საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გუნდისგან უფრო მეტ აგრესიას ველი" - რა თქვა სანიომა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე და რომელი ფეხბურთელი გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო
"ჩემი გუნდისგან უფრო მეტ აგრესიას ველი" - რა თქვა სანიომა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე და რომელი ფეხბურთელი გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ერთა ლი­გის მე­ხუ­თე შეხ­ვედ­რას უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს.

  • სა­ქარ­თვე­ლო - უკ­რა­ი­ნის შეხ­ვედ­რა "აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე“ 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო შეხ­ვედ­რას ლაშა დვა­ლი გა­მო­ტო­ვებს.

მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში ჩვენ­მა გუნ­დმა მატ­ჩის მას­პინ­ძელ აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე, ბა­თუმ­ში გა­მარ­თა. საწ­ვრთნე­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჩა­ტარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია. მე­დი­ის კი­თხვებს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა უპა­სუ­ხა:

"უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია, რაც ერთი თვის წინ, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი თა­მა­შის დროს და­ამ­ტკი­ცეს. ოქ­ტომ­ბრის მატ­ჩის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი გუნ­დის­გან უფრო მეტ აგ­რე­სი­ას ველი, რად­გან სწო­რედ ეს გვაკ­ლდა პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ში.

მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ მომ­დევ­ნო ორი მატ­ჩის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯგუფს პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვას­რუ­ლებთ. თუმ­ცა, არ ვამ­ბობ, რომ მხო­ლოდ ჯგუ­ფის მო­გე­ბას ვი­სა­ხავთ მიზ­ნად. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ყო­ველ­თვის ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი. თუ კარ­გად თა­მა­შობ, რო­გორც წესი, ბო­ლოს იღებ იმას, რა­საც იმ­სა­ხუ­რებ. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ეს იცი­ან. არ ვართ მხო­ლოდ შე­დეგ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­მა­შის ხა­რის­ხი, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე გუნ­დუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

ბოლო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ჩვე­ნი გუნ­დი ახალ­გაზ­რდა და გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს. მომ­დევ­ნო 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს. ასე რომ, სა­მო­მავ­ლოდ ჩემი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ახა­ლი თა­ო­ბა იქ­ნე­ბა. ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე­ებს სჭირ­დე­ბათ თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა ევ­რო­პუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თის კა­ლენ­და­რი ამ კუ­თხით ძა­ლი­ან რთუ­ლია. ძა­ლი­ან ცოტა ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გვაქვს, რაც დიდი პრობ­ლე­მაა. ძა­ლი­ან მალე და­ი­წყე­ბა მსოფ­ლიო თა­სის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი. ზოგ­ჯერ, უბ­რა­ლოდ არ გაქვს მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რის დრო, რად­გან უბ­რა­ლოდ გა­დი­ხარ თა­მაშ­ზე და უკე­თე­სის იმე­დი გაქვს" - თქვა სა­ნი­ოლ­მა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ერთა ლი­გის B1 ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა და პირ­ველ ად­გილ­ზე მყოფ ჩე­ხეთს ერთი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ტო­ქეს - უკ­რა­ი­ნა 4 ქუ­ლით ბოლო ად­გილ­ზეა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ დრო­ის­თვის უე­ფას „ერთა ლი­გის“ B1 ჯგუფ­ში 7 ქულა აქვს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს. 6-6 ქულა აქვს ალ­ბა­ნეთს და სა­ქარ­თვე­ლოს. ხოლო 4 ქულა უკ­რა­ი­ნას.

ცნო­ბის­თვის, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის 16 ნო­ემ­ბერს, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, დიდი ეკ­რა­ნი და­მონ­ტაჟ­დე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო-უკ­რა­ი­ნის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

Hubistxa
0

წარმატებები უსურვოდ, ხვეს ნაკრებს ! ! ! ! 🎆🎇🎆🎇🎆🎇

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი გუნდისგან უფრო მეტ აგრესიას ველი" - რა თქვა სანიომა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე და რომელი ფეხბურთელი გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო

"ჩემი გუნდისგან უფრო მეტ აგრესიას ველი" - რა თქვა სანიომა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე და რომელი ფეხბურთელი გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

  • საქართველო - უკრაინის შეხვედრა "აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.

მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე, ბათუმში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უპასუხა:

"უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც ერთი თვის წინ, ჩვენი პირველი თამაშის დროს დაამტკიცეს. ოქტომბრის მატჩისგან განსხვავებით, ჩემი გუნდისგან უფრო მეტ აგრესიას ველი, რადგან სწორედ ეს გვაკლდა პირველ შეხვედრაში.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო ორი მატჩის მოგების შემთხვევაში ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებთ. თუმცა, არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჯგუფის მოგებას ვისახავთ მიზნად. ჩვენი მიზანია, ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი. თუ კარგად თამაშობ, როგორც წესი, ბოლოს იღებ იმას, რასაც იმსახურებ. ფეხბურთელებმა ეს იციან. არ ვართ მხოლოდ შედეგზე ფოკუსირებული, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავს წარმოადგენს. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშე კარიერას დაასრულებს. ასე რომ, სამომავლოდ ჩემი მთავარი საზრუნავი ახალი თაობა იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებს სჭირდებათ თამაშის შესაძლებლობა, თუმცა ევროპული სანაკრებო ფეხბურთის კალენდარი ამ კუთხით ძალიან რთულია. ძალიან ცოტა ამხანაგური მატჩი გვაქვს, რაც დიდი პრობლემაა. ძალიან მალე დაიწყება მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. ზოგჯერ, უბრალოდ არ გაქვს მომავალზე ფიქრის დრო, რადგან უბრალოდ გადიხარ თამაშზე და უკეთესის იმედი გაქვს" - თქვა სანიოლმა.

  • საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.

ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.