მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციაზე დაკავებული 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია" - ომბუდსმენი
"აქციაზე დაკავებული 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია" - ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი 14 მო­ქა­ლა­ქე და აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას მი­ღე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, კლი­ნი­კა­ში მყო­ფი 2 მო­ქა­ლა­ქე მო­ი­ნა­ხუ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

  • მათი ცნო­ბით, იმ 16 პი­რი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს, 10 აცხა­დებს, რომ არის სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა, ან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის მსხვერ­პლი.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მო­უ­წო­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს და წარ­მარ­თოს ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა - ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და კად­რე­ბი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტე­ბია ასა­ხუ­ლი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 16 პირი და­ა­კა­ვეს.

მათ­გან 3 ადა­მი­ა­ნი ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 10 პირი ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია შე­სახ­ლე­ბუ­ლი, 3 კი, დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლო­ში. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა 4 პირ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"აქციაზე დაკავებული 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია" - ომბუდსმენი

"აქციაზე დაკავებული 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

  • მათი ცნობით, იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა, ან ძალის გადამეტების მსხვერპლი.

"სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს.

მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში. მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს.

წაიკითხეთ ასევე: