საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური - თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება“ - ვახუშტი მენაბდე
“კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური - თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება“ - ვახუშტი მენაბდე

“დღეს ჩვენ კი­დევ ერთხელ მი­ვი­ღეთ გაკ­ვე­თი­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში არის უსუ­სუ­რი,“ - ამის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “რე­ზი­უ­მე­ში” გა­ნა­ცხა­და.


  • მისი თქმით, დროა, ხალ­ხმა და­ი­წყოს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რე­ბი სხვა ლი­დე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლდეს.

“დღეს ჩვენ კი­დევ ერთხელ მი­ვი­ღეთ გაკ­ვე­თი­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში არის უსუ­სუ­რი. ისი­ნი უშ­ვე­ბენ ფუნ­და­მენ­ტურ შეც­დო­მებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეფექ­ტურ გეგ­მას ვერ სთა­ვა­ზო­ბენ, რაც ხალ­ხში ფრუსტრა­ცი­ა­სა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა, ეს, მე­ო­რე მხრივ კარ­გიც არის - ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს ფუჭი იმე­დე­ბი მათ­გან, ვინც ამ იმე­დებს ვერ გა­ა­მარ­თლებს.


ნელ-ნელა დგე­ბა ის დრო, რო­დე­საც ჩვენ თვი­თონ­ვე უნდა და­ვი­წყოთ ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჩვენ თვი­თონ­ვე უნდა მი­ვი­ღოთ საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ჩვენ თვი­თონ­ვე უნდა შევ­ძლოთ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ოთ ამ რე­ჟიმს, იქ­ნე­ბა ეს მას­შტა­ბუ­რი თუ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ამის­თვის ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა გა­აზ­რე­ბა იმის, სად ვართ, დაგ­ვჭირ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის მო­ძებ­ნა, ეფექ­ტი­ან ჯგუ­ფე­ბად კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, დე­და­ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში. ამის­თვის უნდა ვი­პო­ვოთ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი.


ჩვენ იმე­დე­ბი კი არ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა მიზ­ნე­ბი და ამ მიზ­ნე­ბის­კენ სი­ა­რუ­ლი. ეს მი­ზა­ნი არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის დამ­ყა­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის დაც­ვა. ყვე­ლა ჯგუფ­მა უნდა იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ძალა და და­ი­წყოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახლა ჩვენ ვართ იმი­ტომ, რომ ეს ლი­დე­რო­ბა არ ვარ­გა და ის უნდა ჩა­ნაც­ვლდეს სხვა ლი­დე­რო­ბით, ოღონდ ის სხვა ლი­დე­რო­ბა უნდა იყოს თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ის უნდა იყოს თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რაც გვა­წუ­ხებს, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რაც მათ აწუ­ხებთ. ნდო­ბა უნდა მო­ვი­პო­ვოთ ერ­თმა­ნე­თის და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. ეს არ არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა, ეს არის მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი გეგ­მა - წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რო­გორც სის­ტე­მუ­რად, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად”, - გა­ნა­ცხა­და ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.


ავტორი:

“კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური - თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება“ - ვახუშტი მენაბდე

“კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური - თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება“ - ვახუშტი მენაბდე

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური,“ - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.


  • მისი თქმით, დროა, ხალხმა დაიწყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა და ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები სხვა ლიდერებით ჩანაცვლდეს.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ გაკვეთილი, რომ ოპოზიციური ხელმძღვანელობა ამ პროცესში არის უსუსური. ისინი უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომებს, საზოგადოებას ეფექტურ გეგმას ვერ სთავაზობენ, რაც ხალხში ფრუსტრაციასა და ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. თუმცა, ეს, მეორე მხრივ კარგიც არის - ჩვენ არ უნდა გვქონდეს ფუჭი იმედები მათგან, ვინც ამ იმედებს ვერ გაამართლებს.


ნელ-ნელა დგება ის დრო, როდესაც ჩვენ თვითონვე უნდა დავიწყოთ ორგანიზება, ჩვენ თვითონვე უნდა მივიღოთ საკვანძო გადაწყვეტილებები და ჩვენ თვითონვე უნდა შევძლოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს, იქნება ეს მასშტაბური თუ პარტიზანული წინააღმდეგობის მაგალითები. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება გააზრება იმის, სად ვართ, დაგვჭირდება ერთმანეთის მოძებნა, ეფექტიან ჯგუფებად კოორდინირება, დედაქალაქში იქნება ეს თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამისთვის უნდა ვიპოვოთ თანამოაზრეები, რომელთაც აქვთ კონკრეტული მიზანი.


ჩვენ იმედები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მიზნები და ამ მიზნებისკენ სიარული. ეს მიზანი არის დემოკრატიული სისტემის დამყარება ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატიული სისტემის დაცვა. ყველა ჯგუფმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და დაიწყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. პოლიტიკოსები ახლა ჩვენ ვართ იმიტომ, რომ ეს ლიდერობა არ ვარგა და ის უნდა ჩანაცვლდეს სხვა ლიდერობით, ოღონდ ის სხვა ლიდერობა უნდა იყოს თვისებრივად განსხვავებული. ის უნდა იყოს თანასწორობაზე დაფუძნებული. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს, ჩვენი პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რაც მათ აწუხებთ. ნდობა უნდა მოვიპოვოთ ერთმანეთის და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ეს არ არის გრძელვადიანი გეგმა, ეს არის მოკლე და საშუალო ვადიანი გეგმა - წინააღმდეგობა ყველა ნაბიჯზე და წინააღმდეგობა როგორც სისტემურად, ისე ინდივიდუალურად”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.


×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"