საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელფასი 500 ლარი მაქვს თეატრში, ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ... სოფელში მიწას ვყიდი, მინდა თბილისში სახლი ვიყიდო" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ
"ხელფასი 500 ლარი მაქვს თეატრში, ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ... სოფელში მიწას ვყიდი, მინდა თბილისში სახლი ვიყიდო" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ

ახ­ლა­ხან, მსა­ხი­ო­ბის - თედო ბე­ქა­უ­რის ოჯა­ხი კი­დევ 1 წევ­რით გა­ი­ზარ­და. პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი ჯერ მხო­ლოდ 3 კვი­რი­საა. რო­გორც თე­დომ გვი­თხრა, უფ­როს­მა შვილ­მა - დე­მეტ­რემ მა­მო­ბა ას­წავ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბას უფრო ძლი­ე­რი ემო­ცი­ით შეხ­ვდა...

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მე­ო­რე შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ?

- ისევ ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რიტ­მი მაქვს. უბ­რა­ლოდ, უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია. მე­ო­რე შვილ­მა მეტი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თან, ახლა მე მყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი (იღი­მის)... რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე შვი­ლის სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა­ში გან­სხვა­ვე­ბა არის, მაგ­რამ შვი­ლი შვი­ლია - ორი­ვე ერ­თნა­ი­რად ძლი­ე­რად მიყ­ვარს. პირ­ვე­ლი შვი­ლის შე­ძე­ნის მო­ლო­დი­ნი­სას, ჯერ არ ვი­ცო­დი, მა­მო­ბა რა იყო. უფ­როს­მა შვილ­მა მა­მო­ბა მას­წავ­ლა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­კუ­თა­რი თავი მა­პოვ­ნი­ნა და მშობ­ლე­ბის ამა­გი უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სე.

- თქვე­ნი ოჯა­ხის ახალ წევ­რზე მოგ­ვი­ყე­ვით - რო­გო­რი ბავ­შვია?

- და­ნი­ე­ლი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. რაც მთა­ვა­რია, ტი­რი­ლი არ უყ­ვარს. რა თქმა უნდა, თუ მო­შივ­დე­ბა, ტი­რის (იღი­მის)...

- და­ნი­ე­ლის ასაკ­ში უფ­რო­სი შვი­ლი რო­გო­რი იყო?

- სა­ერ­თოდ, ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგვა­ნან - გა­რეგ­ნო­ბი­თაც, ხა­სი­ა­თი­თაც... ჯერ­ჯე­რო­ბით, ასეა. ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში რო­გორ იქ­ნე­ბა.

- ბავ­შვე­ბის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე რო­გორ "თა­ნამ­შრომ­ლობთ"?

- ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. რო­მელ ჩვენ­გან­საც გვცა­ლია, შვი­ლებ­საც ის უვ­ლის. შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში ორი­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, უფრო მე­ტად - მე­უღ­ლე, რად­გან თა­ვად ძი­რი­თა­დად, სულ ში­ნი­დან გა­სუ­ლი ვარ.

- ოჯა­ხის ახალ წევ­რს თქვე­ნი 3 წლის დე­მეტ­რე რო­გორ შეხ­ვდა?

- სხვა­თა შო­რის - კარ­გად. უვ­ლის, ეფე­რე­ბა... ძა­ლი­ან უყ­ვარს და უხა­რია, რომ ძმა ჰყავს. ითხოვს, ხელ­ში ამაყ­ვა­ნი­ნე­თო...

- რა სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­წევთ, რო­გორც მა­მას?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, მშო­ბე­ლი კარ­გი იყოს და ბავ­შვიც კარ­გი გა­იზ­რდე­ბა. პა­ტა­რას ისე­თი გა­რე­მო უნდა შე­ვუქ­მნათ, რომ თა­ვა­დაც კარ­გი იყოს - ასე ვფიქ­რობ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

- თქვენ­თვის ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი რა არის, რაც გსურთ, შვი­ლებს გა­უ­ზი­ა­როთ?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღმერ­თის შიში და სიყ­ვა­რუ­ლი, ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა რა­ტომ დად­გა და მო­აგ­ვა­რეთ თუ არა ეს სა­კი­თხი?

- ჯერ არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა... თბი­ლის­ში ქი­რით ვცხოვ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, რაკი აქ ვმუ­შა­ობ, მინ­და, სახ­ლი აქ ვი­ყი­დო. მი­წის ნაკ­ვეთს ამი­ტომ ვყი­დი.

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

- რა თქმა უნდა, გა­მი­ჭირ­და. მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ჭი­როა, მით უმე­ტეს - სო­ფელ­ში. რაც მაქვს, იმის ნა­ხე­ვარს ვყი­დი. იქ სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვერ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლიც რთუ­ლია, მით უმე­ტეს - ზამ­თარ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

მოკლედ სოფელი დაცლილია , თბილისი თავკომბალა ქალაქი გახდა, არ შეიძლება გადაიტანონ რაღაც-რაღაცეები რაიონებში და იქნებ დარჩეს ეს ხალხი მშობლიურ სოფლებში? 

ბექა
64

მერე ბავშვებს ხუთასი ლარის იმედად აჩენ თუ ჩვენს იმედად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხელფასი 500 ლარი მაქვს თეატრში, ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ... სოფელში მიწას ვყიდი, მინდა თბილისში სახლი ვიყიდო" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ

"ხელფასი 500 ლარი მაქვს თეატრში, ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ... სოფელში მიწას ვყიდი, მინდა თბილისში სახლი ვიყიდო" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ

ახლახან, მსახიობის - თედო ბექაურის ოჯახი კიდევ 1 წევრით გაიზარდა. პატარა დანიელი ჯერ მხოლოდ 3 კვირისაა. როგორც თედომ გვითხრა, უფროსმა შვილმა - დემეტრემ მამობა ასწავლა. შესაბამისად, მეორე შვილის დაბადებას უფრო ძლიერი ემოციით შეხვდა...

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?

- ისევ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი მაქვს. უბრალოდ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. თან, ახლა მე მყავს დატოვებული (იღიმის)... რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის სიხარულის განცდაში განსხვავება არის, მაგრამ შვილი შვილია - ორივე ერთნაირად ძლიერად მიყვარს. პირველი შვილის შეძენის მოლოდინისას, ჯერ არ ვიცოდი, მამობა რა იყო. უფროსმა შვილმა მამობა მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლების ამაგი უფრო მეტად დავაფასე.

- თქვენი ოჯახის ახალ წევრზე მოგვიყევით - როგორი ბავშვია?

- დანიელი ძალიან საყვარელი ბიჭია. რაც მთავარია, ტირილი არ უყვარს. რა თქმა უნდა, თუ მოშივდება, ტირის (იღიმის)...

- დანიელის ასაკში უფროსი შვილი როგორი იყო?

- საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - გარეგნობითაც, ხასიათითაც... ჯერჯერობით, ასეა. ვნახოთ, მომავალში როგორ იქნება.

- ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით, თქვენ და თქვენი მეუღლე როგორ "თანამშრომლობთ"?

- ერთმანეთს ვეხმარებით. რომელ ჩვენგანსაც გვცალია, შვილებსაც ის უვლის. შვილების გაზრდაში ორივე ვმონაწილეობთ, უფრო მეტად - მეუღლე, რადგან თავად ძირითადად, სულ შინიდან გასული ვარ.

- ოჯახის ახალ წევრს თქვენი 3 წლის დემეტრე როგორ შეხვდა?

- სხვათა შორის - კარგად. უვლის, ეფერება... ძალიან უყვარს და უხარია, რომ ძმა ჰყავს. ითხოვს, ხელში ამაყვანინეთო...

- რა სირთულეებთან გამკლავება გიწევთ, როგორც მამას?

- განსაკუთრებული არაფერია. მთავარია, მშობელი კარგი იყოს და ბავშვიც კარგი გაიზრდება. პატარას ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ თავადაც კარგი იყოს - ასე ვფიქრობ, თუმცა ეს საკითხიც ინდივიდუალურია.

- თქვენთვის ის მთავარი ღირებულებები რა არის, რაც გსურთ, შვილებს გაუზიაროთ?

- უპირველეს ყოვლისა, ღმერთის შიში და სიყვარული, ოჯახის, სამშობლოს სიყვარული...

- სოციალურ ქსელში, მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნეთ. ამის საჭიროება რატომ დადგა და მოაგვარეთ თუ არა ეს საკითხი?

- ჯერ არ მოგვარებულა... თბილისში ქირით ვცხოვრობ. შესაბამისად, რაკი აქ ვმუშაობ, მინდა, სახლი აქ ვიყიდო. მიწის ნაკვეთს ამიტომ ვყიდი.

- გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. მიწის ნაკვეთი საჭიროა, მით უმეტეს - სოფელში. რაც მაქვს, იმის ნახევარს ვყიდი. იქ სახლის აშენებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გამომივიდა, რადგან თბილისში სახლი არ მაქვს, სოფლიდან თბილისში, სამსახურში სიარულიც რთულია, მით უმეტეს - ზამთარში...წაიკითხეთ სრულად