სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი იყო. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცალ­სა­ხად წე­რია, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 10 დღე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უნდა შე­იკ­რი­ბოს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო ომ­ბუდსმე­ნის ინ­სტი­ტუ­ტი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ომ­ბუდსმე­ნი ან­გა­რიშს წერს, ამ­ზა­დებს პარ­ლა­მენ­ტის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაც ჩვენ მთე­ლი წელი ვმუ­შა­ობთ და ვშრო­მობთ, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­საც ან­გა­რიშს წარ­ვუდ­გენთ. შე­სა­ბა­მი­სად, არ მეს­მის თქვე­ნი კი­თხვის ში­ნა­არ­სი ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რად შე­იკ­რი­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 38-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­დაც ცალ­სა­ხად წე­რია, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, 10 დღე­ში პარ­ლა­მენ­ტი იკ­რი­ბე­ბა. ყვე­ლა სხვა მუხ­ლი, სხვა დათ­ქმა, მათ შო­რის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი ვერ იქ­ნე­ბა უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი, ვიდ­რე კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ცალ­სა­ხად წე­რია, რომ არა­უგ­ვი­ა­ნეს 10 დღე­ში პარ­ლა­მენ­ტი უნდა შე­იკ­რი­ბოს, რაც ასეც მოხ­და და რაც რა თქმა უნდა, ლე­გი­ტი­მუ­რი იყო“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

ომ­ბუდსმე­ნის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა სხვა სა­კი­თხი, მათ შო­რის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი, არის გან­ხილ­ვის სა­კი­თხი.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ალ­ბათ, ამ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თუმ­ცა ეს შეკ­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.

"საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო“, - განაცხადა იოსელიანმა.

ომბუდსმენის განმარტებით, ყველა სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, არის განხილვის საკითხი.

"საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, - განაცხადა იოსელიანმა.