საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე
"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე

თი­ა­ნეთ­ში, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. ქმარ­მა ცოლს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. დამ­ნა­შა­ვის დე­დამ 112-ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მალე მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლებ­მაც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნეს.

უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალი ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის, მას სხე­უ­ლის 70 პრო­ცენ­ტი დამ­წვა­რი აქვს და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

  • ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ყა­რა­ლაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს და ყვე­ლა ამ გო­გოს გა­დარ­ჩე­ნას ნატ­რობს. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­ლი­ნა ნო­ზა­ძეა, სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა. ფაქ­ტი 4 დღის წინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხია. ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე სამ შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან, თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილ­თან ერ­თად და ასე­ვე იმ ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობს თე­მუ­რის დედ-მა­მაც. პა­ტა­რა ფიც­რუ­ლი სახ­ლი უდ­გათ.

ეტყო­ბა მთვრა­ლი იყო თე­მუ­რი. თურ­მე იწვა ეს გოგო, გვი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ღა­მის 11 სა­ა­თი და მთვრა­ლი ქმრის­თვის უთ­ქვამს, და­წე­ქი, და­ი­ძი­ნეო, რო­გორ მე­უბ­ნე­ბი ამა­სო და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ ბენ­ზი­ნი თმებ­ში შე­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ბავ­შვე­ბიც შე­ეს­წრნენ ამას. უფ­რო­სი შვი­ლი 5 წლის არის, მე­ო­რე სამი წლის და პა­ტა­რა წლი­ნა­ხევ­რის. რო­გორც ვიცი, თე­მუ­რის დე­დამ და­რე­კა 112-ში და გა­მო­ი­ძა­ხეს მაშ­ვე­ლე­ბი, სა­ხან­ძრო, პო­ლი­ცია, სას­წრა­ფო, ყვე­ლა მო­ვი­და მალე, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი დახ­ვდათ, ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, მაგ­რამ სულ დამ­წვა­რია გოგო. უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თბი­ლის­შია წაყ­ვა­ნი­ლი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან.... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე

"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა... სხეულის 70% დამწვარი აქვს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თიანეთში მომხდარ დანაშაულზე

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში შემზარავი ფაქტი მოხდა. ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს.

უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალი ახლა სიკვდილს ებრძვის, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.

  • ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ყარალაშვილების სახლში მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. მთელი სოფელი განიცდის ამ ამბავს და ყველა ამ გოგოს გადარჩენას ნატრობს. დაშავებული ახალგაზრდა გალინა ნოზაძეა, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ფაქტი 4 დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა გალინა ნოზაძე სამ შვილთან და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან ერთად და ასევე იმ ერთ ოთახში ცხოვრობს თემურის დედ-მამაც. პატარა ფიცრული სახლი უდგათ.

ეტყობა მთვრალი იყო თემური. თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო, ყველა მოვიდა მალე, ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თბილისშია წაყვანილი", - ამბობს ადგილობრივი "კვირის პალიტრასთან.... წაიკითხეთ ვრცლად