მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმსუქნესთან გასამკლავებლად ერთი მთავარი საიდუმლოა..." - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან: რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის და როგორ ვებრძოლოთ ამ ორს
"სიმსუქნესთან გასამკლავებლად ერთი მთავარი საიდუმლოა..." - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან: რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის და როგორ ვებრძოლოთ ამ ორს

სა­ქარ­თვე­ლო სიმ­სუქ­ნის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებს შო­რი­საა. რო­გორც ჯან­მოს ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, ასე­ვე მთელს მსოფ­ლი­ოში: 10 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან 6-ზე მეტი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, მათ შო­რის 3 - მსუ­ქა­ნი. გარ­და ამი­სა, 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-9 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის 27% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, ხოლო - 11% მსუ­ქა­ნი.

  • სიმ­სუქ­ნე­სა და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-ს კი­თხვებს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი თე­ო­ნა ნუ­ცუ­ბი­ძე უპა­სუ­ხებს:

თე­ო­ნა ნუ­ცუ­ბი­ძე:

- სიმ­სუქ­ნე ქრო­ნი­კუ­ლი, მო­რე­ცი­დი­ვე, მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი, არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა სხე­უ­ლის ცხი­მის არა­ნორ­მა­ლუ­რი და/ან ჭარ­ბი დაგ­რო­ვე­ბით, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ჯან­მრთე­ლო­ბას და ზრდის სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. ეს არის ევ­რო­პის სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის 2024 წლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს, რომ სიმ­სუქ­ნეს არის მო­რე­ცი­დი­ვე და­ა­ვა­დე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი არის გა­ცხი­მოვ­ნე­ბა, მა­შინ რო­დე­საც 1995 წლი­დან მთა­ვარ გან­მსა­ზღვრელ პა­რა­მეტ­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი -BMI. 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 1 მი­ლი­არ­დზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს სიმ­სუქ­ნით, რაც თით­ქმის ჩი­ნე­თის ან ინ­დო­ე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას უტოლ­დე­ბა.

- არის სხვა­ო­ბა ჭარბ წო­ნა­სა და სიმ­სუქ­ნეს შო­რის?

- ორი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­ლის­ხმობს ჭარ­ბი ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაგ­რო­ვე­ბას, გან­სხვა­ვე­ბა არის პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში. სიმ­სუქ­ნე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უფრო დიდ რისკს წარ­მო­ად­გენს და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისე­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან, რო­გო­რი­ცაა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ზო­გი­ერ­თი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და ა.შ.

- ჭარ­ბი წონა, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა?

- რა თქმა უნდა კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში დღემ­დე ვი­ყე­ნებთ სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მარ­ტივ ფორ­მუ­ლას სა­დაც ხდე­ბა წო­ნის შე­ფარ­დე­ბა სი­მაღ­ლის კვად­რატ­თან, თუმ­ცა რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე მისი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ხა­რის­ხი დღეს­დღე­ო­ბით გან­ხილ­ვის სა­გა­ნია სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. რად­გან სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ცი­ენ­ტის ასაკს, სქესს, ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბას და ა.შ.

სიმ­სუქ­ნე ხა­სი­ათ­დე­ბა გა­ცხი­მოვ­ნე­ბის უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას. რო­გორც წესი, კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა ეტა­პე­ბად ან კლა­სე­ბად BMI-ს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის მი­ხედ­ვით. სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბი წო­ნის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე უამ­რა­ვი თე­ო­რია არ­სე­ბობს, რად­გან რო­გორც ეს სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე - მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. გე­ნე­ტი­კა, გა­რე­მო, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ას­პექ­ტე­ბი.... სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კუ­რი და ბა­ზი­სუ­რი კვლე­ვე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის გან­სა­ზღვრა­ზე ვერ თან­ხმდე­ბი­ან, თუმ­ცა ფაქ­ტია რომ კა­ცობ­რი­ო­ბა ამ ბრძო­ლა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­ცხდე­ბა.

- რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე?

- და­ა­ვა­დე­ბე­ბის სია გრძე­ლია და ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სიმ­სუქ­ნე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რო­გო­რი­ცაა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2 და კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მაგ­რამ რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, ის ამ­ცი­რებს ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვის, ქრო­ნი­კუ­ლი ტკი­ვი­ლი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის შე­დე­გად. WHO-სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს 30%-ით უფრო და­ბალ დო­ნე­ზე აფა­სე­ბენ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წო­ნის მქო­ნე პი­რე­ბი.

- რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი?

- და­ნი­ის ბავ­შვთა სიმ­სუქ­ნის პირ­ვე­ლა­დი პრე­ვენ­ცი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კი­თხვა­ზე, თუ რა უწყობს ხელს ბავ­შვებ­ში სიმ­სუქ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, აღ­ნიშ­ნა: „ამ კი­თხვა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი ჯერ არ გვაქვს, თუმ­ცა ჩვე­ნი კვლე­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა.“

- ამ­ბო­ბენ რომ წო­ნის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა­ში პან­დე­მი­ა­მაც ითა­მა­შა არც თუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი...

- პან­დე­მი­ამ სიმ­სუქ­ნის არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­ამ­წვა­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ დას­ტა­ბი­ლურ­და, პან­დე­მი­ამ­დე არ­სე­ბულ ნიშ­ნუ­ლის­გან მკვეთ­რად შორ­საა და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით მისი გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

- რა პრო­დუქ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს ჯან­სა­ღი რა­ცი­ო­ნი?

- საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი ან გნე­ბავთ კვე­ბის გეგ­მა უნდა იყოს მარ­ტი­ვი და ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­დი. უნდა შე­ი­ცავ­დეს ბუ­ნებ­რივ პრო­დუქ­ტებს, მდი­და­რი იყოს ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლით, კარგ ცხი­მე­ბი­თა და ცი­ლე­ბით. მთა­ვა­რია ისე­თი რა­ცი­ო­ნის შექ­მნა, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ხან­გრძლი­ვად აქ­ცი­ოთ თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად.

შეც­დო­მაა, მოკ­ლე დრო­ით “რა­დი­კა­ლუ­რი დი­ე­ტის” დაც­ვა, რის შემ­დე­გაც ადა­მი­ა­ნი ხში­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­ირ­თმევს. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კვე­ბა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. სიმ­სუქ­ნეს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო არის ყუ­რა­დღე­ბა მივ­მარ­თოთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ და არა შიმ­ში­ლის ხარ­ჯზე მიღ­წე­ულ წო­ნის კლე­ბა­ზე.

სიმ­სუქ­ნე მო­რე­ცი­დი­ვე და­ა­ვა­დე­ბაა, ამი­ტომ თუ წონა დაბ­რუ­ნე­ბას იწყებს ან მისი კლე­ბა დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, მთა­ვა­რია არ და­ნებ­დეთ. თქვენ და თქვე­ნი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ძლი­ე­რი გუნ­დი ხართ, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სიმ­სუქ­ნეს სა­ბო­ლო­ოდ და­ა­მარ­ცხებთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზღვაური
0

ბატონო ნოდარ სად ვიშოვით ასეთ ჩაის? არის ბაზარზე?

ნოდარი
0

ქალბატონო თეონა. სიმსუქნის წინააღმდეგ ყველაზე კარგი საშუალებაა -თუთის ჩაის მიღება. თეთრი თუთის ერთი სახეობის ფოთოლში არის ალკალოიდი-დეოქსინოჯირიმიცინი (DNJ), რომელიც ბლოკავს ადამიანის ორგანოზმში ცხიმის წარმოქმნის პროცესს. ჩინეთში საკმაოდ დიდი მაშტაბით იყიდემა ასეთი დანიშნულების თუთის ფოთლის ჩაი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სიმსუქნესთან გასამკლავებლად ერთი მთავარი საიდუმლოა..." - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან: რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის და როგორ ვებრძოლოთ ამ ორს

"სიმსუქნესთან გასამკლავებლად ერთი მთავარი საიდუმლოა..." - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან: რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის და როგორ ვებრძოლოთ ამ ორს

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი.

  • სიმსუქნესა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს კითხვებს ენდოკრინოლოგი თეონა ნუცუბიძე უპასუხებს:

თეონა ნუცუბიძე:

- სიმსუქნე ქრონიკული, მორეციდივე, მულტიფაქტორული, არაგადამდები დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სხეულის ცხიმის არანორმალური და/ან ჭარბი დაგროვებით, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და ზრდის სხვა დაავადებების განვითარების რისკს. ეს არის ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის 2024 წლის ოფიციალური განმარტება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ სიმსუქნეს არის მორეციდივე დაავადება, სადაც მთავარი ფაქტორი არის გაცხიმოვნება, მაშინ როდესაც 1995 წლიდან მთავარ განმსაზღვრელ პარამეტრად მოიაზრებოდა სხეულის მასის ინდექსი -BMI. 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიმსუქნით, რაც თითქმის ჩინეთის ან ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება.

- არის სხვაობა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის?

- ორივე მდგომარეობა გულისხმობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას, განსხვავება არის პროცენტულ მაჩვენებელში. სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის უფრო დიდ რისკს წარმოადგენს და დაკავშირებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებასთან, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე და ა.შ.

- ჭარბი წონა, როგორ განისაზღვრება?

- რა თქმა უნდა კლინიკურ პრაქტიკაში დღემდე ვიყენებთ სხეულის მასის ინდექს, რომელიც წარმოადგენს მარტივ ფორმულას სადაც ხდება წონის შეფარდება სიმაღლის კვადრატთან, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მისი სარწმუნოების ხარისხი დღესდღეობით განხილვის საგანია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. რადგან სხეულის მასის ინდექსი არ ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, სქესს, ეთნიკურ წარმომავლობას და ა.შ.

სიმსუქნე ხასიათდება გაცხიმოვნების უფრო მაღალი ხარისხით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. როგორც წესი, კლასიფიცირდება ეტაპებად ან კლასებად BMI-ს მაჩვენებლებისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მიხედვით. სიმსუქნისა და ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებზე უამრავი თეორია არსებობს, რადგან როგორც ეს საუბრის დასაწყისში აღვნიშნე - მულტიფაქტორული დაავადებაა. გენეტიკა, გარემო, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, ფსიქო-სოციალური ასპექტები.... სხვადასხვა კლინიკური და ბაზისური კვლევები პროცენტული უპირატესობის განსაზღვრაზე ვერ თანხმდებიან, თუმცა ფაქტია რომ კაცობრიობა ამ ბრძოლაში ჯერჯერობით მარცხდება.

- რა დაავადებებს იწვევს ჭარბი წონა, სიმსუქნე?

- დაავადებების სია გრძელია და ყოველწლიურად იზრდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და კარდიოვასკულარული დაავადებები. მაგრამ რასაც განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ის ამცირებს ცხოვრების ხარისხს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის, ქრონიკული ტკივილისა და ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად. WHO-სა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სიმსუქნით დაავადებული ადამიანები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხს 30%-ით უფრო დაბალ დონეზე აფასებენ, ვიდრე ჩვეულებრივი წონის მქონე პირები.

- რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს წონასთან დაკავშირებული პრობლემები?

- დანიის ბავშვთა სიმსუქნის პირველადი პრევენციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, კითხვაზე, თუ რა უწყობს ხელს ბავშვებში სიმსუქნის განვითარებას, აღნიშნა: „ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ გვაქვს, თუმცა ჩვენი კვლევები ამ ეტაპზე მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება.“

- ამბობენ რომ წონის პრობლემების შექმნაში პანდემიამაც ითამაშა არც თუ მეორეხარისხოვანი როლი...

- პანდემიამ სიმსუქნის არსებული ტენდენციები გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები ნაწილობრივ დასტაბილურდა, პანდემიამდე არსებულ ნიშნულისგან მკვეთრად შორსაა და ჯანდაცვის ექსპერტების აზრით მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება.

- რა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი რაციონი?

- საკვები რაციონი ან გნებავთ კვების გეგმა უნდა იყოს მარტივი და ხანგრძლივად შენარჩუნებადი. უნდა შეიცავდეს ბუნებრივ პროდუქტებს, მდიდარი იყოს ხილით, ბოსტნეულით, კარგ ცხიმებითა და ცილებით. მთავარია ისეთი რაციონის შექმნა, რომელიც შეგიძლიათ ხანგრძლივად აქციოთ თქვენს ყოველდღიურობად.

შეცდომაა, მოკლე დროით “რადიკალური დიეტის” დაცვა, რის შემდეგაც ადამიანი ხშირად გადაჭარბებულად მიირთმევს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, კვება იყოს დაბალანსებული. სიმსუქნესთან გასამკლავებლად მთავარი საიდუმლო არის ყურადღება მივმართოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ და არა შიმშილის ხარჯზე მიღწეულ წონის კლებაზე.

სიმსუქნე მორეციდივე დაავადებაა, ამიტომ თუ წონა დაბრუნებას იწყებს ან მისი კლება დროებით შეჩერდა, მთავარია არ დანებდეთ. თქვენ და თქვენი ენდოკრინოლოგი ძლიერი გუნდი ხართ, და დარწმუნებული ვარ, რომ სიმსუქნეს საბოლოოდ დაამარცხებთ.