მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან" - შალვა პაპუაშვილი
"პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან" - შალვა პაპუაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ მო­უწ­ვე­ვია.

  • რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ზე­ი­მი და სწო­რედ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა იზე­ი­მოს სა­კუ­თა­რი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა.

"[მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე] მოწ­ვე­ვე­ბი უკვე დავ­გზავ­ნე გუ­შინ­წინ. პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე მოწ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩებს, ისი­ნი პირ­ველ სხდო­მა­ზე არ არი­ან მოწ­ვე­უ­ლე­ბი. ეს გახ­ლავთ ჩვე­ნი შიდა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხი, რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებ­სა და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას.

მათ შო­რის უცხო­ე­ლე­ბის არას­წო­რი გავ­ლე­ნის მი­ნი­მი­ზე­ბის მიზ­ნით, ელ­ჩე­ბი­სა თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ჩვენ ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს არის ქარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­შიც ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან ერ­თად, წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან მთავ­რო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი. ეს არის ზო­გა­დი მიდ­გო­მა, რაც ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პარ­ლა­მენტს ჰქონ­დეს.

საქ­მე გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, მთავ­რო­ბა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ზე­ი­მი და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა იზე­ი­მოს სა­კუ­თა­რი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან" - შალვა პაპუაშვილი

"პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა.

"[მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე] მოწვევები უკვე დავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები. ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას.

მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს.

საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან კონსტიტუციური ორგანოების, პარლამენტის წევრები, მთავრობა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: