მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სამხრეთ აფრიკის "არალეგალურ" ოქროს მაღაროებში, რომელსაც კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ - “ბევრი ვერ ახერხებს ცოცხლად დარჩენას, შეიძლება იქ ჩონჩხებიც შეგხვდეთ“
რა ხდება სამხრეთ აფრიკის "არალეგალურ" ოქროს მაღაროებში, რომელსაც კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ - “ბევრი ვერ ახერხებს ცოცხლად დარჩენას, შეიძლება იქ ჩონჩხებიც შეგხვდეთ“

“ნდუ­მი­სო, და­ახ­ლო­ე­ბით 600 სხვა მა­მა­კაც­თან ერ­თად, ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს პა­ტა­რა ბან­დე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად "ქა­ლაქ - და­სახ­ლე­ბა­ში", რო­მე­ლიც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ოქ­როს მი­ტო­ვე­ბუ­ლი მა­ღა­როს ად­გილ­ზე და­ფუძნ­და და ვი­თარ­დე­ბა“,- ასე იწყებს BBC თავს სპე­ცი­ა­ლურ რე­პორ­ტაჟს აფ­რი­კი­დან, სა­დაც ოქ­როს მა­ღა­რო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლირ­დე­ბა.


იქა­უ­რი მუ­შე­ბის ყოფა სა­გან­გა­შოა. და­სახ­ლე­ბებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი “ბან­დე­ბი“ აკონ­ტრო­ლე­ბენ.


  • რო­გორც ნდუ­მი­სომ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, მას შემ­დეგ მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ამ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, გა­და­წყვი­ტა ბან­დას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს და გახ­დეს "ზამა-ზამა" - იგი­ვე არა­ლე­გა­ლუ­რი მა­ღა­რო­ე­ლი.

afrika


ის ძვირ­ფას ლი­თონს შავ ბა­ზარ­ზე ყი­დის და აღ­ნიშ­ნავს, რომ იმა­ზე მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ვიდ­რე ოდეს­მე. თუმ­ცა რის­კე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.


  • “მი­წის­ქვე­შა ცხოვ­რე­ბა და­უნ­დო­ბე­ლია. ბევ­რი ვერ ახერ­ხებს ცო­ცხლად დარ­ჩე­ნას. მა­ღა­რო­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და ჩონ­ჩხე­ბი. ჩვენ მას “ზამა-ზა­მას“ სა­საფ­ლა­ოს ვუ­წო­დებთ“, - აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან 52 წლის მა­ღა­რო­ე­ლი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ვი­უს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში დას­თან­ხმდა, თუ ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ბო­და.

დამ­ღლე­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ ქვი­შის ტომ­რებ­ზე სძი­ნავს. თუმ­ცა არა­ლე­გა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბულ ოქ­როს დიდ რის­კებ­თან ერ­თად, დიდი მო­გე­ბაც ახ­ლავს და ამა­ყობს, რომ მისი ოჯა­ხი იო­ჰა­ნეს­ბურ­გში, ახალ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც თა­ვად იყი­და.


“მან თქვა, რომ ერ­თო­თა­ხი­ან სახ­ლში 130,000 რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 7,000 აშშ დო­ლა­რი) ნაღ­დი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­და. ახლა კი­დევ სამ სა­ძი­ნე­ბელს ამა­ტებს,“ - წერს BBC.


ნდუ­მი­სო და­ახ­ლო­ე­ბით რვა წე­ლია უკა­ნო­ნო მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბას შეძ­ლო სამი შვი­ლის სწავ­ლა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. ერთ-ერთი ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს.


“მე უნდა გა­ვუფრ­თხილ­დე ჩემს მე­უღ­ლეს და შვი­ლებს და ეს ერ­თა­დერ­თი გზაა, რაც ვიცი,“ - თქვა მან.


afrika


ის ამ­ჟა­მად პა­ტა­რა ქა­ლაქ სტილ­ფონ­ტე­ინ­თან მდე­ბა­რე მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ლე­გა­ლუ­რად მო­მუ­შა­ვე მა­ღა­რო­ე­ლე­ბი “კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან და უნდა და­ი­სა­ჯონ“.


  • სამ­ხრეთ აფ­რი­კის “ბენჩმარ­კის ფონ­დის“ მკვლე­ვარ­მა დე­ვიდ ვან უა­იკ­მა, რო­მე­ლიც ინ­დუსტრი­ას სწავ­ლობს, გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6000 მი­ტო­ვე­ბუ­ლი მა­ღა­როა. ხოლო 10 ათა­სო­ბით არა­ლე­გა­ლუ­რი მა­ღა­რო­ე­ლი.

“ზამა-ზა­მე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ თვე­ებს მი­წის ქვეშ, ზე­და­პირ­ზე არ გა­მო­დი­ან და ძა­ლი­ან არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი გარე მხარ­და­ჭე­რა­ზე - რომ ვინ­მემ საკ­ვე­ბი და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი მი­ა­წო­დოს. ეს მძი­მე და სა­ში­ში სა­მუ­შა­ოა. ზო­გი­ერთს აქვს პის­ტო­ლე­ტე­ბი, თოფი და ნა­ხევ­რად ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღე­ბი, რათა და­იც­ვან თავი კონ­კუ­რენ­ტი ბან­დე­ბი­სა­გან“, - ნათ­ქვა­მია ჯგუ­ფის - “გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ მოხ­სე­ნე­ბა­ში.


ნდუ­მი­სოს თქმით, თავ­დაც­ვის­თვის ია­რა­ღი მა­საც ჰქონ­და. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნა­ლურ ბან­დას "დაც­ვის გა­და­სა­ხადს", ყო­ველ­თვი­უ­რად 8 დო­ლარს მა­ინც უხ­დი­და. რო­გორც ის აღ­წერს, ის ჩვე­უ­ლებ­რივ მი­წის ქვეშ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბო­და. მან გა­იხ­სე­ნა, რო­გორ ერთ დღეს, როცა ზე­და­პირ ავი­და, “მზის შუქ­მა ისე და­აბრმა­ვა, რომ ეგო­ნა და­შავ­და.“


მისი სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 15,500 -დან 22,000 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს - ეს ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ლე­გა­ლუ­რი მე­შახ­ტე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი 2,700 დო­ლა­რი.


იხი­ლეთ ასე­ვე:





დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა ხდება სამხრეთ აფრიკის "არალეგალურ" ოქროს მაღაროებში, რომელსაც კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ - “ბევრი ვერ ახერხებს ცოცხლად დარჩენას, შეიძლება იქ ჩონჩხებიც შეგხვდეთ“

რა ხდება სამხრეთ აფრიკის "არალეგალურ" ოქროს მაღაროებში, რომელსაც კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ - “ბევრი ვერ ახერხებს ცოცხლად დარჩენას, შეიძლება იქ ჩონჩხებიც შეგხვდეთ“

“ნდუმისო, დაახლოებით 600 სხვა მამაკაცთან ერთად, ცხოვრობს და მუშაობს პატარა ბანდების მიერ კონტროლირებად "ქალაქ - დასახლებაში", რომელიც სამხრეთ აფრიკაში ოქროს მიტოვებული მაღაროს ადგილზე დაფუძნდა და ვითარდება“,- ასე იწყებს BBC თავს სპეციალურ რეპორტაჟს აფრიკიდან, სადაც ოქროს მაღაროები ადგილობრივი კრიმინალების მიერ კონტროლირდება.


იქაური მუშების ყოფა საგანგაშოა. დასახლებებს შეიარაღებული “ბანდები“ აკონტროლებენ.


  • როგორც ნდუმისომ BBC-ს განუცხადა, მას შემდეგ მსხვილმა კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა, გადაწყვიტა ბანდას დაექვემდებაროს და გახდეს "ზამა-ზამა" - იგივე არალეგალური მაღაროელი.

afrika


ის ძვირფას ლითონს შავ ბაზარზე ყიდის და აღნიშნავს, რომ იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ოდესმე. თუმცა რისკები გაცილებით მაღალია.


  • “მიწისქვეშა ცხოვრება დაუნდობელია. ბევრი ვერ ახერხებს ცოცხლად დარჩენას. მაღაროში შეიძლება შეგხვდეთ გარდაცვლილები და ჩონჩხები. ჩვენ მას “ზამა-ზამას“ სასაფლაოს ვუწოდებთ“, - აცხადებს გამოცემასთან 52 წლის მაღაროელი, რომელიც ინტერვიუს მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდა, თუ ანონიმურად დარჩებოდა.

დამღლელი დღეების შემდეგ ქვიშის ტომრებზე სძინავს. თუმცა არალეგალურად მოპოვებულ ოქროს დიდ რისკებთან ერთად, დიდი მოგებაც ახლავს და ამაყობს, რომ მისი ოჯახი იოჰანესბურგში, ახალ ბინაში ცხოვრობს, რომელიც თავად იყიდა.


“მან თქვა, რომ ერთოთახიან სახლში 130,000 რუბლი (დაახლოებით 7,000 აშშ დოლარი) ნაღდი ფულით გადაიხადა. ახლა კიდევ სამ საძინებელს ამატებს,“ - წერს BBC.


ნდუმისო დაახლოებით რვა წელია უკანონო მაღაროში მუშაობს. ამ დროის განმავლობას შეძლო სამი შვილის სწავლა დაეფინანსებინა. ერთ-ერთი ახლა უნივერსიტეტში სწავლობს.


“მე უნდა გავუფრთხილდე ჩემს მეუღლეს და შვილებს და ეს ერთადერთი გზაა, რაც ვიცი,“ - თქვა მან.


afrika


ის ამჟამად პატარა ქალაქ სტილფონტეინთან მდებარე მაღაროში მუშაობს, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ არალეგალურად მომუშავე მაღაროელები “კრიმინალები არიან და უნდა დაისაჯონ“.


  • სამხრეთ აფრიკის “ბენჩმარკის ფონდის“ მკვლევარმა დევიდ ვან უაიკმა, რომელიც ინდუსტრიას სწავლობს, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 6000 მიტოვებული მაღაროა. ხოლო 10 ათასობით არალეგალური მაღაროელი.

“ზამა-ზამები ხშირად ატარებენ თვეებს მიწის ქვეშ, ზედაპირზე არ გამოდიან და ძალიან არიან დამოკიდებულნი გარე მხარდაჭერაზე - რომ ვინმემ საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები მიაწოდოს. ეს მძიმე და საშიში სამუშაოა. ზოგიერთს აქვს პისტოლეტები, თოფი და ნახევრად ავტომატური იარაღები, რათა დაიცვან თავი კონკურენტი ბანდებისაგან“, - ნათქვამია ჯგუფის - “გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის“ წინააღმდეგ მოხსენებაში.


ნდუმისოს თქმით, თავდაცვისთვის იარაღი მასაც ჰქონდა. თუმცა, ადგილობრივ კრიმინალურ ბანდას "დაცვის გადასახადს", ყოველთვიურად 8 დოლარს მაინც უხდიდა. როგორც ის აღწერს, ის ჩვეულებრივ მიწის ქვეშ თვეების განმავლობაში რჩებოდა. მან გაიხსენა, როგორ ერთ დღეს, როცა ზედაპირ ავიდა, “მზის შუქმა ისე დააბრმავა, რომ ეგონა დაშავდა.“


მისი საშუალო წლიური შემოსავალი 15,500 -დან 22,000 დოლარამდე მერყეობს - ეს ბევრად მეტია, ვიდრე ლეგალური მეშახტეობით მიღებული 2,700 დოლარი.


იხილეთ ასევე: