დღეიდან ამინდი უარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტაიფუნი, მიწისძვრა და ვულკანიც?((((
,,შტორმული ღელვა"" ისეთივე მეტიჩრობაა, როგორც ,,სერვისული მომსახურება", ,,ვსიო მორჩა", ,,კარგი ხარაშო" და ბევრი კიდევ ასეთი მშობლიური ენის დამამცირებელი გამონათქვამები.