სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის კუნთები და პრემიები" - ზურაბ ჯაფარიძე
"ერთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის კუნთები და პრემიები" - ზურაბ ჯაფარიძე

თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ნი­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში და ჯერ კი­დევ აქვს ეს რწმე­ნა, რომ აქე­დან რა­ღაც გა­მო­ვა, თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც სჯე­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ჯა­ფა­რი­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა და უთხრა, რომ ვინც ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს, დღეს არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, სად წავა ქვე­ყა­ნა.

“ისე­თი დრო არის, ისე­თი ცხა­დია, სად არის თეთ­რი, სად არის შავი და სად არის სი­კე­თე, სად არის ბო­რო­ტე­ბა… რა­ღაც­ნა­ი­რად, ისე­თი დრო დაგ­ვიდ­გა, მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დის მო­მენ­ტია და იმ ხალ­ხს, ვინც დღეს პა­სი­უ­რია, მინ­და ვუ­თხრა, რომ არ არ­სე­ბობს დღეს სა­დღაც შუ­ა­ში დგო­მა. თუ ხართ პა­სი­უ­რი, ხართ სის­ტე­მის მხა­რეს - მოგ­წონთ თუ არ მოგ­წონთ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ერ­თოდ არა­ფერს, ან ხარ აქეთ მხა­რეს და იბ­რძვი ან თუ ხარ პა­სი­უ­რი, სის­ტე­მას ეხ­მა­რე­ბი შენი პა­სი­უ­რო­ბით, სხვა არ­ჩე­ვა­ნი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. ეგ ილუ­ზია არა­ვის ჰქონ­დეს, რომ მე სა­დღაც ჩემ­თვის ვიქ­ნე­ბი, გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას და არა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მექ­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, ვინც ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს, დღეს არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, სად წავა ეს ქვე­ყა­ნა და რა ქვე­ყა­ნას და­ვუ­ტო­ვებთ ჩვენს შვი­ლებს, თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. ამი­ტომ, არ­ჩე­ვა­ნი არის სულ ორი - ან ხარ აქ­ტი­უ­რი და იბ­რძვი ან ეხ­მა­რე­ბი სის­ტე­მას შენი პა­სი­უ­რო­ბით.

დღეს დი­ლით აქ ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რომ და­ფიქ­რდეთ, რასა და რას შო­რის არის ბრძო­ლა, თქვენ გაქვთ რწმე­ნა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც კარ­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, ბევ­რმა და­კარ­გა ეს რწმე­ნა, ბევ­რი ამი­ტომ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, განა იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რწმე­ნა და­კარ­გა, ხალ­ხი­სა და ამ ქვეყ­ნის რწმე­ნა და­კარ­გა, რომ აქე­დან რამე გა­მო­ვა. თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ნი­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში და ჯერ კი­დევ აქვს ეს რწმე­ნა, რომ აქე­დან რა­ღაც გა­მო­ვა, თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მელ­საც სჯე­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის. აქეთ მხა­რეს არის ეს რწმე­ნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს არის მარ­ტო ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლი­ლი კუნ­თე­ბი და პრე­მი­ე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, კუნ­თებ­მა მო­უ­გოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რწმე­ნას, ამი­ტომ, არ გა­ჩერ­დეთ, თქვენ ხართ ბოლო ბას­ტი­ო­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ ქვე­ყა­ნა­ში!” - მი­მარ­თა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის კუნთები და პრემიები" - ზურაბ ჯაფარიძე

"ერთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის კუნთები და პრემიები" - ზურაბ ჯაფარიძე

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს არის პასუხისმგებელი იმაზე, სად წავა ქვეყანა.

“ისეთი დრო არის, ისეთი ცხადია, სად არის თეთრი, სად არის შავი და სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება… რაღაცნაირად, ისეთი დრო დაგვიდგა, მორალური სიცხადის მომენტია და იმ ხალხს, ვინც დღეს პასიურია, მინდა ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხართ პასიური, ხართ სისტემის მხარეს - მოგწონთ თუ არ მოგწონთ. მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ არაფერს, ან ხარ აქეთ მხარეს და იბრძვი ან თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები შენი პასიურობით, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. ეგ ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები, გავაგრძელებ ცხოვრებას და არაფერზე პასუხისმგებლობა არ მექნება. თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს არის პასუხისმგებელი იმაზე, სად წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ, არჩევანი არის სულ ორი - ან ხარ აქტიური და იბრძვი ან ეხმარები სისტემას შენი პასიურობით.

დღეს დილით აქ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და, საბოლოო ჯამში, რომ დაფიქრდეთ, რასა და რას შორის არის ბრძოლა, თქვენ გაქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგი შეიძლება გამოვიდეს, ბევრმა დაკარგა ეს რწმენა, ბევრი ამიტომ წავიდა ამ ქვეყნიდან, განა იმიტომ, რომ პოლიტიკოსების რწმენა დაკარგა, ხალხისა და ამ ქვეყნის რწმენა დაკარგა, რომ აქედან რამე გამოვა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების. აქეთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის მარტო შინაარსისგან დაცლილი კუნთები და პრემიები. შეუძლებელია, კუნთებმა მოუგოს თავისუფლებასა და რწმენას, ამიტომ, არ გაჩერდეთ, თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი თავისუფლების ამ ქვეყანაში!” - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

წაიკითხეთ ასევე: