სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ლონდონში, რომელიც ჩრჩილის ბუდე აღმოჩნდა - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი და სიძე ყოფილ მეპატრონეს უჩივიან: "მან ჩვენ თაღლითურად მოგვატყუა"
32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ლონდონში, რომელიც ჩრჩილის ბუდე აღმოჩნდა - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი და სიძე ყოფილ მეპატრონეს უჩივიან: "მან ჩვენ თაღლითურად მოგვატყუა"

ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვის. ქალი სარ­ჩელ­ში 36 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტს ითხოვს იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვის­გა­ნაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა. სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სახ­ლში გა­დას­ვლის შემ­დეგ, მწე­რებ­მა მისი და მე­უღ­ლის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და­ა­ზი­ა­ნეს.

ია პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, სტო­მა­ტო­ლოგ დოქ­ტორ ევ­გენ ჰუ­ნი­აკ­თან ერ­თად 2019 წლის მა­ის­ში ნო­თინგ ჰილ­ში, და­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი 32.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტად იყიდა.

sakhli

უდი­დე­სი სახ­ლში არის აუზი, სპა-ცენ­ტრი, სპორტდარ­ბა­ზი, ღვი­ნის ოთა­ხი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და კი­ნო­თე­ატ­რი, ასე­ვე "ძი­ლის ოთა­ხი", რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მშვი­დი ძი­ლის­თვი­საა შექ­მნი­ლი.

სახ­ლში გა­დას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იამ შე­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ იყო. სახ­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი და ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი, Team GB-ის ყო­ფი­ლი ნიჩ­ბო­სა­ნი უი­ლი­ამ ვუდ­ვორდ-ფი­შე­რია, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ლონ­დო­ნის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე უკვე გან­ხილ­ვა­შია.

დოქ­ტო­რი ჰუ­ნი­ა­კი და მისი მე­უღ­ლე აცხა­დე­ბენ, რომ ჩრჩილ­მა მათი ტან­საც­მე­ლი და­ა­ზი­ა­ნეს, რა­მაც 50 000 ფუნ­ტის ზა­რა­ლი გა­მო­იწ­ვია. წყვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სახ­ლის სრუ­ლი გაწ­მენ­და მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ყვე­ლა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლას შეც­ვლი­ან, რაც შე­საძ­ლოა 9.6 მი­ლი­ონ ფუნ­ტამ­დე დაჯ­დეს.

ვუდ­ვორდ-ფი­შე­რი ამ­ბობს, რომ ეს თან­ხა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მისი მტკი­ცე­ბით, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა 162 652 ფუნ­ტად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იას ქმარ­მა, მი­ლი­არ­დელ­მა სტო­მა­ტო­ლოგ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მას მწე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი არ აქვს: "ისი­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფე­ბი არი­ან. რო­დე­საც ვხე­დავ, მათ და­ჭე­რას ვცდი­ლობ, ამი­ტომ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი".

ia_patarkacishvili
ია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ქმარ­თან ერ­თად

მისი თქმით, მწე­რე­ბი წყვი­ლი­სა და მათი ორი შვი­ლის კბი­ლის ჯაგ­რი­სებ­ზეც კი ბი­ნად­რო­ბენ, ასე­ვე ჭურ­ჭელ­ზე. ის ამ­ბობს, რომ ღვი­ნის ჭი­ქე­ბი ნა­გავ­ში გა­დაყ­რა უწევ­და მას შემ­დეგ, რაც მათ­ში ჩრჩილს აღ­მო­ა­ჩენ­და.

წყვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ჯონ მა­კგიმ, სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ დოქ­ტო­რი ჰუ­ნი­ა­კი დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ჩრჩილს ანად­გუ­რებ­და პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სა, ის დღემ­დე 35-მდე ჩრჩილს კლავს ყო­ველ­დღი­უ­რად.

წყვი­ლი ამ­ბობს, რომ სახ­ლში ჩრჩი­ლის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ი­ზო­ლა­ცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ბამ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­რა­ზი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კედ­ლებ­სა და ჭერ­ში ბუ­დო­ბენ.

"უდ­ვორდ-ფი­შერ­მა თაღ­ლი­თუ­რად მოგ­ვა­ტყუა ან და­უ­დევ­რო­ბით არ გა­ამ­ხი­ლა, რომ სახ­ლს ასე­თი პრობ­ლე­მა ჰქონ­და", - ამ­ბობს წყვი­ლი.

ფი­შე­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მო­თხოვ­ნილ კომ­პენ­სა­ცი­ა­ში წე­რია, რომ ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა უნდა უკან გა­მო­ის­ყი­დოს ქო­ნე­ბა და წყვილს აუ­ნა­ზღა­უ­როს ყვე­ლა ხარ­ჯი და დის­კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მის გამო მი­ად­გათ, რაც ჯამ­ში 36 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტს შე­ად­გენს. თუმ­ცა, ბი­ნის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ბი­ნი­დან გას­ვლის დრო­ის ჩრჩი­ლე­ბის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

მისი ად­ვო­კა­ტი, ჯო­ნა­თან სე­იტ­ლე­რი, ამ­ბობს, რომ წი­ნას­წა­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას მის­მა კლი­ენ­ტმა პა­ტი­ოს­ნად აღ­ნიშ­ნა, რომ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ ჩრჩილ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა, რო­მე­ლიც ადრე ბრი­ტა­ნე­თის სა­ხე­ლით ნიჩ­ბოს­ნობ­და, ქო­ნე­ბა 2011 წელს შე­ი­ძი­ნა და მის­მა მე­უღ­ლემ, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერ­მა კერი ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა, სახ­ლს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტა­რა, ვიდ­რე მას ჰუ­ნი­აკ­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მიჰ­ყიდ­დნენ. ჰუ­ნი­ა­კი პე­დი­ატ­რი­უ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩელ­სი­ში მუ­შა­ობს, ხოლო მისი მე­უღ­ლე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შვი­ლია, რო­მე­ლიც 2000 წელს ინ­გლის­ში და­სახ­ლდა და 2008 წელს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ბი­ნის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ შე­ძე­ნამ­დე მო­მა­ვალ­მა პატ­რონ­მა სახ­ლი მი­ნი­მუმ 11-ჯერ მო­ი­ნა­ხუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წყვი­ლი აცხა­დებს, რომ მათ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, რო­დე­საც და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მწე­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა უთხრათ, რომ სახ­ლში "ექ­სტრე­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ჩრჩი­ლი ცხოვ­რობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­ო­ნი".

badri_batarkatsishvili
ია მა­მას­თან ერ­თად

ჩრჩი­ლე­ბი დაფ­რი­ნავ­დნენ ღა­მით, რო­დე­საც ვინ­მე ეკ­რანს იყე­ნებ­და, ბი­ნად­რობ­დნენ ტან­საც­მელ­ში, ხა­ლი­ჩებ­ზე. და­ა­ზი­ა­ნეს ავე­ჯი. ჩრჩი­ლი ხვდე­ბო­დათ ღვი­ნო­ში, საკ­ვებ­სა და ჭურ­ჭელ­ზე.

ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა 2012-13 წლებ­ში სახ­ლი სრუ­ლად გა­და­ა­კე­თა და სა­მუ­შა­ოს დროს მან და მის­მა მე­უღ­ლემ კედ­ლებ­ში ბამ­ბის იზო­ლა­ცია და­ა­ყე­ნეს, რაც ჩრჩი­ლის ბუ­დედ იქცა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მწე­რე­ბის მა­სობ­რივ­მა გავ­რცე­ლე­ბამ თა­ვის დრო­ზე ვუდ­ვორდ-ფი­შე­რის ოჯახ­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­იწ­ვია - ერთხელ ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სას­ტუმ­რო­ში გა­და­სუ­ლი­ყო, ხოლო მათი ძაღ­ლი სხვა­გან გა­ეყ­ვა­ნათ, რომ სახ­ლი მა­სობ­რი­ვად და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბით.

ia_patarkatsishvili
Caption

2018 წლის მა­ი­სის­თვის კი გა­და­წყვი­ტეს, ქო­ნე­ბა გა­ე­ყი­დათ. ახლა ჰუ­ნი­ა­კი და მისი მე­უღ­ლე მო­ი­თხო­ვენ, რომ სა­სა­მარ­თლომ სახ­ლის გა­ყიდ­ვა ბა­თი­ლად ცნოს "თაღ­ლი­თუ­რი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის“ სა­ფუძ­ველ­ზე და მათ 32.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი უკან და­უბ­რუნ­დეს.

წყვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ 2020 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩრჩი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მუ­შა­ო­ებ­მა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, თუმ­ცა ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ დოქ­ტორ ჰუ­ნი­აკს დღემ­დე უწევს ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ­ჟა­მად ისევ გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა რო­დის გა­მო­ა­ცხა­დებს მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
2

ვაი როგორ ვნერვიულობ

გივი.
12

ეეჰ რა კაცი მოგვიკლეს ნაც სექტამ. სიკეთის მეტს რას უკეთებდა საქართველოს. მიეწიეთ ნაცებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ლონდონში, რომელიც ჩრჩილის ბუდე აღმოჩნდა - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი და სიძე ყოფილ მეპატრონეს უჩივიან: "მან ჩვენ თაღლითურად მოგვატყუა"

32.5 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ლონდონში, რომელიც ჩრჩილის ბუდე აღმოჩნდა - ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი და სიძე ყოფილ მეპატრონეს უჩივიან: "მან ჩვენ თაღლითურად მოგვატყუა"

ქართველი მილიარდერის ქალიშვილი, ია პატარკაციშვილი ლონდონის სასამართლოში ჩივის. ქალი სარჩელში 36 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვს იმ ადამიანისგან, ვისგანაც უძრავი ქონება შეიძინა. სარჩელში ნათქვამია, რომ სახლში გადასვლის შემდეგ, მწერებმა მისი და მეუღლის ძვირადღირებული ტანსაცმელი დააზიანეს.

ია პატარკაციშვილმა თავის მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.

sakhli

უდიდესი სახლში არის აუზი, სპა-ცენტრი, სპორტდარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი, ასევე "ძილის ოთახი", რომელიც სპეციალურად მშვიდი ძილისთვისაა შექმნილი.

სახლში გადასვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში იამ შენიშნა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. სახლის გამყიდველი და ყოფილი მფლობელი, Team GB-ის ყოფილი ნიჩბოსანი უილიამ ვუდვორდ-ფიშერია, რომლის წინააღმდეგ, ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქმე უკვე განხილვაშია.

დოქტორი ჰუნიაკი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ ჩრჩილმა მათი ტანსაცმელი დააზიანეს, რამაც 50 000 ფუნტის ზარალი გამოიწვია. წყვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სახლის სრული გაწმენდა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა ჩაშენებული საიზოლაციო მასალას შეცვლიან, რაც შესაძლოა 9.6 მილიონ ფუნტამდე დაჯდეს.

ვუდვორდ-ფიშერი ამბობს, რომ ეს თანხა ძალიან მაღალია და მისი მტკიცებით, პრობლემის მოგვარება 162 652 ფუნტად იქნება შესაძლებელი.

იას ქმარმა, მილიარდელმა სტომატოლოგმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მას მწერების ფოტოები არ აქვს: "ისინი ძალიან სწრაფები არიან. როდესაც ვხედავ, მათ დაჭერას ვცდილობ, ამიტომ ფოტოების გადაღება ვერ მოვასწარი".

ia_patarkacishvili
ია პატარკაციშვილი ქმართან ერთად

მისი თქმით, მწერები წყვილისა და მათი ორი შვილის კბილის ჯაგრისებზეც კი ბინადრობენ, ასევე ჭურჭელზე. ის ამბობს, რომ ღვინის ჭიქები ნაგავში გადაყრა უწევდა მას შემდეგ, რაც მათში ჩრჩილს აღმოაჩენდა.

წყვილის ადვოკატმა, ჯონ მაკგიმ, სასამართლოს განუცხადა, რომ დოქტორი ჰუნიაკი დღეში დაახლოებით 100 ჩრჩილს ანადგურებდა პრობლემის მოსაგვარებლად. მიუხედავად სპეციალური დამუშავებისა, ის დღემდე 35-მდე ჩრჩილს კლავს ყოველდღიურად.

წყვილი ამბობს, რომ სახლში ჩრჩილის გავრცელების მიზეზი საიზოლაციოდ გამოყენებულ სპეციალურ ბამბაში არსებული პარაზიტები, რომლებიც კედლებსა და ჭერში ბუდობენ.

"უდვორდ-ფიშერმა თაღლითურად მოგვატყუა ან დაუდევრობით არ გაამხილა, რომ სახლს ასეთი პრობლემა ჰქონდა", - ამბობს წყვილი.

ფიშერი მეუღლესთან ერთად

მოთხოვნილ კომპენსაციაში წერია, რომ ვუდვორდ-ფიშერმა უნდა უკან გამოისყიდოს ქონება და წყვილს აუნაზღაუროს ყველა ხარჯი და დისკომფორტი, რომელიც ამ პრობლემის გამო მიადგათ, რაც ჯამში 36 მილიონ ფუნტზე მეტს შეადგენს. თუმცა, ბინის ყოფილი მფლობელი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი ბინიდან გასვლის დროის ჩრჩილების პრობლემა მოგვარებული იყო.

მისი ადვოკატი, ჯონათან სეიტლერი, ამბობს, რომ წინასწარი დოკუმენტაციის შევსებისას მისმა კლიენტმა პატიოსნად აღნიშნა, რომ პრობლემები ჰქონდათ ჩრჩილთან დაკავშირებით.

ვუდვორდ-ფიშერმა, რომელიც ადრე ბრიტანეთის სახელით ნიჩბოსნობდა, ქონება 2011 წელს შეიძინა და მისმა მეუღლემ, ინტერიერის დიზაინერმა კერი ვუდვორდ-ფიშერმა, სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარა, ვიდრე მას ჰუნიაკსა და პატარკაციშვილს მიჰყიდდნენ. ჰუნიაკი პედიატრიული სტომატოლოგია, რომელიც ჩელსიში მუშაობს, ხოლო მისი მეუღლე ბადრი პატარკაციშვილის შვილია, რომელიც 2000 წელს ინგლისში დასახლდა და 2008 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ბინის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ შეძენამდე მომავალმა პატრონმა სახლი მინიმუმ 11-ჯერ მოინახულა. მიუხედავად ამისა, წყვილი აცხადებს, რომ მათთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც დაქირავებულმა მწერების სპეციალისტმა უთხრათ, რომ სახლში "ექსტრემალური რაოდენობის ჩრჩილი ცხოვრობდა, დაახლოებით ერთი მილიონი".

badri_batarkatsishvili
ია მამასთან ერთად

ჩრჩილები დაფრინავდნენ ღამით, როდესაც ვინმე ეკრანს იყენებდა, ბინადრობდნენ ტანსაცმელში, ხალიჩებზე. დააზიანეს ავეჯი. ჩრჩილი ხვდებოდათ ღვინოში, საკვებსა და ჭურჭელზე.

ვუდვორდ-ფიშერმა 2012-13 წლებში სახლი სრულად გადააკეთა და სამუშაოს დროს მან და მისმა მეუღლემ კედლებში ბამბის იზოლაცია დააყენეს, რაც ჩრჩილის ბუდედ იქცა.

დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, რომ მწერების მასობრივმა გავრცელებამ თავის დროზე ვუდვორდ-ფიშერის ოჯახშიც სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია - ერთხელ ოჯახი იძულებული გახდა, სასტუმროში გადასულიყო, ხოლო მათი ძაღლი სხვაგან გაეყვანათ, რომ სახლი მასობრივად დაემუშავებინათ ინსექტიციდებით.

ia_patarkatsishvili
Caption

2018 წლის მაისისთვის კი გადაწყვიტეს, ქონება გაეყიდათ. ახლა ჰუნიაკი და მისი მეუღლე მოითხოვენ, რომ სასამართლომ სახლის გაყიდვა ბათილად ცნოს "თაღლითური შეცდომაში შეყვანის“ საფუძველზე და მათ 32.5 მილიონი ფუნტი უკან დაუბრუნდეს.

წყვილის ადვოკატები აღიარებენ, რომ 2020 წელს ჩატარებული ჩრჩილების საწინააღმდეგო სამუშაოებმა მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა ამტკიცებენ, რომ დოქტორ ჰუნიაკს დღემდე უწევს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.

სასამართლო პროცესი ამჟამად ისევ გრძელდება, თუმცა როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას ამ დროისთვის უცნობია.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: