პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე? (ფოტოები)
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე? (ფოტოები)

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სპე­ცტექ­ნი­კაც გა­მოჩ­ნდა.

  • ად­გილ­ზე შსს-ს მიერ ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბი მი­იყ­ვა­ნეს.

თა­ვის მხრივ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ღამე პარ­ლა­მენ­ტთან გა­ა­თე­ნეს, ამ დრომ­დე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე რჩე­ბი­ან. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრზე გაშ­ლი­ლია კარ­ვე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბაა და­გეგ­მი­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ახა­ლარ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ.

დღეს, 25 ნო­ემ­ბერს, XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას ნიშ­ნავს და ხსნის პრე­ზი­დენ­ტი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა პრე­ზი­დენ­ტმა სხდო­მა არ და­ნიშ­ნა.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, პირ­ველ სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის არ­ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სხდო­მას პარ­ლა­მენ­ტის უხუ­ცე­სი წევ­რი გახ­სნის. ასე­თია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლადო კა­ხა­ძე, რო­მე­ლიც სხდო­მას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვამ­დე გა­უ­ძღვე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტი პირ­ველ სხდო­მა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გეს, თუ მას ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა - 76 დე­პუ­ტა­ტი ეს­წრე­ბა.

ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
4

ძალიან სამწუხაროა! ნაწილი ქართველები პროვოკატორების ჭკუაზე დადიან და ეს გრძელდება აგერ 35 წელია! ქართველები ყველა ერთმანეთთან ან თესაური ან მეგობრული კავშირებით ვართ და როდესაც ვხედავ ბევრ ნათესავს ამ პროვოკაციას აყოლილს და ქვეყნას საშიშროებას უქმნიან!!!

მოქალაქე
3

რადგან სიმშვიდე დსნო

 

 

 

რადგან სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრება არ უნდათ,ენატრებათ ომი,ქაოსი,ყველაფერი ცუდი,სწორედ,რომ ალალია ამ სიცივეში,ცივი ჭავლის მანქანების გამოყენება,ეგებ დაგრილდნენ,გამოფხიზლდნენ და გონს მოეგონ,თუ როგორ სამარცხვინოდ ექცევიან საკუთარ ქვეყანას.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე? (ფოტოები)

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - რა ვითარებაა ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე? (ფოტოები)

თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.

  • ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.

თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები.

როგორც ცნობილია, დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი