთან მუშაობა. ამ ადამიანთაგან სამმა სკოლაში განაგრძო მუშაობა.

დაზარალებული ბავშვების ოჯახმა BBC-ს უთხრა, რომ „მშვიდი ოთახების“ შემდეგ მათ შვილებს განუვითარდათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. შედეგად, ერთ-ერთი ბავშვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.