პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო ქმედება იქნება არაპროგნოზირებადი“
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო ქმედება იქნება არაპროგნოზირებადი“

პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ “პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა მომ­დევ­ნო გეგ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა“.

“ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, რომ პრო­ტეს­ტი გა­აგ­რძე­ლონ.

“არ ვიშ­ლე­ბით. ვდგა­ვართ, ვავ­რცე­ლებთ ჩვენს პრო­ტესტს. ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის მომ­დევ­ნო ქმე­დე­ბე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი არ იქ­ნე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აქე­დან და იქი­დან იხე­დე­ბი­ან. დიახ, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი ბოლო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ასე გაგ­რძელ­დე­ბა. ამი­ტომ, ვი­ფიქ­როთ, რო­გორ და რა­ნა­ი­რად. გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი - გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნია, ერთი წა­მი­თაც არ და­ფიქ­რდეთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სას გა­ი­ტანს. თა­ვი­სას გა­ი­ტანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი! ივა­ნიშ­ვი­ლის გა­სა­ტა­ნი აქ არა­ფე­რი არ არის! ქვე­ყა­ნას ვერ “აგ­ვა­ხევს“, იქით ავა­ხევთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას!“, - გა­ნა­ცხა­და ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მე­ლიც ხვალ არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი დღე­ვან­დე­ლი ღა­მის პარ­ლა­მენ­ტთან გა­თე­ნე­ბას აპი­რე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის დროს, ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. კერ­ძოდ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ პარ­ლა­მენ­ტთან მის­ვლას, პო­ლი­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო ქმედება იქნება არაპროგნოზირებადი“

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო ქმედება იქნება არაპროგნოზირებადი“

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ “პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო გეგმა მოულოდნელი იქნება“.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პროტესტი გააგრძელონ.

“არ ვიშლებით. ვდგავართ, ვავრცელებთ ჩვენს პროტესტს. ჩვენი პროტესტის მომდევნო ქმედებები პროგნოზირებადი არ იქნება, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან და იქიდან იხედებიან. დიახ, ჩვენი პროტესტი ბოლო კვირების მანძილზე, ხშირ შემთხვევაში, მათთვისაც მოულოდნელი იყო და ასე გაგრძელდება. ამიტომ, ვიფიქროთ, როგორ და რანაირად. გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი - გამარჯვება ჩვენია, ერთი წამითაც არ დაფიქრდეთ, რომ ივანიშვილი თავისას გაიტანს. თავისას გაიტანს ქართველი ხალხი! ივანიშვილის გასატანი აქ არაფერი არ არის! ქვეყანას ვერ “აგვახევს“, იქით ავახევთ ძალაუფლებას!“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

იხილეთ ასევე: