მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანი ხსნის "სამკურნალო კლინიკას" ქალებისთვის, რომლებიც ე.წ. ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ - რას წერს The Guardian
ირანი ხსნის "სამკურნალო კლინიკას" ქალებისთვის, რომლებიც ე.წ. ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ - რას წერს The Guardian

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გეგ­მავს გახ­სნას სამ­კურ­ნა­ლო კლი­ნი­კა ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.


ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის თქმით, “სამ­კურ­ნა­ლო კლი­ნი­კის“ გახ­სნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა თე­ი­რა­ნის სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის შტა­ბის ქალ­თა და ოჯა­ხის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მეჰ­რი თა­ლე­ბი და­რეს­ტან­მა გა­ა­კე­თა.

ინ­ფორ­მა­ცი­ამ შე­აშ­ფო­თა ირა­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. აქ­ტი­ვის­ტებ­მა და ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩაც­მის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ბოლო დროს და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი გა­ი­ზარ­და.

  • ირა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ად­ვო­კა­ტის, ჰუ­სე­ინ რა­ი­სის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კის გახ­სნის იდეა, იმის გამო, რომ ქა­ლე­ბი ჰი­ჯა­ბის კა­ნო­ნებს არ იცა­ვენ, არც ის­ლა­მუ­რია და არც ირა­ნის კა­ნონს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მისი თქმით, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ გან­ცხა­დე­ბა თე­ი­რა­ნის სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის შტა­ბის ქალ­თა და ოჯა­ხის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან გა­კეთ­და, რო­მე­ლიც უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის, ალი ხა­მე­ნე­ის უშუ­ა­ლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.


  • დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ირა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის სიმა სა­ბე­ტის თქმით, ეს ნა­ბი­ჯი არის "სა­მარ­ცხვი­ნო".

"და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი“ ქა­ლე­ბის "გან­კურ­ნე­ბის" მიზ­ნით, კლი­ნი­კე­ბის შექ­მნის იდეა შემ­ზა­რა­ვია,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ბე­ტიმ.


“ეს არ იქ­ნე­ბა კლი­ნი­კა, ეს იქ­ნე­ბა ციხე. ჩვენ ვიბ­რძვით, რომ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნოთ და ამ დროს სა­ხელ­მწი­ფოს ტან­საც­მლის ნა­ჭე­რი აწუ­ხებს. მო­ვი­და დრო, რომ ყვე­ლა­ნი დავ­ბრუნ­დეთ ქუ­ჩებ­ში, თო­რემ ისი­ნი ყვე­ლას ჩაგ­ვკე­ტა­ვენ, ” - აცხა­დებს The Guardian-თან ირან­ში მცხოვ­რე­ბი ქალი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.


    • შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირა­ნულ­მა სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ა­კა­ვეს და შემ­დეგ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა აჰუ დე­რი­აი.

    • irani, hijabi, studenti_gogona,

      აჰუ დე­რი­აი - ირა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ახლა იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის


მან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­მო­სი ნა­წი­ლობ­რივ მას შემ­დეგ გა­ი­ხა­და, რაც სას­წავ­ლებ­ლის დაც­ვამ ჰი­ჯა­ბის არას­წო­რად ტა­რე­ბის გამო შე­ნიშ­ვნა მის­ცა.


ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, მათ შო­რის Amnesty International, აცხა­დე­ბენ, რომ არ­სე­ბობს წა­მე­ბის, ძა­ლა­დო­ბის და იძუ­ლე­ბი­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმ პი­რე­ბის მი­მართ, ვინც არ­სე­ბულ მმარ­თვე­ლო­ბას აკ­რი­ტი­კებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “ფსი­ქი­კუ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი“ მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­ა­თავ­სა.


იხი­ლეთ ასე­ვე:




დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ირანი ხსნის "სამკურნალო კლინიკას" ქალებისთვის, რომლებიც ე.წ. ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ - რას წერს The Guardian

ირანი ხსნის "სამკურნალო კლინიკას" ქალებისთვის, რომლებიც ე.წ. ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ - რას წერს The Guardian

ირანის ხელისუფლების განცხადებით, გეგმავს გახსნას სამკურნალო კლინიკა ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ სავალდებულო კანონებს ეწინააღმდეგებიან.


ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის თქმით, “სამკურნალო კლინიკის“ გახსნის შესახებ განცხადება თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა გააკეთა.

ინფორმაციამ შეაშფოთა ირანელი უფლებადამცველები. აქტივისტებმა და ქალთა უფლებადამცველმა განაცხადეს, რომ ჩაცმის წესების დარღვევის გამო, ბოლო დროს დაპატიმრებების ფაქტები გაიზარდა.

  • ირანელი ადამიანის უფლებათა ადვოკატის, ჰუსეინ რაისის განცხადებით, კლინიკის გახსნის იდეა, იმის გამო, რომ ქალები ჰიჯაბის კანონებს არ იცავენ, არც ისლამურია და არც ირანის კანონს შეესაბამება.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ განცხადება თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტიდან გაკეთდა, რომელიც უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უშუალო უფლებამოსილებას ექვემდებარება.


  • დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტის სიმა საბეტის თქმით, ეს ნაბიჯი არის "სამარცხვინო".

"დაუმორჩილებელი“ ქალების "განკურნების" მიზნით, კლინიკების შექმნის იდეა შემზარავია,“ - განაცხადა საბეტიმ.


“ეს არ იქნება კლინიკა, ეს იქნება ციხე. ჩვენ ვიბრძვით, რომ თავი გადავირჩინოთ და ამ დროს სახელმწიფოს ტანსაცმლის ნაჭერი აწუხებს. მოვიდა დრო, რომ ყველანი დავბრუნდეთ ქუჩებში, თორემ ისინი ყველას ჩაგვკეტავენ, ” - აცხადებს The Guardian-თან ირანში მცხოვრები ქალი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.


    • შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს და შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სამკურნალოდ გადაიყვანეს სტუდენტი გოგონა აჰუ დერიაი.

    • irani, hijabi, studenti_gogona,

      აჰუ დერიაი - ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელიც ახლა იძულებით მკურნალობას გადის


მან უნივერსიტეტის ეზოში პროტესტის ნიშნად სამოსი ნაწილობრივ მას შემდეგ გაიხადა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო შენიშვნა მისცა.


ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები, მათ შორის Amnesty International, აცხადებენ, რომ არსებობს წამების, ძალადობის და იძულებითი მედიკამენტების გამოყენების მტკიცებულება იმ პირების მიმართ, ვინც არსებულ მმართველობას აკრიტიკებს და ხელისუფლებამ “ფსიქიკურად არასტაბილური“ მდგომარეობის გამო ისინი სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოათავსა.


იხილეთ ასევე: