მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზომბი სოკომ, რომელიც ორგანიზმებს “მოსიარულე მკვდრებად“ აქცევს, შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს: კვლევის დეტალები
ზომბი სოკომ, რომელიც ორგანიზმებს “მოსიარულე მკვდრებად“ აქცევს, შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს: კვლევის დეტალები

პა­რა­ზი­ტულ­მა სო­კომ - Zombie Caterpillar-მა, რო­მე­ლიც ჭი­ა­ყე­ლებ­ში და სხვა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მებ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მათ “მო­სი­ა­რუ­ლე მკვდრე­ბად“ აქ­ცევს, შე­საძ­ლოა არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს “ნო­ტინ­გე­მის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ სოკო “ზომ­ბი­ფი­ცი­რე­ბით“ წარ­მოქ­მნის ისეთ ქი­მი­კატს, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დაბ­ლოკ­ვას იწ­ვევს და ზრდას უშ­ლის ხელს.

სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნი­კის მიღ­წე­ვებ­მა მკვლევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა შე­ეს­წავ­ლათ გე­ნის ექ­სპრე­სია, უჯრე­დის სა­სიგ­ნა­ლო გზე­ბი და ცი­ლის წარ­მო­ე­ბა უჯრე­დებ­ში.

  • ადა­მი­ა­ნის ქსო­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის და გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით, ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ პა­რა­ზიტ სო­კო­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა გარ­და­იქ­მნე­ბა აქ­ტი­ურ ნა­ერ­თად, სა­ხელ­წო­დე­ბით - კორ­დი­ცე­პი­ნის ტრი­ფოს­ფა­ტი. ის ბლო­კავს ორ ცალ­კე­ულ სა­სიგ­ნა­ლო გზას, რომ­ლებ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში გა­საზ­რდე­ლად იყე­ნე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჯერ ბო­ლომ­დე არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, გუნ­დი თვლის, რომ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ.

“შემ­დგო­მი კვლე­ვაა სა­ჭი­რო, რათა აღ­მო­ჩე­ნე­ბი კი­ბოს ახალ სამ­კურ­ნა­ლო გზად გა­და­იქ­ცეს. მაგ­რამ იმის გა­გე­ბამ, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს მო­ლე­კუ­ლა უჯრე­დე­ბის ზრდა­ზე, შე­იძ­ლე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როს კი­ბოს წამ­ლე­ბის ახალ ტი­პებს.

კორ­დი­ცე­პი­ნის ტრი­ფოს­ფა­ტის მოქ­მე­დე­ბის სი­ზუს­ტეს შე­უძ­ლია კი­ბოს უჯრე­დე­ბის დაბ­ლოკ­ვა ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლის­თვის ზედ­მე­ტი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე,“ - წერს sciencealert.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხე­ო­ბა ტრა­დი­ცი­ულ ჩი­ნურ მე­დი­ცი­ნა­ში დიდი ხა­ნია სხვა­დას­ხვა გზით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და გვხვდე­ბა მრა­ვალ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტშიც.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ზომბი სოკომ, რომელიც ორგანიზმებს “მოსიარულე მკვდრებად“ აქცევს, შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს: კვლევის დეტალები

ზომბი სოკომ, რომელიც ორგანიზმებს “მოსიარულე მკვდრებად“ აქცევს, შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს: კვლევის დეტალები

პარაზიტულმა სოკომ - Zombie Caterpillar-მა, რომელიც ჭიაყელებში და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში მოხვედრის შემდეგ მათ “მოსიარულე მკვდრებად“ აქცევს, შესაძლოა არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს.

გაერთიანებული სამეფოს “ნოტინგემის“ უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სოკო “ზომბიფიცირებით“ წარმოქმნის ისეთ ქიმიკატს, რომელიც გარკვეული სიმსივნეების დაბლოკვას იწვევს და ზრდას უშლის ხელს.

სამეცნიერო ტექნიკის მიღწევებმა მკვლევრებს საშუალება მისცა შეესწავლათ გენის ექსპრესია, უჯრედის სასიგნალო გზები და ცილის წარმოება უჯრედებში.

  • ადამიანის ქსოვილზე განხორციელებული ლაბორატორიული ექსპერიმენტების და გენეტიკური ანალიზის მეშვეობით, ჯგუფმა დაადგინა, რომ პარაზიტ სოკოში შემავალი ქიმიური ნივთიერება გარდაიქმნება აქტიურ ნაერთად, სახელწოდებით - კორდიცეპინის ტრიფოსფატი. ის ბლოკავს ორ ცალკეულ სასიგნალო გზას, რომლებსაც კიბოს უჯრედები ადამიანის ორგანიზმში გასაზრდელად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, გუნდი თვლის, რომ ქიმიური ნივთიერება შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს კიბოს წინააღმდეგ.

“შემდგომი კვლევაა საჭირო, რათა აღმოჩენები კიბოს ახალ სამკურნალო გზად გადაიქცეს. მაგრამ იმის გაგებამ, თუ როგორ მოქმედებს მოლეკულა უჯრედების ზრდაზე, შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს კიბოს წამლების ახალ ტიპებს.

კორდიცეპინის ტრიფოსფატის მოქმედების სიზუსტეს შეუძლია კიბოს უჯრედების დაბლოკვა ჯანსაღი ქსოვილისთვის ზედმეტი ზიანის მიყენების გარეშე,“ - წერს sciencealert.

აღსანიშნავია, რომ სახეობა ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში დიდი ხანია სხვადასხვა გზით გამოიყენება და გვხვდება მრავალ თანამედროვე მედიკამენტშიც.

წყარო

იხილეთ ასევე: