მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 პროცენტიც ვერ დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა... ახლა ამ ხალხს თავს ესხმის... პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა" - რას წერს ჩერგოლეიშვილი
"5 პროცენტიც ვერ დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა... ახლა ამ ხალხს თავს ესხმის... პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა" - რას წერს ჩერგოლეიშვილი

დღეს დი­ლით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცია და­იშ­ლე­ბო­და იქამ­დე, სა­ნამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი ახალ გეგ­მას არ წა­რად­გენ­დნენ. რო­გორც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ლი­დერ­მა ზურა ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, ოპო­ზი­ცია მო­რიგ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „გა­და­ი­გეგ­მე­ბა“ და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ღა­მოს­თვის გა­აც­ნობს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯა­ფა­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"იმე­დი და დრა­ი­ვი ვი­საც გაკ­ლი­ათ, უნდა გე­ნა­ხათ ახალ­გაზ­რდე­ბი დი­ლის ექ­ვსზე სა­ხელ­და­ხე­ლოდ დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნის გარ­შე­მო რო­გორ კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს, ერთ სა­ათ­ში იგი­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი რო­გორ აწყო­ბენ 10 წუთ­ში ბა­რი­კა­დებს, და კი­დევ 1 სა­ა­თის შემ­დეგ რო­გორ სძი­ნავთ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გა­ყი­ნულ ბორ­დი­ურ­ზე ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლებს, მაგ­რამ არ ნა­ხეთ. დრა­ი­ვი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას და ‘გეგ­მა არ არის’ ძა­ხილს არ მო­აქვს, დრა­ი­ვი ცო­ცხალ, თა­ვი­სუ­ფალ და გამ­ბე­დავ ადა­მი­ა­ნებ­შია" - და­წე­რა ჯა­ფა­რი­ძემ.

მის პოსტს "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"220 ათა­სი მო­ქა­ლა­ქის ხმა აიღო ამის­მა პარ­ტი­ამ. ამ ხალ­ხის 5 პრო­ცენ­ტიც კი ვერ შთა­ა­გო­ნა და და­არ­წმუ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და პრო­ტეს­ტი სა­ჭი­როა. ახლა ამ ხალ­ხს თავს ეს­ხმის - გამ­ბე­და­ვე­ბი არ ხარ­თო, ჩმო­რე­ბი ხარ­თო... იგი­ვე კაცი ამ­ტკი­ცებს, რომ ოპო­ზი­ცია რომ ერ­თმა­ნეთს აკ­რი­ტი­კებს, "ხალ­ხს იუ­ცხო­ვებს" და ამი­ტომ მისი ხე­ლი­დან პარ­ტი­ებს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის სიკ­ვდილს მწვა­ნე აუნ­თო! არ ვარ­გა კრი­ტი­კაო! შე­დე­გად, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი სრუ­ლი­ად გა­მო­ჩ­ლუნ­გდა.

ოღონდ პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მე­ბის კრი­ტი­კა არ ვარ­გა, თო­რემ ხალ­ხის ლან­ძღვა მო­სუ­ლა! გინ­დათ გი­თხრათ დრა­ი­ვი რას მო­აქვს სი­ნამ­დვი­ლე­ში? დრა­ი­ვი მო­აქვს ამა­ღელ­ვე­ბელ პო­ლი­ტი­კურ ში­ნა­არსს! დრა­ი­ვი მო­აქვს თა­ვი­სუ­ფალ კონ­კუ­რენ­ცი­ას! დრა­ი­ვი მო­აქვს ინ­ტე­ლექტს! დრა­ი­ვი მო­აქვს გე­მოვ­ნე­ბას! დრა­ი­ვი მო­აქვს მო­რა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას!ამ ყვე­ლაფ­რის სიკ­ვდილს აუნ­თო ზურა ჯა­ფა­რი­ძემ მწვა­ნე შუქი და ოლი­გარ­ქი­ას და­უ­რასკლად­და.ახლა ხალ­ხს აჯ­ვამს - თქვე გა­უ­ბე­და­ვე­ბოო.რა­ტომ გიკ­ვირთ რომ ამ ყალბ ლუ­ზე­რებს მე პა­ტივს არ ვცემ?ვინც სცემთ, თქვენ რო­გორ სცემთ?" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"5 პროცენტიც ვერ დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა... ახლა ამ ხალხს თავს ესხმის... პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა" - რას წერს ჩერგოლეიშვილი

"5 პროცენტიც ვერ დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა... ახლა ამ ხალხს თავს ესხმის... პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა" - რას წერს ჩერგოლეიშვილი

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქცია დაიშლებოდა იქამდე, სანამ პოლიტიკური გაერთიანებები ახალ გეგმას არ წარადგენდნენ. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას საღამოსთვის გააცნობს.

მოგვიანებით ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"იმედი და დრაივი ვისაც გაკლიათ, უნდა გენახათ ახალგაზრდები დილის ექვსზე სახელდახელოდ დანთებული კოცონის გარშემო როგორ კითხულობენ წიგნებს, ერთ საათში იგივე ახალგაზრდები როგორ აწყობენ 10 წუთში ბარიკადებს, და კიდევ 1 საათის შემდეგ როგორ სძინავთ მელიქიშვილის გაყინულ ბორდიურზე ერთმანეთზე მიყუდებულებს, მაგრამ არ ნახეთ. დრაივი ტელევიზორის ყურებას და ‘გეგმა არ არის’ ძახილს არ მოაქვს, დრაივი ცოცხალ, თავისუფალ და გამბედავ ადამიანებშია" - დაწერა ჯაფარიძემ.

მის პოსტს "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"220 ათასი მოქალაქის ხმა აიღო ამისმა პარტიამ. ამ ხალხის 5 პროცენტიც კი ვერ შთააგონა და დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა. ახლა ამ ხალხს თავს ესხმის - გამბედავები არ ხართო, ჩმორები ხართო... იგივე კაცი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რომ ერთმანეთს აკრიტიკებს, "ხალხს იუცხოვებს" და ამიტომ მისი ხელიდან პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენციის და თავისუფალი მედიის სიკვდილს მწვანე აუნთო! არ ვარგა კრიტიკაო! შედეგად, პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა.

ოღონდ პოლიტიკური გვამების კრიტიკა არ ვარგა, თორემ ხალხის ლანძღვა მოსულა! გინდათ გითხრათ დრაივი რას მოაქვს სინამდვილეში? დრაივი მოაქვს ამაღელვებელ პოლიტიკურ შინაარსს! დრაივი მოაქვს თავისუფალ კონკურენციას! დრაივი მოაქვს ინტელექტს! დრაივი მოაქვს გემოვნებას! დრაივი მოაქვს მორალურ უპირატესობას!ამ ყველაფრის სიკვდილს აუნთო ზურა ჯაფარიძემ მწვანე შუქი და ოლიგარქიას დაურასკლადდა.ახლა ხალხს აჯვამს - თქვე გაუბედავებოო.რატომ გიკვირთ რომ ამ ყალბ ლუზერებს მე პატივს არ ვცემ?ვინც სცემთ, თქვენ როგორ სცემთ?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: