სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯგუფ "დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს
ჯგუფ "დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს“ და სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ცია ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან დას­რულ­და, თუმ­ცა, სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში რჩე­ბა, სა­დაც ღა­მის გა­თე­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

  • ახალ­გაზ­რდებ­მა, აქ­ცია ხვალ, 11:00 სა­ათ­ზე, ცეს­კოს­თან და­ა­ა­ნონ­სეს, სა­დაც, მათი გან­ცხა­დე­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო ოქმს შე­ა­ჯა­მებს.

ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის, "და­ფი­ო­ნის” წევრ, გი­ორ­გი დუმ­ბა­ძის თქმით, არა­ვის მის­ცე­მენ იმის უფ­ლე­ბას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ტრა­დი­ცი­ად შე­მო­ი­ტა­ნონ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

"ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია იმან, რომ 15 სტუ­დენ­ტი, ვინც მარ­თლა სწავ­ლობს თსუ-ში, უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და არ შე­უშ­ვეს.

ცეს­კომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ხვალ აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნოს, რო­მელ­საც, გარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა”, რუ­სე­თი­სა და ნი­კა­რა­გუ­ი­სა, ყვე­ლა თვლის, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ხვალ, 11:00 სა­ათ­ზე, ცეს­კოს­თან ვიქ­ნე­ბით ამ დას­კვნის მო­ლო­დინ­ში. არა­ვის მივ­ცემთ იმის უფ­ლე­ბას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ტრა­დი­ცი­ად შე­მო­ი­ტა­ნონ. ყვე­ლა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და­წყე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი დუმ­ბა­ძემ.

ავტორი:

ჯგუფ "დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ "დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა - სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ "დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში რჩება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ.

  • ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს.

ერთ-ერთი სტუდენტის, "დაფიონის” წევრ, გიორგი დუმბაძის თქმით, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ.

მისივე თქმით, ყველა პროცესი, რომელიც დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

"ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 15 სტუდენტი, ვინც მართლა სწავლობს თსუ-ში, უნდა შესულიყვნენ უნივერსიტეტში და არ შეუშვეს.

ცესკომ გამოაცხადა, რომ ხვალ აპირებს არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნა გამოიტანოს, რომელსაც, გარდა "ქართული ოცნებისა”, რუსეთისა და ნიკარაგუისა, ყველა თვლის, რომ გაყალბებულია. ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან ვიქნებით ამ დასკვნის მოლოდინში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ. ყველა პროცესი, რომელიც ჩვენი დაწყებულია, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”,- განაცხადა გიორგი დუმბაძემ.