პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელი და "ინფლუენსერი", რომელსაც კრემლი "გადამზიდად" იყენებს? - როგორ შედის რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, სანქციების მიუხედავად
მოდელი და "ინფლუენსერი", რომელსაც კრემლი "გადამზიდად" იყენებს? - როგორ შედის რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, სანქციების მიუხედავად

BBC News-ის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სეთ­ში, სამ­ხედ­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე 2,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ი­ყი­და.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის კა­მე­რის ლინ­ზე­ბი ად­რე­სატ­თან ყირ­გი­ზეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის მო­დე­ლი მარ­თავს.

ბრი­ტა­ნელ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა Beck Optronic Solutions-მა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ ტან­კებ­ზე Challenger 2-ზე და გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ჯე­ტებ­ზე- F35-ზე მუ­შა­ობ­და, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სან­ქცი­ე­ბი არ და­ურ­ღვე­ვია. არ აქვს არა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნი შე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ან ყირ­გი­ზეთ­თან და გა­და­ზიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის.


“ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ბა­დებს კი­თხვებს, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


  • დე­ტა­ლე­ბი

გზამ მიგ­ვიყ­ვა­ნა 25 წლის ვა­ლე­რია ბა­ი­გას­ტი­ნას­თან. ყა­ზახ გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც ახლა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ცხოვ­რობს. ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს თა­ვი­სი მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ეწ­ვია დუ­ბა­ის, შრი-ლან­კას და მა­ლა­ი­ზი­ას.


modeli
ვა­ლე­რია ბა­ი­გას­ტი­ნა

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მას არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ არის იმ ფირ­მის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწ­ვდი­და რუ­სეთ­ში სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს.


  • ბე­ლო­რუ­სის რე­ესტრის მი­ხედ­ვით, ბა­ი­გას­კი­ნა იყო 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შპს Rama Group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. კომ­პა­ნია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ყირ­გი­ზე­თის დე­და­ქა­ლაქ ბიშ­კეკ­ში.

ორი­ვე ქვე­ყა­ნა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც რუ­სეთ­თან ძლი­ე­რი სა­ვაჭ­რო კავ­ში­რე­ბით აქვს. ბე­ლო­რუ­სია რჩე­ბა მოს­კო­ვის უძ­ლი­ე­რეს მო­კავ­ში­რედ ევ­რო­პა­ში. მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მას შემ­დეგ, რაც 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ექ­სპორ­ტი ყირ­გი­ზეთ­ში 300%-ზე მე­ტით გა­ი­ზარ­და.


BBC-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ Rama Group-მა მოს­კოვ­ში ორი გა­და­ზიდ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს იყო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ოპ­ტი­კა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რა­კე­ტებ­ში, ტან­კებ­ში და თვითმფრი­ნა­ვებ­ში.


სა­ბა­ჟო დო­კუ­მენ­ტებ­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია Beck Optronic Solutions-ის მიერ ჰე­მელ ჰემპს­ტედ­ში, ჰერ­ტფორდშირ­ში (ინ­გლი­სი). კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ლინ­ზებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო სის­ტე­მებ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ზო­გი­ერ­თი ლინ­ზა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჯან­დაც­ვი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში, Beck Optronic Solutions-ის ვებ­სა­იტ­ზე დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი მათი ფარ­თო სამ­ხედ­რო და თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.


dokumenti


  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Beck Optronics-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ლინ­ზე­ბის ლე­გა­ლუ­რად ექ­სპორ­ტი ან რუ­სეთ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, ან მო­ი­თხოვს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბარ­თვას.

რო­გორც BBC-მ შეძ­ლო სა­ბა­ჟო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და­ად­გი­ნა Beck Optronics-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი, ჯა­მუ­რად 2,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია, მოს­კოვ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის - Rama და შპს Shisan-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­იგ­ზავ­ნა.


2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და 2024 წლის იან­ვარ­ში Rama Group-მა მოს­კოვ­ში ორი მი­წო­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­დუქ­ცია აღ­წე­რი­ლი იყო რო­გორც “კა­მე­რის მბრუ­ნა­ვი ნა­წი­ლი“. ის გა­ეგ­ზავ­ნა მოს­კო­ვის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, სმო­ლენ­სკში და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია Sol Group-ში, აშშ-მ და­ა­სან­ქცი­რა.


Beck Optronics-ის პრო­დუქ­ცი­ის კი­დევ ერთი გა­და­ზიდ­ვა Shisan LLC-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო. პრო­დუქ­ცია აღ­წე­რი­ლი იყო, რო­გორც “ლინ­ზე­ბი მოკ­ლე ტალ­ღის ინფრა­წი­თე­ლი კა­მე­რის­თვის“ და გა­იგ­ზავ­ნა ურა­ლის ოპ­ტი­კურ-მე­ქა­ნი­კურ ქარ­ხა­ნა­ში, რო­მე­ლიც ბომ­ბის მარ­თვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ებს და სან­ქცი­რე­ბუ­ლია.

Rama Group და Shisan ბიშ­კეკ­ში ერ­თსა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

“თუმ­ცა, რო­დე­საც ვა­ლე­რია ბა­ი­გას­კი­ნას ვეს­ტუმ­რეთ, გვი­თხრეს რომ ქვეყ­ნი­დან მივ­ლი­ნე­ბით იყო წა­სუ­ლი. მო­ვი­ძი­ეთ მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი გა­ვა­ცა­ნით,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


ბა­ი­გას­კი­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად ის იყო, თუმ­ცა მა­ის­ში გა­ყი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბებს, ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო. მისი თქმით, სა­ნამ კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.


“მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ელ­ფოს­ტით გვი­თხრა, რომ ბრალ­დე­ბე­ბი იყო "სა­სა­ცი­ლო" და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე",“ -წერს BBC.


  • კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­ის­ში კომ­პა­ნია Rama Group მიჰ­ყი­და თა­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ან­ჯე­ლი­ნა ჟუ­რენ­კოს, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხეთ­ში თეთ­რე­უ­ლის ბიზ­ნესს მარ­თავს.


modeli
კომ­პა­ნი­ის ახა­ლი დი­რექ­ტო­რი ან­ჯე­ლი­ნა ჟუ­რენ­კო


“სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ყირ­გი­ზე­თის მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. კომ­პა­ნია არა­ფერს არ­ღვევს. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ინ­ფორ­მა­ცია მცდა­რია“, -გა­ნუ­ცხა­და ჟუ­რენ­კომ გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტებს.


  • კი­დევ ერთი შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის, Shisan-ის დი­რექ­ტო­რი არის ევ­გე­ნი ანა­ტო­ლი­ე­ვიჩ მატ­ვე­ე­ვი.

BBC- ის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს ისიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ელ­ფოს­ტით გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ფორ­მა­ცია იყო “მცდა­რი“ და ის აწარ­მო­ებ­და “ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც ამა­რა­გებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ქო­ნელს, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბუ­ლია აზი­ის ქვეყ­ნებ­ში“.


”ეს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ შტა­ტის კა­ნო­ნებს, რო­მელ­შიც მე ვმუ­შა­ობ და არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს აშშ-ს სან­ქცი­ებ­თან, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია აზი­უ­რი სა­ქონ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია გა­სა­ყი­დად და მი­წო­დე­ბის­თვის”- აღ­ნიშ­ნა მან.


კომ­პა­ნი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლიც კი არ არის და შე­საძ­ლოა სა­ბა­ჟო დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყოს.


  • თუმ­ცა ეს მა­გა­ლი­თე­ბი არის ბევ­რად უფრო ფარ­თო სუ­რა­თის ნა­წი­ლი...

ვა­შინგტონ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის C4ADS-ის სა­ბა­ჟო ჩა­ნა­წე­რე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ Shisan-მა 2023 წლის ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრამ­დე ყირ­გი­ზე­თის გავ­ლით რუ­სეთ­ში 373 გა­და­ზიდ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.


მათ­გან 288 შე­ი­ცავ­და სა­ქო­ნელს, სა­ბა­ჟო კო­დით- “ბრძო­ლის ვე­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნივ­თე­ბი“.


იმა­ვე ექ­ვსთვი­ან პე­რი­ოდ­ში Rama Group-მა რუ­სეთ­ში სულ 1756 მი­წო­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქე­დან 1355 გა­იგ­ზავ­ნა “პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საბ­რძო­ლო ნივ­თე­ბის“ სი­ის­თვის.


“სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნო­ებ­მა იცი­ან ყირ­გი­ზე­თის როლი სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრო­ცეს­ში. აპ­რილ­ში, მა­შინ­დე­ლი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დე­ვიდ კა­მე­რო­ნი ეწ­ვია ბიშ­კეკს და მო­უ­წო­და ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ი­ღონ უფრო აქ­ტი­უ­რი ზო­მე­ბი სან­ქცი­ე­ბის დაც­ვის გამ­კაც­რე­ბის­თვის,“ - წერს გა­მო­ცე­მა.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:








მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
8

ყველაფერი შედის, ყველაფერი აქვთ იმაზე უფრო მეტი ვიდრე მანამდე ... დასავლეთმა დაკრიჭოს ახლა მისი ინერტული და შეშფოთებული კბილები და იფხანოს ერთი ადგილი სანამ კრემლი ბრიუსელში არ გაიჭიმება ყარამანივით ... ე, მერე, ალბათ დავა მაგათ ფულით გაქსუებულ ტრაკებამდე, რომ იმ კომფორტს, რომელსაც ვერ ელევიან, და რომელიც დანარჩენი მსოფლიოს გაღარიბების და მონური შრომის ხარჯზე აქვთ ტრაკქვეშ ამოდებული, ენძრევა და მოინდომონ განძრევა, მაგრამ ვატყობ გვიანი იქნება ...

.......
11

რა საჭირო იყო ამდენი ბოდიალი. ამერიკამ რუსეთს 2022 წლიდან 4 მილიარდის ჩიპები მიყიდა, რო კითხო უკრაინას ეხმარება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მოდელი და "ინფლუენსერი", რომელსაც კრემლი "გადამზიდად" იყენებს? - როგორ შედის რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, სანქციების მიუხედავად

მოდელი და "ინფლუენსერი", რომელსაც კრემლი "გადამზიდად" იყენებს? - როგორ შედის რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, სანქციების მიუხედავად

BBC News-ის მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთში, სამხედროებთან დაკავშირებულ კომპანიებზე 2,1 მილიონი დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გაიყიდა.

დოკუმენტების მიხედვით, ბრიტანული წარმოების კამერის ლინზები ადრესატთან ყირგიზეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაგზავნა, რომელსაც, როგორც ჩანს, საცურაო კოსტიუმების მოდელი მართავს.

ბრიტანელმა მწარმოებელმა Beck Optronic Solutions-მა, რომელიც ბრიტანულ ტანკებზე Challenger 2-ზე და გამანადგურებელ ჯეტებზე- F35-ზე მუშაობდა, BBC-ს განუცხადა, რომ მას სანქციები არ დაურღვევია. არ აქვს არანაირი საქმიანი შეხება რუსეთთან ან ყირგიზეთთან და გადაზიდვების შესახებ პასუხისმგებელი არ არის.


“ჩვენი გამოძიება ბადებს კითხვებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობის შესახებ,“ - წერს გამოცემა.


  • დეტალები

გზამ მიგვიყვანა 25 წლის ვალერია ბაიგასტინასთან. ყაზახ გოგონასთან, რომელიც ახლა ბელორუსიაში ცხოვრობს. ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოდელი, სოციალურ ქსელში რეგულარულად აქვეყნებს ფოტოებს თავისი მდიდრულ ცხოვრების წესის შესახებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი ეწვია დუბაის, შრი-ლანკას და მალაიზიას.


modeli
ვალერია ბაიგასტინა

სოციალურ მედიაში მას არ აქვს მითითებული, რომ არის იმ ფირმის დირექტორი, რომელიც მილიონობით დოლარის ღირებულების აღჭურვილობას აწვდიდა რუსეთში სანქცირებულ კომპანიებს.


  • ბელორუსის რეესტრის მიხედვით, ბაიგასკინა იყო 2023 წლის თებერვალში დაფუძნებული შპს Rama Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი. კომპანია რეგისტრირებულია ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში.

ორივე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთთან ძლიერი სავაჭრო კავშირებით აქვს. ბელორუსია რჩება მოსკოვის უძლიერეს მოკავშირედ ევროპაში. მონაცემები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთს სანქციები დაუწესდა, დიდი ბრიტანეთის ექსპორტი ყირგიზეთში 300%-ზე მეტით გაიზარდა.


BBC-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ Rama Group-მა მოსკოვში ორი გადაზიდვა განახორციელა. ეს იყო მაღალი ხარისხის ოპტიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რაკეტებში, ტანკებში და თვითმფრინავებში.


საბაჟო დოკუმენტებში ჩამოთვლილი აღჭურვილობა დამზადებულია Beck Optronic Solutions-ის მიერ ჰემელ ჰემპსტედში, ჰერტფორდშირში (ინგლისი). კომპანია აწარმოებს მაღალი სიზუსტის ლინზებს, რომლებიც გამოიყენება სათვალთვალო სისტემებში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ლინზა გამოიყენება ჯანდაცვისა და ინჟინერიაში, Beck Optronic Solutions-ის ვებსაიტზე დეტალურადაა აღწერილი მათი ფართო სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობები.


dokumenti


  • აღსანიშნავია, რომ Beck Optronics-ის მიერ წარმოებული ლინზების ლეგალურად ექსპორტი ან რუსეთში არ შეიძლება, ან მოითხოვს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ნებართვას.

როგორც BBC-მ შეძლო საბაჟო დოკუმენტების მიხედვით დაადგინა Beck Optronics-ის მიერ წარმოებული, ჯამურად 2,1 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, მოსკოვში კომპანიების - Rama და შპს Shisan-ის მეშვეობით გაიგზავნა.


2023 წლის დეკემბერში და 2024 წლის იანვარში Rama Group-მა მოსკოვში ორი მიწოდება განახორციელა. პროდუქცია აღწერილი იყო როგორც “კამერის მბრუნავი ნაწილი“. ის გაეგზავნა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, სმოლენსკში დაფუძნებულ კომპანია Sol Group-ში, აშშ-მ დაასანქცირა.


Beck Optronics-ის პროდუქციის კიდევ ერთი გადაზიდვა Shisan LLC-მ განახორციელა. პროდუქტის ღირებულება 1,5 მილიონი აშშ დოლარი იყო. პროდუქცია აღწერილი იყო, როგორც “ლინზები მოკლე ტალღის ინფრაწითელი კამერისთვის“ და გაიგზავნა ურალის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში, რომელიც ბომბის მართვის აღჭურვილობას აწარმოებს და სანქცირებულია.

Rama Group და Shisan ბიშკეკში ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული.

“თუმცა, როდესაც ვალერია ბაიგასკინას ვესტუმრეთ, გვითხრეს რომ ქვეყნიდან მივლინებით იყო წასული. მოვიძიეთ მისი ტელეფონის ნომერი და ჩვენი შედეგები გავაცანით,“ - წერს გამოცემა.


ბაიგასკინამ განაცხადა, რომ კომპანიის დამფუძნებელი ნამდვილად ის იყო, თუმცა მაისში გაყიდა. რაც შეეხება ბრალდებებს, ყველაფერი უარყო. მისი თქმით, სანამ კომპანიას ხელმძღვანელობდა, მსგავსი არაფერი ხდებოდა.


“მოგვიანებით მან ელფოსტით გვითხრა, რომ ბრალდებები იყო "სასაცილო" და დაფუძნებული "ცრუ ინფორმაციაზე",“ -წერს BBC.


  • კვლევამ აჩვენა, რომ დამფუძნებელმა მაისში კომპანია Rama Group მიჰყიდა თავის საუკეთესო მეგობარს ანჯელინა ჟურენკოს, რომელიც ყაზახეთში თეთრეულის ბიზნესს მართავს.


modeli
კომპანიის ახალი დირექტორი ანჯელინა ჟურენკო


“სავაჭრო საქმიანობა ხორციელდება ექსკლუზიურად ყირგიზეთის მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კომპანია არაფერს არღვევს. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მცდარია“, -განუცხადა ჟურენკომ გამომძიებელ ჟურნალისტებს.


  • კიდევ ერთი შუამავალი კომპანიის, Shisan-ის დირექტორი არის ევგენი ანატოლიევიჩ მატვეევი.

BBC- ის გამოძიების შედეგებს ისიც გამოეხმაურა და ელფოსტით განაცხადა, რომ ინფორმაცია იყო “მცდარი“ და ის აწარმოებდა “ბიზნესს, რომელიც ამარაგებს ექსკლუზიურად სამოქალაქო საქონელს, რომელიც წარმოებულია აზიის ქვეყნებში“.


”ეს არ ეწინააღმდეგება იმ შტატის კანონებს, რომელშიც მე ვმუშაობ და არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-ს სანქციებთან, რადგან შეუძლებელია აზიური საქონლის თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვა, რომელიც ხელმისაწვდომია გასაყიდად და მიწოდებისთვის”- აღნიშნა მან.


კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჩამოთვლილი მოწყობილობების ნაწილი კომპანიის მიერ წარმოებულიც კი არ არის და შესაძლოა საბაჟო დოკუმენტაცია გაყალბებული იყოს.


  • თუმცა ეს მაგალითები არის ბევრად უფრო ფართო სურათის ნაწილი...

ვაშინგტონში დაფუძნებული უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის C4ADS-ის საბაჟო ჩანაწერების ანალიზი აჩვენებს, რომ Shisan-მა 2023 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ყირგიზეთის გავლით რუსეთში 373 გადაზიდვა განახორციელა.


მათგან 288 შეიცავდა საქონელს, საბაჟო კოდით- “ბრძოლის ველისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთები“.


იმავე ექვსთვიან პერიოდში Rama Group-მა რუსეთში სულ 1756 მიწოდება განახორციელა. აქედან 1355 გაიგზავნა “პრიორიტეტული საბრძოლო ნივთების“ სიისთვის.


“საერთაშორისო ორგანოებმა იციან ყირგიზეთის როლი სანქციების გვერდის ავლის პროცესში. აპრილში, მაშინდელი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ეწვია ბიშკეკს და მოუწოდა ყირგიზეთის ხელისუფლებას მიიღონ უფრო აქტიური ზომები სანქციების დაცვის გამკაცრებისთვის,“ - წერს გამოცემა.


წყარო


იხილეთ ასევე: