პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი" - მარკო მიჰკელსონი
"დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი" - მარკო მიჰკელსონი

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა წმინ­დად ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი , - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მარ­კო მიჰ­კელ­სონ­მა "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • მიჰ­კელ­სო­ნის თქმით, ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტია. ევ­რო­პე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ვა­რა­უ­დით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რო­ბებ­ში ამ ინ­სტი­ტუ­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­საც ეც­დე­ბა.

“სამ­წუ­ხა­როდ ეს არ იყო ძა­ლი­ან დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ასე­თი დრა­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე გავ­ხდით მოწ­მე­ნი, თან­და­თა­ნო­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბის, რაც პირ­და­პი­რაა მხარ­და­ჭე­რი­ლი იდე­ე­ბი­თა და პო­ზი­ცი­ე­ბით რუ­სე­თი­დან.

ეს სი­ურპრი­ზი არ იყო. მაგ­რამ ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” – “რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბას” უდ­რის. რა მოხ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დე­მოკ­რა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა წმინ­დად ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი.

უკა­ნას­კნე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ჯე­რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტია. მო­მა­ვალ თვე­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მან­და­ტიც ამო­ი­წუ­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ას ენ­დო­მე­ბა ამ ინ­სტი­ტუ­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც.

ჩვენ ვნა­ხეთ კენ­ჭისყ­რის დღეს მა­სობ­რი­ვი ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა, და შე­დე­გე­ბის შეც­ვლის მცდე­ლო­ბა. სა­სა­მარ­თლო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არაა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ისი­ნი (მეტ­წი­ლად) არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ჩივ­რებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.

დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დეც ამ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან ვი­ცო­დით, ვამ­ბობ­დით, რომ სა­ჭი­როა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა… რომ დამ­ტკიც­დეს, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი”, - აღ­ნიშ­ნა მიჰ­კელ­სონ­მა.

  • რო­გორც მან “ამე­რი­კის ხმას­თან” სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ხალ­ხის ნე­ბის მოს­მე­ნის გა­რე­შე შე­იკ­რი­ბე­ბა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სა­ვა­ლი გზა ნამ­დვი­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"რა­ტო­მაა ჩვენ­გან ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი? იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნაა. მსურს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვთქვათ, რომ თუკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­მო­ა­ცხა­დებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს, შემ­დეგ კი პარ­ლა­მენ­ტი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მოს­მე­ნის გა­რე­შე შე­იკ­რი­ბე­ბა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს გზა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ ნამ­დვი­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე მე სხვა შე­დეგს ვერ ვხე­დავ.

თუკი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიწ­ვე­ვას პა­სუ­ხობ, ეს არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვად შე­ა­ფა­სო. უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის მოს­მე­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, ეს გვაჩ­ვე­ნებს, რომ ამ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა მარ­თლაც არ იცი­ან, რას ნიშ­ნავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არ მგო­ნია, ახლო მო­მა­ვალ­ში რა­ი­მე კარ­გი ცვლი­ლე­ბე­ბი ვი­ხი­ლოთ, რად­გან ისე ჩანს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია სა­ერ­თოდ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ხალ­ხის დე­მონ­სტრა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ლა­მის ყო­ველ­დღე იმარ­თე­ბა. ჩემი აზ­რით, ისი­ნი ეც­დე­ბი­ან ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას”, - გა­ნა­ცხა­და მიჰ­კელ­სონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი" - მარკო მიჰკელსონი

"დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი" - მარკო მიჰკელსონი

სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მიჰკელსონის თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, “ქართული ოცნება” ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ ინსტიტუტის გაკონტროლებასაც ეცდება.

“სამწუხაროდ ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი, თანდათანობით, მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირაა მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან.

ეს სიურპრიზი არ იყო. მაგრამ ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც.

ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა, და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი (მეტწილად) არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ.

დიახ, საქართველოში წასვლამდეც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც დამკვირვებლებისგან ვიცოდით, ვამბობდით, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება… რომ დამტკიცდეს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი”, - აღნიშნა მიჰკელსონმა.

  • როგორც მან “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, თუ საქართველოს პარლამენტი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ სავალი გზა ნამდვილად დასრულებული იქნება.

"რატომაა ჩვენგან ასეთი მაღალი ინტერესი? იმიტომ, რომ საქართველო კვლავ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მსურს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ თუკი "ქართული ოცნება” გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია. ამ ეტაპზე მე სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას პასუხობ, ეს არ შეიძლება საქართველოს საქმეებში ჩარევად შეაფასო. უბრალოდ სასაცილოა ასეთი განცხადებების მოსმენა "ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გვაჩვენებს, რომ ამ პოლიტიკოსებმა მართლაც არ იციან, რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესები და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. არ მგონია, ახლო მომავალში რაიმე კარგი ცვლილებები ვიხილოთ, რადგან ისე ჩანს, რომ მმართველი პარტია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ხალხის დემონსტრაციებს, რომლებიც ლამის ყოველდღე იმართება. ჩემი აზრით, ისინი ეცდებიან ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას”, - განაცხადა მიჰკელსონმა.