პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდთოვლობა საქართველოში: გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
დიდთოვლობა საქართველოში: გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე დრო­ე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ52 (გომი-სა­ვა­ნე) მო­ნაკ­ვეთ­ზე და კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ146 (ფა­რა­ვა­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იზღუ­დე­ბა მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ასე­ვე რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (თოვა, ქარ­ბუ­ქი და შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა) გამო ნიჩ­ბი­სი-დიდ­გო­რი-დიდი თო­ნე­თის გზა­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

  • ცნო­ბის­თვის, სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ხვალ 27 ნო­ემ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს და ღა­მით ყინ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ასე­ვე თბი­ლის­ში პირ­ველ თოვლს ელო­დე­ბი­ან.

26-28 ნო­ემ­ბერს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, მთა­ში თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი. მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო). თბი­ლის­ში 26 ნო­ემ­ბერს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­ე­რი 10 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა, ღამე კი 4 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს. 27-ში დღე 8, ღა­მით კი 3 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, 29 -ში ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა 0 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცე­მა, დღე კი 9 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დიდთოვლობა საქართველოში: გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

დიდთოვლობა საქართველოში: გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

  • ცნობისთვის, სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ 27 ნოემბერს ქვეყანაში ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ასევე თბილისში პირველ თოვლს ელოდებიან.

26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო). თბილისში 26 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება, ღამე კი 4 გრადუსამდე დაიკლებს. 27-ში დღე 8, ღამით კი 3 გრადუსი იქნება, 29 -ში ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, დღე კი 9 გრადუსი იქნება.