სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი, ფოტოგრაფი მეუღლე და 3 შვილი - რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი?
საფრანგეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი, ფოტოგრაფი მეუღლე და 3 შვილი - რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი?

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და ახალ მთავ­რო­ბა­ში სამი მი­ნის­ტრი იც­ვლე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი გახ­დე­ბა, ის ილია დარ­ჩი­აშ­ვილს ჩა­ა­ნაც­ვლებს, რო­მე­ლიც პოსტს 2022 წლის 4 აპ­რი­ლი­დან იკა­ვებ­და. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პორ­ტფელს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი ჩა­ი­ბა­რებს, ის რატი ბრე­გა­ძეს შეც­ვლის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი კი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი გახ­დე­ბა. მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ოთარ შა­მუ­გია, აღ­ნიშ­ნულ პოსტს 2022 წლის 9 თე­ბერ­ვლი­დან იკა­ვებ­და.

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი 2020-24 წლე­ბის პარ­ლა­მენ­ტში დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო.

  • რო­გორ მო­ვი­და და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში

მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ბედ­ზე იზ­რუ­ნებს 1983 წლის 1-ლ იან­ვარს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

davit_songulashvili

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ღო ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, შემ­დეგ კი კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლო­ბით მა­გის­ტრა­ტუ­რა და­ას­რუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი მა­გის­ტრს ხა­რის­ხის შემ­დეგ, სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ზღვრებს გა­რეთ აგ­რძე­ლებს და ფრან­გულ გრე­ნობ­ლის ბიზ­ნე­სის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის მა­გის­ტრის ხა­რისხს ეუფ­ლე­ბა.

მისი კა­რი­ე­რუ­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სოა.

2003 წელს სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზის“ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. ერთ წე­ლი­წად­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა.

2004 წელს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი. თუმ­ცა მალე პო­ლი­ტი­კა და­ტო­ვა და შემ­დე­გი ორი წელი 2004-2006 წლებ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სხვა სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა მისი პოს­ტი შპს "ედ­რე­სის“ მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც 2007-2016 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

daviT_songulashvili

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სი­დან უკვე პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის და 2016 წელს პირ­ვე­ლად ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.

სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი 2020 წელ­საც აგ­რძე­ლებს სა­პარ­ლა­მენ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბას და 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში სა­პა­ტიო 39-ე ად­გილს იკა­ვებს და შე­სა­ბა­მი­სად, დე­პუ­ტა­ტი მე­სა­მედ ხდე­ბა. თუმ­ცა რო­გორც დღეს კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ის მი­ნის­ტრის პორ­ტფელს ჩა­ი­ბა­რებს.

  • დე­პუ­ტა­ტის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

რო­გორც 2024 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე ქე­თე­ვან მა­ღუ­ლა­რია და სამი შვი­ლი, სე­სი­ლი, ბი­ძი­ნა და გაბ­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც 2018 წელს და­ი­ბა­და.

სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვია, თუმ­ცა მათი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კოსს ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს აქვს შე­ძე­ნი­ლი.

სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა 2007 წელს სო­ფელ ტა­ბახ­მე­ლა­ში 5 ათას ლა­რად მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. 2016 წელს კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ორი შეს­ყიდ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 336,3 კვ.მ ბი­ნა­ში 400 000 ლარი გა­და­ი­ხა­და, დაბა კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე 600 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთ­ში კი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და გა­რა­ჟია გან­თავ­სე­ბუ­ლი, 120 000 ლარი.

daviT_sogulashvilis_meuRle
და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას სონ­ღუ­ლაშ­ვილს სა­ბა­რა­თე ან­გა­რი­შებ­ზე ჰქონ­და, 3275,45 ლარი, შუ­ა­თა­ნა შვილს ბი­ძი­ნა სონ­ღუ­ლაშ­ვილს ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 55 657,39 ლარი და და­ვითს - 6695,58 დო­ლა­რი. მო­მა­ვალ მი­ნისტრს საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე 10975,43 ლარი ერი­ცხე­ბო­და. ქე­თე­ვან მა­ღუ­ლა­რი­ას კი - 585,02 ლარი.

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს და­ნა­ზო­გის სა­ხით ჰქონ­და 70 000 დო­ლა­რი და 15 000 ლარი.

და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე არა­ერ­თი შპს-ს მფლო­ბე­ლე­ბი და მე­წი­ლე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა არ­ცერ­თი მათ­გა­ნი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ უფიქ­სირ­დე­ბათ.

სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა 2023 წელს პარ­ლა­მენ­ტში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 52559,09 ლარი მი­ი­ღო. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის ქე­თე­ვან მა­ღუ­ლა­რი­ას ახ­ლან­დე­ლი სამ­სა­ხუ­რი, ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფო­ტოგ­რა­ფია.

თუმ­ცა, 2016 წელს და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლის შემ­დეგ, მისი მე­უღ­ლე, ქე­თე­ვან მა­ღუ­ლა­რია 2017 წლი­დან სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ, რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე, ის სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში აღარ მუ­შა­ობს, რად­გან მა­ღუ­ლა­რია მე­უღ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მსგავს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბო­ლოს 2018 წელს არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი;

რო­გორც გიყ­ვე­ბო­დით, ქე­თე­ვან მა­ღუ­ლა­რია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფო­ტოგ­რა­ფია და თა­ნამ­შრომ­ლობს ცნო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­თან.

2014 წელს მა­ღუ­ლა­რი­ამ სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია Baby Zoom და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც ახალ­შო­ბი­ლე­ბი­სა და ზო­გა­დად ბავ­შვე­ბის ფო­ტო­გა­და­ღე­ბას მო­ი­ცავ­და. რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვნა­ხეთ, კომ­პა­ნი­ას ბოლო აქ­ტი­ვო­ბა 2018 წელს ჰქონ­და.

მა­ღუ­ლა­რია მე­დი­ას­თან ჰყვე­ბო­და, რომ ბიზ­ნე­სის შექ­მნის იდეა საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნი­სას გა­უჩ­ნდა:

"საფ­რან­გე­თის ქ. გრე­ნობლში შე­მე­ძი­ნა პირ­ვე­ლი ბავ­შვი - სე­სი­ლი. სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში შე­მომ­თა­ვა­ზეს სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ბავ­შვთან ერ­თად. თავ­და­პირ­ვე­ლად შევ­ყოყ­მან­დი, რად­გან ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი და რამ­დე­ნი­მე დღის ახალ­შო­ბი­ლის ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბი, რო­დე­საც ჩემი ყოყ­მა­ნი შე­ნიშ­ნეს შე­მომ­თა­ვა­ზეს და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ახალ­შო­ბი­ლე­ბის ალ­ბო­მი. ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თა­ნა­ვე დავ­თან­ხმდი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი. ბევ­რი ფო­ტო­ე­ბი მაქვს, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია ჩემი და ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის მიერ, მაგ­რამ იქ გა­კე­თე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი მა­ინც ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია, სწო­რედ მა­შინ და­ი­ბა­და ეს იდეა".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ბოლო დროს ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს. მათ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დებ­ზე" ოჯა­ხურ ფო­ტო­ებ­საც ნაკ­ლე­ბად ნა­ხავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საფრანგეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი, ფოტოგრაფი მეუღლე და 3 შვილი - რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი?

საფრანგეთში მიღებული მაგისტრის ხარისხი, ფოტოგრაფი მეუღლე და 3 შვილი - რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის მომავალი მინისტრი?

როგორც ცნობილი გახდა ახალ მთავრობაში სამი მინისტრი იცვლება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გახდება, ის ილია დარჩიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პორტფელს ანრი ოხანაშვილი ჩაიბარებს, ის რატი ბრეგაძეს შეცვლის, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი დავით სონღულაშვილი გახდება. მისი წინამორბედი ოთარ შამუგია, აღნიშნულ პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.

დავით სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

  • როგორ მოვიდა დავით სონღულაშვილი პოლიტიკაში

მომავალი მინისტრი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის ბედზე იზრუნებს 1983 წლის 1-ლ იანვარს თბილისში დაიბადა.

davit_songulashvili

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკური ინფორმატიკის მიმართულებით მიიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი კავკასიის ბიზნესის სკოლაში მარკეტინგის სპეციალობით მაგისტრატურა დაასრულა. საქართველოში მიღებული მაგისტრს ხარისხის შემდეგ, სონღულაშვილი განათლების მიღებას საზღვრებს გარეთ აგრძელებს და ფრანგულ გრენობლის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრის ხარისხს ეუფლება.

მისი კარიერული გზა საინტერესოა.

2003 წელს სონღულაშვილი ტელეკომპანია "მზის“ გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. ერთ წელიწადში კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწის პოსტი ჩაიბარა.

2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში გახდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. თუმცა მალე პოლიტიკა დატოვა და შემდეგი ორი წელი 2004-2006 წლებში "საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. სხვა სამსახურებთან შედარებით ხანგრძლივი აღმოჩნდა მისი პოსტი შპს "ედრესის“ მმართველი დირექტორის პოზიციაზე, სადაც 2007-2016 წლებში მუშაობდა.

daviT_songulashvili

დავით სონღულაშვილი ბიზნესიდან უკვე პოლიტიკაში მიდის და 2016 წელს პირველად ხდება საქართველოს პარლამენტის წევრი.

სონღულაშვილი 2020 წელსაც აგრძელებს საპარლამენტო მოღვაწეობას და 2024 წლის საპარლამენტო სიაში საპატიო 39-ე ადგილს იკავებს და შესაბამისად, დეპუტატი მესამედ ხდება. თუმცა როგორც დღეს კობახიძემ განაცხადა, ის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.

  • დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია

როგორც 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, დავით სონღულაშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ქეთევან მაღულარია და სამი შვილი, სესილი, ბიძინა და გაბრიელი, რომელიც 2018 წელს დაიბადა.

სონღულაშვილის ქონება შთამბეჭდავია, თუმცა მათი ნაწილი პოლიტიკოსს ბიზნესში მოღვაწეობის დროს აქვს შეძენილი.

სონღულაშვილმა 2007 წელს სოფელ ტაბახმელაში 5 ათას ლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. 2016 წელს კი უძრავი ქონების ორი შესყიდვა განახორციელა - თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე 336,3 კვ.მ ბინაში 400 000 ლარი გადაიხადა, დაბა კოჯორში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთში კი, სადაც მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლი და გარაჟია განთავსებული, 120 000 ლარი.

daviT_sogulashvilis_meuRle
დავით სონღულაშვილის მეუღლე

დეკლარაციის შევსებისას სონღულაშვილს საბარათე ანგარიშებზე ჰქონდა, 3275,45 ლარი, შუათანა შვილს ბიძინა სონღულაშვილს ანაბარზე ჰქონდა 55 657,39 ლარი და დავითს - 6695,58 დოლარი. მომავალ მინისტრს საკრედიტო ბარათზე 10975,43 ლარი ერიცხებოდა. ქეთევან მაღულარიას კი - 585,02 ლარი.

დავით სონღულაშვილს დანაზოგის სახით ჰქონდა 70 000 დოლარი და 15 000 ლარი.

დავით სონღულაშვილი და მისი მეუღლე არაერთი შპს-ს მფლობელები და მეწილეები არიან, თუმცა არცერთი მათგანიდან შემოსავალი არ უფიქსირდებათ.

სონღულაშვილმა 2023 წელს პარლამენტში თანამდებობრივი სარგო 52559,09 ლარი მიიღო. დეკლარაციაში მითითებული არ არის ქეთევან მაღულარიას ახლანდელი სამსახური, ის დამოუკიდებელი ფოტოგრაფია.

თუმცა, 2016 წელს დავით სონღულაშვილის პარლამენტში მოსვლის შემდეგ, მისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია 2017 წლიდან სსიპ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გახლდათ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ის საჯარო უწყებაში აღარ მუშაობს, რადგან მაღულარია მეუღლის დეკლარაციაში მსგავს თანამდებობაზე ბოლოს 2018 წელს არის მოხსენიებული;

როგორც გიყვებოდით, ქეთევან მაღულარია დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან.

2014 წელს მაღულარიამ საკუთარი კომპანია Baby Zoom დააარსა, რომელიც ახალშობილებისა და ზოგადად ბავშვების ფოტოგადაღებას მოიცავდა. როგორც "ფეისბუქის" გვერდზე ვნახეთ, კომპანიას ბოლო აქტივობა 2018 წელს ჰქონდა.

მაღულარია მედიასთან ჰყვებოდა, რომ ბიზნესის შექმნის იდეა საფრანგეთში ყოფნისას გაუჩნდა:

"საფრანგეთის ქ. გრენობლში შემეძინა პირველი ბავშვი - სესილი. სამშობიარო სახლში შემომთავაზეს სამახსოვრო ფოტოების გადაღება ბავშვთან ერთად. თავდაპირველად შევყოყმანდი, რადგან ვერ წარმომედგინა ჩემი თავი და რამდენიმე დღის ახალშობილის ლამაზი ფოტოები, როდესაც ჩემი ყოყმანი შენიშნეს შემომთავაზეს დამეთვალიერებინა ახალშობილების ალბომი. ფოტოების დათვალიერებისთანავე დავთანხმდი იმდენად შთამბეჭდავი და ხარისხიანი იყო პროფესიონალის მიერ გადაღებული სურათები. ბევრი ფოტოები მაქვს, რომელიც გადაღებულია ჩემი და ჩემი ახლობლების მიერ, მაგრამ იქ გაკეთებული პირველი ალბომი მაინც ყველასგან გამორჩეულია, სწორედ მაშინ დაიბადა ეს იდეა".

სოციალურ ქსელში მომავალი მინისტრის მეუღლე ბოლო დროს ნაკლებად აქტიურობს. მათ "ფეისბუქგვერდებზე" ოჯახურ ფოტოებსაც ნაკლებად ნახავთ.