მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-დელი შავმა ნისლმა "ჩაყლაპა" - სკოლები დახურულია, ტაჯ მაჰალი კი თითქმის არ ჩანს (ფოტოები)
ნიუ-დელი შავმა ნისლმა "ჩაყლაპა" - სკოლები დახურულია, ტაჯ მაჰალი კი თითქმის არ ჩანს (ფოტოები)

ინ­დო­ე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, ნიუ-დე­ლი­ში მზარ­დი და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო ყვე­ლა და­წყე­ბი­თი სკო­ლის­თვის გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ შემ­დგომ შე­ტყო­ბი­ნე­ბამ­დე გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­წყვი­ტონ. 100 მილ­ზე მეტი მან­ძი­ლის და­შო­რე­ბით სმო­გი იმ­დე­ნად სქე­ლია, რომ ტაჯ მა­ჰა­ლის მო­ნუ­მენტს ფა­რავს.

  • დელი და მისი შე­მო­გა­რე­ნი, სა­დაც 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გებ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მხრივ ზამ­თარ­ში მუდ­მი­ვად ლი­დე­რობს, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, უზარ­მა­ზარ მე­გა­პო­ლის­ში მცხოვ­რებ­თა სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წლით ამ­ცი­რებს.

მათ­თვის და­ბინ­ძუ­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი ტან­ჯვის წყა­რო გახ­და, ხოლო მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"მზარ­დი და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნის გამო, შემ­დგომ მი­თი­თე­ბე­ბამ­დე დე­ლის ყვე­ლა და­წყე­ბი­თი სკო­ლა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­და­ვა," - გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­მა მი­ნის­ტრმა ატი­შიმ, რო­მე­ლიც ერთი სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

ყო­ველ­წლი­ურ­მა სმო­გის (შავი ნის­ლის) კრი­ზის­მა ასე­ვე გა­მო­იწ­ვია მრა­ვა­ლი სხვა შე­ფერ­ხე­ბა მთელ ქა­ლაქ­ში და ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში, მათ შო­რის - ფრე­ნე­ბი­სა და მა­ტა­რებ­ლე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა და გა­უქ­მე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მა­ტე­ბა­ზე იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც სუნ­თქვი­თი და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, რაც და­ბინ­ძუ­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, ექი­მე­ბის თქმით, ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის კრი­ზისს იწ­ვევს.

მთავ­რო­ბამ ხუთ­შა­ბათს ასე­ვე აკ­რძა­ლა ყვე­ლა არა­ა­უ­ცი­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და მო­უ­წო­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, უფრო მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და თავი შე­ი­კა­ვონ გათ­ბო­ბის­თვის ნახ­ში­რი­სა და შე­შის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, თუმ­ცა არ უთ­ქვამთ, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ზო­მე­ბი.

ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხი გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ა­რეს­და. PM2.5 და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის დონე - სა­ში­ში კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბის, რომ­ლე­ბიც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში ფილ­ტვე­ბის გავ­ლით ხვდე­ბა - ოთხშა­ბათს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ დღი­ურ მაქ­სი­მუმ­ზე 50-ჯერ მეტი იყო.

სმო­გის მთა­ვარ მი­ზე­ზად ინ­დო­ე­თის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში მინ­დვ­რე­ბის გა­საწ­მენ­დად ფერ­მე­რე­ბის მიერ ნამ­ჯის დაწ­ვა მი­იჩ­ნე­ვა, ისე­ვე, რო­გორც ქარ­ხნე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი.

ყო­ველ ზამ­თარს, ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან სულ მცი­რე, იან­ვრამ­დე, უფრო გრი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ნელი ქა­რე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას აუ­ა­რე­სებს.

ინ­დო­ე­თის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ამ ოქ­ტომ­ბერ­ში და­ად­გი­ნა, რომ სუფ­თა ჰა­ე­რი ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა და ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბა­სა და შტა­ტის დო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ა­ვა­ლა.

თუმ­ცა კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე­ზო­ბე­ლი შტა­ტე­ბის მე­თა­ურ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის (ისე­ვე, რო­გორც ცენ­ტრა­ლურ და შტა­ტის დო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის) და­პი­რის­პი­რე­ბამ პრობ­ლე­მა გა­ამ­წვა­ვა.

პო­ლი­ტი­კო­სებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ მათ არ სურთ, გა­აბ­რა­ზონ მათი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­ლე­ნი­ა­ნი ფერ­მერ­თა ჯგუ­ფე­ბი.

დე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ბინ­ძუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ი­წყო, რომ­ლებ­მაც პრაქ­ტი­კა­ში მცი­რე შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა მთელ ინ­დო­ეთ­ში - მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქვე­ყა­ნა­ში - ეროვ­ნუ­ლი კრი­ზი­სია,. 2019 წლის სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლის, The Lancet-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­დო­ეთ­ში ცუდი ხა­რის­ხის ჰა­ერს 1.67 მი­ლი­ო­ნი ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლი მი­ე­წე­რე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნიუ-დელი შავმა ნისლმა "ჩაყლაპა" - სკოლები დახურულია, ტაჯ მაჰალი კი თითქმის არ ჩანს (ფოტოები)

ნიუ-დელი შავმა ნისლმა "ჩაყლაპა" - სკოლები დახურულია, ტაჯ მაჰალი კი თითქმის არ ჩანს (ფოტოები)

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ-დელიში მზარდი დაბინძურების გამო ყველა დაწყებითი სკოლისთვის გაიცა ბრძანება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე გაკვეთილები შეწყვიტონ. 100 მილზე მეტი მანძილის დაშორებით სმოგი იმდენად სქელია, რომ ტაჯ მაჰალის მონუმენტს ფარავს.

  • დელი და მისი შემოგარენი, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიო რეიტინგებში ჰაერის დაბინძურების მხრივ ზამთარში მუდმივად ლიდერობს, რაც, სავარაუდოდ, უზარმაზარ მეგაპოლისში მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით შვიდი წლით ამცირებს.

მათთვის დაბინძურება ყოველწლიური ტანჯვის წყარო გახდა, ხოლო მთავრობის სხვადასხვა ინიციატივამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა.

"მზარდი დაბინძურების დონის გამო, შემდგომ მითითებებამდე დელის ყველა დაწყებითი სკოლა ონლაინ გაკვეთილებზე გადავა," - განაცხადა მთავარმა მინისტრმა ატიშიმ, რომელიც ერთი სახელით არის ცნობილი, სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ყოველწლიურმა სმოგის (შავი ნისლის) კრიზისმა ასევე გამოიწვია მრავალი სხვა შეფერხება მთელ ქალაქში და ჩრდილოეთ ინდოეთში, მათ შორის - ფრენებისა და მატარებლების დაგვიანება და გაუქმება. საავადმყოფოები პაციენტების მატებაზე იტყობინებიან, რომელთაც სუნთქვითი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აღენიშნებათ, რაც დაბინძურებასთანაა დაკავშირებული, რომელიც, ექიმების თქმით, ქალაქში მოსახლეობის ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს.

მთავრობამ ხუთშაბათს ასევე აკრძალა ყველა არააუცილებელი მშენებლობა და მოუწოდა მოქალაქეებს, უფრო მეტად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავი შეიკავონ გათბობისთვის ნახშირისა და შეშის გამოყენებისგან, თუმცა არ უთქვამთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზომები.

ჩრდილოეთ ინდოეთში ჰაერის ხარისხი გასული კვირის განმავლობაში გაუარესდა. PM2.5 დამაბინძურებლების დონე - საშიში კიბოს გამომწვევი მიკრონაწილაკების, რომლებიც სისხლის მიმოქცევაში ფილტვების გავლით ხვდება - ოთხშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დღიურ მაქსიმუმზე 50-ჯერ მეტი იყო.

სმოგის მთავარ მიზეზად ინდოეთის სხვა რეგიონებში მინდვრების გასაწმენდად ფერმერების მიერ ნამჯის დაწვა მიიჩნევა, ისევე, როგორც ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვი.

ყოველ ზამთარს, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან სულ მცირე, იანვრამდე, უფრო გრილი ტემპერატურა და ნელი ქარები სასიკვდილო დამაბინძურებლების დაგროვებით სიტუაციას აუარესებს.

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ამ ოქტომბერში დაადგინა, რომ სუფთა ჰაერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ცენტრალურ მთავრობასა და შტატის დონის ხელისუფლებას ზომების მიღება დაავალა.

თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ მეზობელი შტატების მეთაურ პოლიტიკოსებს შორის (ისევე, როგორც ცენტრალურ და შტატის დონის ხელისუფლებას შორის) დაპირისპირებამ პრობლემა გაამწვავა.

პოლიტიკოსებს ადანაშაულებენ, რომ მათ არ სურთ, გააბრაზონ მათი საარჩევნო ოლქების მთავარი ფიგურები, განსაკუთრებით გავლენიანი ფერმერთა ჯგუფები.

დელის ხელისუფლებამ დაბინძურების წინააღმდეგ რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო, რომლებმაც პრაქტიკაში მცირე შედეგი გამოიღო.

ჰაერის დაბინძურების პრობლემა მთელ ინდოეთში - მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში - ეროვნული კრიზისია,. 2019 წლის სამედიცინო ჟურნალის, The Lancet-ის კვლევის თანახმად, ინდოეთში ცუდი ხარისხის ჰაერს 1.67 მილიონი ნაადრევი სიკვდილი მიეწერება.

წყარო