პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა - რას აცხადებს კახა კალაძე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე
ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა - რას აცხადებს კახა კალაძე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ის კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას.

“მინ­და გა­გაც­ნოთ გარ­კვე­უ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში, რა­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლა­ფე­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო ტყუ­ილ­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი არას­წო­რი და ტყუ­ი­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე. მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტრან­სპორ­ტის და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბოლო წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ვიქ­ტორ წი­ლო­სა­ნი, რო­მელ­მაც ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა დე­და­ქა­ლა­ქის­თვის სა­სი­კე­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. მისი მარ­თვის პე­რი­ოდ­ში მო­ხერ­ხდა ტრან­სპორ­ტის და ურ­ბა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი სი­ახ­ლის და­ნერგვა, ჩვენ ერ­თად და­ვი­წყეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მოგ­ვი­წია საკ­მა­ოდ მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ერ­თად, თუმ­ცა კარ­გად გვეს­მო­და და გვეს­მის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი იყო ევ­რო­პუ­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­მარ­თუ­ლი.

ვი­კას როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მის საქ­მი­ა­ნო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­სარ­გებ­ლო იყო თბი­ლი­სის­თვის, რის­თვი­საც მინ­და მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ის კერ­ძო სექ­ტორ­ში აპი­რებს გა­დას­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ვიქ­ტორ წი­ლო­სანს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში ნე­ბის­მი­ერ დროს დაბ­რუნ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა - რას აცხადებს კახა კალაძე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე

ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა - რას აცხადებს კახა კალაძე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

“მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ჩვენ ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული.

ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმიანობა ნაყოფიერი, სასარგებლო იყო თბილისისთვის, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, ვიქტორ წილოსანს ექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის მერიაში ნებისმიერ დროს დაბრუნდეს.