პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ოპოზიციამ გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინა... საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს" - მამუკა მდინარაძე
"ახლა ოპოზიციამ გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინა... საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს" - მამუკა მდინარაძე

"[ოპო­ზი­ცი­ამ] თა­ვი­სი წე­რი­ლით გა­ი­ფორ­მა ის, რომ ჯა­შუ­შე­ბი არი­ან და არა სა­კუთ­რივ, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - "ნა­ცებს" მათ ზო­გა­დად ვე­ძა­ხით, რად­გან „ნაცი“ უკვე ჯა­შუ­შო­ბის სიმ­ბო­ლო გახ­და - ახლა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე რა­ღაც ჩა­ი­დი­ნეს და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის დას­ჯა მოს­თხო­ვეს ევ­რო­კავ­შირს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ოთხი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან გაგ­ზავ­ნილ წე­რილს.

  • მდი­ნა­რა­ძის თქმით, "ჯა­შუ­შო­ბის უფრო მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს".

„თუ ისი­ნი ცდი­ლო­ბენ გა­სას­ვლე­ლის პოვ­ნას „ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ კუთ­ვნი­ლე­ბა-არ კუთ­ვნი­ლე­ბას შო­რის, შე­მიძ­ლია მათ ვუ­თხრა, რომ თა­ვი­სი წე­რი­ლით ევ­რო­პის და ევ­რო­პე­ლე­ბის მი­მართ გა­ი­ფორ­მეს და და­წე­რეს ის, რომ არი­ან ჯა­შუ­შე­ბი და არა სა­კუთ­რივ, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. „ნა­ცებს“ მათ ზო­გა­დად ვე­ძა­ხით, რად­გან „ნაცი“ უკვე ჯა­შუ­შო­ბის სიმ­ბო­ლო გახ­და. თუ აინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ „ნა­ცე­ბი“ - იმი­ტომ, რომ მა­გა­ლი­თად, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მას­თან კო­ა­ლი­ცია აქვს; იმი­ტომ, რომ გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის მხარ­და­ჭე­რის გამო გა­დად­გა. იმი­ტომ, რომ ხა­ზა­რა­ძე „ნა­ცე­ბის“ რე­კე­ტი­ო­რი იყო. ეს რაც „ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ კო­რე­ლა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ ახლა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე რა­ღაც ჩა­ი­დი­ნეს და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის დას­ჯა მოს­თხო­ვეს ევ­რო­კავ­შირს. ჯა­შუ­შო­ბის უფრო მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს“,- აცხა­დებს მდი­ნა­რა­ძე.

ამას­თან, მდი­ნა­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბას "იხ­ვე­წე­ბა".

"მარ­თლა ამას ეხ­ვე­წე­ბი­ან, რომ ახლა შე­უ­ჩე­რეთ [ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია] და მერე იქ­ნებ, ამო­ვატ­რი­ა­ლოთ ეს ქვე­ყა­ნა, იქ­ნებ ჯა­შუ­შე­ბი მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და შემ­დეგ, იქ­ნებ აღ­ვად­გი­ნო­თო. ხვდე­ბი­ან, რა კამ­პა­ნი­აც აქვთ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი სა­მა­სი ათა­სი ხმის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, იმ­დე­ნად სი­სუ­ლე­ლეს ამ­ტკი­ცე­ბენ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რომ თა­ვა­დაც არ სჯე­რათ ამის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ერ­თი­საც კი, არა თუ სა­მა­სი ათა­სის. გა­მო­სა­ვა­ლი აქე­დან ის მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უნდა და­ი­სა­ჯოს, ევ­რო­პა­ში თა­ვი­სუფ­ლად ვერ უნდა წა­ვი­დეს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­პო­ვა­რი, დრო­ე­ბით უნდა შე­ი­ზღუ­დოს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის „გაბ­რა­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ“. ეს მათი ახა­ლი ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ. სინ­ტაქ­სი და მორ­ფო­ლო­გია ამას რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ ვიცი. „გაბ­რა­ზე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის“ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბაა“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ავტორი:

"ახლა ოპოზიციამ გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინა... საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს" - მამუკა მდინარაძე

"ახლა ოპოზიციამ გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინა... საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს" - მამუკა მდინარაძე

"[ოპოზიციამ] თავისი წერილით გაიფორმა ის, რომ ჯაშუშები არიან და არა საკუთრივ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები - "ნაცებს" მათ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცი“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა - ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილს.

  • მდინარაძის თქმით, "ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს".

„თუ ისინი ცდილობენ გასასვლელის პოვნას „ნაცმოძრაობასთან“ კუთვნილება-არ კუთვნილებას შორის, შემიძლია მათ ვუთხრა, რომ თავისი წერილით ევროპის და ევროპელების მიმართ გაიფორმეს და დაწერეს ის, რომ არიან ჯაშუშები და არა საკუთრივ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. „ნაცებს“ მათ ზოგადად ვეძახით, რადგან „ნაცი“ უკვე ჯაშუშობის სიმბოლო გახდა. თუ აინტერესებთ, რატომ „ნაცები“ - იმიტომ, რომ მაგალითად, გახარიას პარტიას 4 მუნიციპალიტეტში მასთან კოალიცია აქვს; იმიტომ, რომ გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის მხარდაჭერის გამო გადადგა. იმიტომ, რომ ხაზარაძე „ნაცების“ რეკეტიორი იყო. ეს რაც „ნაცმოძრაობასთან“ კორელაციას შეეხება, მაგრამ ახლა გაცილებით მძიმე რაღაც ჩაიდინეს და საკუთარი ქვეყნის დასჯა მოსთხოვეს ევროკავშირს. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს“,- აცხადებს მდინარაძე.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას "იხვეწება".

"მართლა ამას ეხვეწებიან, რომ ახლა შეუჩერეთ [ვიზალიბერალიზაცია] და მერე იქნებ, ამოვატრიალოთ ეს ქვეყანა, იქნებ ჯაშუშები მოვიდეთ ხელისუფლებაში და შემდეგ, იქნებ აღვადგინოთო. ხვდებიან, რა კამპანიაც აქვთ გაჩაღებული სამასი ათასი ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით, იმდენად აბსურდულია, იმდენად სისულელეს ამტკიცებენ სერიოზული სახეებით, რომ თავადაც არ სჯერათ ამის. მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ ერთისაც კი, არა თუ სამასი ათასის. გამოსავალი აქედან ის მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა დაისაჯოს, ევროპაში თავისუფლად ვერ უნდა წავიდეს, „ქართული ოცნების“ და რაც მთავარია, ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი, დროებით უნდა შეიზღუდოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის „გაბრაზება განახორციელონ“. ეს მათი ახალი ტერმინით რომ ვთქვათ. სინტაქსი და მორფოლოგია ამას რა მიმართულებით ითვალისწინებს, არ ვიცი. „გაბრაზების განხორციელების“ შემდეგი ნაბიჯი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.