პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 საბავშვო გამოცემა, რომლებიც „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებით აუცილებლად უნდა შეიძინოთ
10 საბავშვო გამოცემა, რომლებიც „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებით აუცილებლად უნდა შეიძინოთ

წიგ­ნის დღე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, „ექ­სპო-ჯორ­ჯი­ა­ში“ ტარ­დე­ბა, უფ­რო­სებ­თან ერ­თად პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის საყ­ვა­რელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­დაც იქცა. სხვა­დას­ხვა მხი­ა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა და სა­ჩუქ­რე­ბი მათ გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ და ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლე­ბი უკან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ბრუნ­დე­ბი­ან. ბევრ ბავ­შვსა თუ მო­ზარდს ბევ­რი წიგ­ნის ერ­თდრო­უ­ლად შე­ძე­ნა და მათი წა­კი­თხვის გეგ­მის შედ­გე­ნაც ძა­ლი­ან ხიბ­ლავს. ეს მათ­თვის მა­რა­თო­ნი­ვი­თაა და ხში­რად ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჩე­ლენ­ჯებ­საც კი უწე­სე­ბენ იმა­ზე, თუ ვინ უფრო სწრა­ფად წა­ი­კი­თხავს ან ვინ მეტ წიგნს წა­ი­კი­თხავს დრო­ის კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში.

მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­გაც­ნობთ 10 სა­ბავ­შვო გა­მო­ცე­მას, რო­მელ­თა შე­ძე­ნა­საც „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებ­ზე“ „პა­ლიტ­რა L-ის“ სტენდთან ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლებთ.

ბიჭი, რო­მე­ლიც (შემ­თხვე­ვით) გახ­და ცნო­ბი­ლი - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 ლარი

ბილი სმი­თი არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვია, სა­ხე­ლიც უბ­რა­ლო და უინ­ტე­რე­სო აქვს. მისი ყვე­ლა დღე ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მაგ­რამ ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა _ შემ­თხვე­ვით ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, მაგ­რამ მალე ბილი და­ეჭ­ვდე­ბა _ ნუთუ მარ­თლა უნდა, რომ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვი იყოს? იქ­ნებ „ძვე­ლი“ ბი­ლის ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს დე­ვიდ ბე­დი­ე­ლის ამ შე­სა­ნიშ­ნავ წიგნ­ში ამო­ი­კი­თხავთ!

ნა­თი­ას და თა­თი­ას თავ­გა­და­სა­ვა­ლი - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12ლარი

შოთა ია­თაშ­ვი­ლის ეს პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი მხი­ა­რუ­ლი ზღა­პა­რი დი­დე­ბის­თვი­სა­ცაა - ისი­ნი სტრი­ქო­ნებს შო­რის და პერ­სო­ნა­ჟებ­ში რუს­თა­ველს, გუ­რა­მიშ­ვილს, ლინ­დდ­რენს, ძმებ გრი­მებს, ნიც­შეს და კი­დევ ბევრ სხვა ავ­ტორს ამო­ი­კი­თხა­ვენ, პა­ტა­რე­ბი კი ზღაპ­რის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში თა­თი­ა­სა და ნა­თი­ას­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რე­ბენ და იმ­ხი­ა­რუ­ლე­ბენ.

დღე, როცა ყვე­ლა ეკ­რა­ნი გა­მო­ირ­თო - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 ლარი

ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში უჩ­ვე­უ­ლო დღე გა­თენ­და - ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­თი­შა: აღარ მუ­შა­ობს ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, უსარ­გებ­ლო გახ­და გა­ჯე­ტე­ბი. ხალ­ხი დაბ­ნე­უ­ლია - რა ქნან უტე­ლე­ვი­ზო­როდ და, რაც მთა­ვა­რია, რო­გორ იცხოვ­რონ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­რე­შე?! რა ეშ­ვე­ლე­ბა გო­გო­ნა სტე­ლას ბე­ბი­ას, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ცხოვ­რობს? ერთი გზა რჩე­ბა - სას­წრა­ფოდ მას­თან გამ­გზავ­რე­ბა! გზა ქა­ლა­ქი­დან ბე­ბი­ას სოფ­ლამ­დე სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­მოდ­გა - სტე­ლას ოჯახ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნო და მიხ­ვდა ამ­ქვეყ­ნად უმ­თავ­რესს...

უფ­ლის­წუ­ლი და მა­თხო­ვა­რი - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 ლარი

მარკ ტვე­ნი ყვე­ლა დრო­ის მო­ზარ­დი მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რია. ამ წიგნ­ში წა­ი­კი­თხავთ სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­დავ ამ­ბავს უფ­ლის­წულ­სა და მა­თხო­ვარ­ზე. ეს ორი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბი­ჭუ­ნა გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სი აქვთ. ერთი მათ­გა­ნი, ტომ კენ­ტი, ლონ­დო­ნის ჯურღმუ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ღა­რი­ბი ბი­ჭია, მე­ო­რე, ედ­ვარდ ტი­უ­დო­რი კი – ტახ­ტის მემ­კვიდ­რე.

ვუუ და ემო­ცი­ე­ბის გა­ლაქ­ტი­კა - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 ლარი

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გა­ო­ცე­ბა? ან რო­გორ იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნი, როცა ბრა­ზი მო­ე­რე­ვა? სად უკე­თე­სია ყოფ­ნა - იქ, სა­დაც ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, თუ იქ, სა­დაც ყვე­ლას რა­ღა­ცის ეში­ნია? და რა ხდე­ბა იქ, სა­დაც ირ­გვლივ ზი­ზღი მე­ფობს? თით­ქოს მარ­ტი­ვი კი­თხვე­ბია, არა? მაგ­რამ, აბა, გა­და­ფურ­ცლე ეს ცოტა უც­ნა­უ­რი წიგ­ნი და გაჰ­ყე­ვი ვუუს ასე­ვე ცოტა უც­ნა­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში! წინ მთე­ლი გა­ლაქ­ტი­კი­სა და, რაც მთა­ვა­რია, ამ გა­ლაქ­ტი­კა­ში სა­უ­კე­თე­სო პლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნა გე­ლის.

"სა­უზ­მის კლუ­ბის" დე­ტექ­ტი­ვე­ბი მხე­ცი ღო­ბის იქით - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 ლარი

სა­უზ­მის კლუ­ბის ნორჩ დე­ტექ­ტი­ვებს ერთი ურ­თუ­ლე­სი საქ­მე აქვთ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი - რა იმა­ლე­ბა სკო­ლის ღო­ბის იქით, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში? ბავ­შვებს მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას უკ­რძა­ლა­ვენ. დე­ტექ­ტი­ვე­ბი და­ად­გე­ნენ, რომ იქ სა­ში­ნე­ლი მხე­ცი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ნივ­თებს ჰპა­რავს! დე­ტექ­ტი­ვე­ბი სამ­ხილს სამ­ხილ­ზე პო­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ მის მო­ხელ­თე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, თა­ნაც გუნდში ბზა­რი გაჩ­ნდა. მო­ა­ხერ­ხე­ბენ ისევ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მარ­კუ­სი და მისი მე­გობ­რე­ბი? ახ­დი­ან ფარ­დას ამ სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლოს და კვლა­ვაც მე­გობ­რე­ბად დარ­ჩე­ბი­ან? - ამას ამ ლა­მა­ზად და­სუ­რა­თე­ბულ და სა­ში­ში თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე წიგნ­ში შე­ი­ტყობთ.

გიო - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 ლარი

ბიჭი გიო ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს და გე­მის კა­პიტ­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. მე­ზღვა­უ­რი მამა, მრავ­ლისმნახ­ვე­ლი ბაბუ და ბედ­ნი­ე­რი გა­რე­მო გა­მუდ­მე­ბით კვე­ბავს მის ფან­ტა­ზი­ას და ბიჭს დე­და­სა­ვით უყ­ვარს დე­დას­თვა­ლე­ბის­ფე­რი, უსა­ზღვროდ ლურ­ჯი ზღვა.მაგ­რამ გიოს ყმაწ­ვი­ლურ იდი­ლი­ა­ში ნელა და შე­უმ­ჩნევ­ლად ერე­ვა ღრუ­ბე­ლი - სულ უფრო ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ნი­ავს ცე­ცხლი­სა და დენ­თის სუნი. გარ­შე­მო შიშ­ნა­რე­ვი მო­ლო­დი­ნი ისად­გუ­რებს და სულ უფრო მეტი კი­თხვა რჩე­ბა უპა­სუ­ხოდ: რა ხდე­ბა? რა­ტომ ხდე­ბა? რა­ტომ მო­ე­კიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს მტრად გუ­შინ­დე­ლი მე­გობ­რე­ბი?..ეს ში­შის, სი­მა­მა­ცის, თავ­გან­წირ­ვი­სა და უზ­რუნ­ვე­ლი ბი­ჭის ერთ წამ­ში და­კა­ცე­ბის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ასო­ბით და ათა­სო­ბით მის თა­ნა­ტოლს გა­დახ­და. გიოს ამ­ბა­ვი ყვე­ლას ამ­ბა­ვია, ვინც გა­მო­ცა­და ომის ელდა, უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა და მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან გა­მო­ძე­ვე­ბა; ყვე­ლას ამ­ბა­ვია, ვინც იმე­დი­ან თვალს არ აშო­რებს მო­მა­ვალს და ჯი­უ­ტად ამ­ბობს: „მე დავ­ბრუნ­დე­ბი“.

ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლარი

ეს გახ­ლავთ „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბის“ ახა­ლი, ილუსტრი­რე­ბულ გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ქარ­თულ კლა­სი­კურ ტექსტს ახა­ლი თვა­ლით და­გა­ნა­ხებთ. რო­მან­ში რე­ა­ლის­ტუ­რი ხერ­ხე­ბით არის და­ხა­ტუ­ლი ის ფონი, სა­დაც სა­მოქ­მე­დოდ გა­მოჩ­ნდე­ბა თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თა­ვი. ის ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბას­თან დი­ა­ლო­გის გაბ­მას, ვერ ხე­დავს აწ­მყოს რე­ა­ლურ სუ­რათს თა­ვი­სი დაღ­ლი­ლი, „ბეცი თვა­ლე­ბით“, რა­საც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც აქვს და სუ­ბი­ექ­ტუ­რიც, კარ­გავს ყვე­ლა­ფერს და ღა­ტა­კი, უპო­ვა­რი, ხი­ზა­ნი სა­კუ­თარ მა­მულ­ში, აღ­მო­ა­ჩენს მა­რა­დი­ულ, წა­რუ­ვალ, გა­ძარ­ცვულ მშვე­ნი­ე­რე­ბას, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნი თა­ვად არის.

6000 სა­ო­ცა­რი ფაქ­ტი რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დე - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლარი

"ამ უნი­კა­ლურ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ექ­ვსი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა 6000 სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბად არის გაშ­ლი­ლი - თითო თემა წარ­მოდ­გე­ნი­ლია ათა­სი სრულ­ყო­ფი­ლი ფაქ­ტით! ამას ემა­ტე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტიც - შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­ხა­ტე­ბი და ფო­ტო­ე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გად­მო­ცე­მუ­ლია მოკ­ლედ და ლა­კო­ნი­უ­რად..."

გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის ილუსტრა­ცი­ე­ბით - სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12 ლარი

ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი, თვალ­სა­ჩი­ნო მწერ­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლი 11 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­თხრო­ბა გაჟ­ღენ­თი­ლია სი­კე­თით, ზნე­ო­ბით, ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­სა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის გან­ცდით და, რაც მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი მო­ტი­ვია, უსა­ზღვრო და უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც „დამ­ტკი­ცე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს, იგი თვი­თონ მტკიც­დე­ბა იქ, სა­დაც ფეხს და­ად­გამს!“ შე­სუ­ლია: სა­ზი­ა­რო ყვა­ვი; ღმერ­თის შვი­ლე­ბი; გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი; პაპა ჩაღ­მას სიზ­მა­რი; სწო­რი თეთ­რი ხაზი; ბერ­დე­და; ლუ­კას სა­ხა­რე­ბა; მარ­თა; თევ­ზის წე­რი­ლე­ბი; წე­რი­ლი ნაძ­ვებს; ხუ­ჭუ­ჭუ­ლა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

10 საბავშვო გამოცემა, რომლებიც „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებით აუცილებლად უნდა შეიძინოთ

10 საბავშვო გამოცემა, რომლებიც „თბილისის წიგნის დღეებზე“ ფასდაკლებით აუცილებლად უნდა შეიძინოთ

წიგნის დღეები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, „ექსპო-ჯორჯიაში“ ტარდება, უფროსებთან ერთად პატარა მკითხველების საყვარელ ღონისძიებადაც იქცა. სხვადასხვა მხიარული აქტივობა, განსაკუთრებული ფასდაკლება და საჩუქრები მათ განსაკუთრებით მოსწონთ და ფესტივალზე მისულები უკან დიდი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. ბევრ ბავშვსა თუ მოზარდს ბევრი წიგნის ერთდროულად შეძენა და მათი წაკითხვის გეგმის შედგენაც ძალიან ხიბლავს. ეს მათთვის მარათონივითაა და ხშირად ისინი ერთმანეთს ჩელენჯებსაც კი უწესებენ იმაზე, თუ ვინ უფრო სწრაფად წაიკითხავს ან ვინ მეტ წიგნს წაიკითხავს დროის კონკრეტულ პერიოდში.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ 10 საბავშვო გამოცემას, რომელთა შეძენასაც „თბილისის წიგნის დღეებზე“ „პალიტრა L-ის“ სტენდთან ფასდაკლებით შეძლებთ.

ბიჭი, რომელიც (შემთხვევით) გახდა ცნობილი - სააქციო ღირებულება 8 ლარი

ბილი სმითი არაფრით გამორჩეული ბავშვია, სახელიც უბრალო და უინტერესო აქვს. მისი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება _ შემთხვევით ძალიან პოპულარული ხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მალე ბილი დაეჭვდება _ ნუთუ მართლა უნდა, რომ ყველაზე პოპულარული ბავშვი იყოს? იქნებ „ძველი“ ბილის ცხოვრება უფრო საინტერესოა? ამ კითხვებზე პასუხს დევიდ ბედიელის ამ შესანიშნავ წიგნში ამოიკითხავთ!

ნათიას და თათიას თავგადასავალი - სააქციო ღირებულება 12ლარი

შოთა იათაშვილის ეს პოსტმოდერნისტული მხიარული ზღაპარი დიდებისთვისაცაა - ისინი სტრიქონებს შორის და პერსონაჟებში რუსთაველს, გურამიშვილს, ლინდდრენს, ძმებ გრიმებს, ნიცშეს და კიდევ ბევრ სხვა ავტორს ამოიკითხავენ, პატარები კი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში თათიასა და ნათიასთან ერთად იმოგზაურებენ და იმხიარულებენ.

დღე, როცა ყველა ეკრანი გამოირთო - სააქციო ღირებულება 8 ლარი

ერთ პატარა ქალაქში უჩვეულო დღე გათენდა - ყველაფერი გაითიშა: აღარ მუშაობს ტელევიზორები და მობილური ტელეფონები, უსარგებლო გახდა გაჯეტები. ხალხი დაბნეულია - რა ქნან უტელევიზოროდ და, რაც მთავარია, როგორ იცხოვრონ მობილური ტელეფონების გარეშე?! რა ეშველება გოგონა სტელას ბებიას, რომელიც სოფელში ცხოვრობს? ერთი გზა რჩება - სასწრაფოდ მასთან გამგზავრება! გზა ქალაქიდან ბებიას სოფლამდე საინტერესო თავგადასავალი გამოდგა - სტელას ოჯახმა არაერთი საინტერესო ადამიანი გაიცნო და მიხვდა ამქვეყნად უმთავრესს...

უფლისწული და მათხოვარი - სააქციო ღირებულება 8 ლარი

მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია. ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე.

ვუუ და ემოციების გალაქტიკა - სააქციო ღირებულება 5 ლარი

როგორ გამოიყურება გაოცება? ან როგორ იქცევა ადამიანი, როცა ბრაზი მოერევა? სად უკეთესია ყოფნა - იქ, სადაც ყველა ბედნიერია, თუ იქ, სადაც ყველას რაღაცის ეშინია? და რა ხდება იქ, სადაც ირგვლივ ზიზღი მეფობს? თითქოს მარტივი კითხვებია, არა? მაგრამ, აბა, გადაფურცლე ეს ცოტა უცნაური წიგნი და გაჰყევი ვუუს ასევე ცოტა უცნაურ მოგზაურობაში! წინ მთელი გალაქტიკისა და, რაც მთავარია, ამ გალაქტიკაში საუკეთესო პლანეტის აღმოჩენა გელის.

"საუზმის კლუბის" დეტექტივები მხეცი ღობის იქით - სააქციო ღირებულება 8 ლარი

საუზმის კლუბის ნორჩ დეტექტივებს ერთი ურთულესი საქმე აქვთ გამოსაძიებელი - რა იმალება სკოლის ღობის იქით, მიტოვებულ შენობაში? ბავშვებს მასთან მიახლოებას უკრძალავენ. დეტექტივები დაადგენენ, რომ იქ საშინელი მხეცი ცხოვრობს, რომელიც ბავშვებს ნივთებს ჰპარავს! დეტექტივები სამხილს სამხილზე პოულობენ, მაგრამ მის მოხელთებას ვერ ახერხებენ, თანაც გუნდში ბზარი გაჩნდა. მოახერხებენ ისევ გაერთიანებას მარკუსი და მისი მეგობრები? ახდიან ფარდას ამ საშინელ საიდუმლოს და კვლავაც მეგობრებად დარჩებიან? - ამას ამ ლამაზად დასურათებულ და საშიში თავგადასავლებით სავსე წიგნში შეიტყობთ.

გიო - სააქციო ღირებულება 8 ლარი

ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.

ჯაყოს ხიზნები - სააქციო ღირებულება 15 ლარი

ეს გახლავთ „ჯაყოს ხიზნების“ ახალი, ილუსტრირებულ გამოცემა, რომელიც ქართულ კლასიკურ ტექსტს ახალი თვალით დაგანახებთ. რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი. ის ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძარცვულ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.

6000 საოცარი ფაქტი რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე - სააქციო ღირებულება 15 ლარი

"ამ უნიკალურ ენციკლოპედიაში ექვსი მნიშვნელოვანი თემა 6000 საინტერესო ამბად არის გაშლილი - თითო თემა წარმოდგენილია ათასი სრულყოფილი ფაქტით! ამას ემატება ვიზუალური ეფექტიც - შთამბეჭდავი ნახატები და ფოტოები. საინტერესო ამბები გადმოცემულია მოკლედ და ლაკონიურად...''

გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ტაბლიაშვილის ილუსტრაციებით - სააქციო ღირებულება 12 ლარი

ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“ შესულია: საზიარო ყვავი; ღმერთის შვილები; გაცოცხლებული მიცვალებული; პაპა ჩაღმას სიზმარი; სწორი თეთრი ხაზი; ბერდედა; ლუკას სახარება; მართა; თევზის წერილები; წერილი ნაძვებს; ხუჭუჭულა.

R