სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაკეტილი ხიდები, ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებულები - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რას აპროტესტებს ე.წ. ოპოზიცია
გადაკეტილი ხიდები, ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებულები - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რას აპროტესტებს ე.წ. ოპოზიცია

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გვი­ან 11 ნო­ემ­ბრის გვი­ან ღა­მი­დან ამ დრომ­დე არე­უ­ლო­ბაა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ოპო­ზი­ცია რუ­სუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და მის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვს.

ცნო­ბის­თვის აღ­ნიშ­ნულ შე­თან­ხმე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ახ­ლა­ხან გა­ფორმ­და.

"ოპო­ზი­ცი­ამ" მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად ხი­დე­ბი გა­და­კე­ტა. იყო და­პი­რის­პი­რე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შო­რის. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და კო­დო­რის ხიდ­ზე.

  • საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გამ­წვავ­და მას შემ­დეგ, რაც "ოპო­ზი­ცი­ის" რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ა­კა­ვეს. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სო­ხუ­მის სა­მი­ვე ხიდი გა­და­კე­ტეს. სა­უ­ბა­რია ქვე­მო და ზემო გუ­მის­თა­სა და კო­დო­რის ხი­დებ­ზე. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, ას­ლან ბჟა­ნი­ამ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს“ სა­გან­გე­ბო სხდო­მა გა­მარ­თა, რო­მელ­ზე­დაც "უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა “უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს".

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­რან­ტი­ე­ბი მოგ­ვცეს, რომ და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვის­ტებს სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, ამი­ტომ კო­დო­რის ხიდი დრო­ე­ბით გა­ნიბ­ლო­კა", - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ად­გურ არ­ძინ­ბამ რუ­სულ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ნა­პი­რებს არ შე­ას­რუ­ლებს, ხიდს კვლავ გა­და­კე­ტა­ვენ.

  • "თუ და­პი­რე­ბა არ შეს­რულ­დე­ბა, სო­ფელ აძი­უბ­ჟას მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მის დაბ­ლოკ­ვას კვლავ აპი­რე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა არ­ძინ­ბამ.

ხი­დის განბ­ლოკ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, რაულ ლო­ლუ­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"კო­დო­რის ხიდი განბ­ლო­კი­ლია, მას­ზე მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია გამ­გე­ო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ლო­ლუ­ამ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

ამ დრომ­დე გა­და­კე­ტი­ლი რჩე­ბა ორი ხიდი - ზემო გუ­მის­თი­სა და ქვე­მო გუ­მის­თის ხი­დე­ბი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გადაკეტილი ხიდები, ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებულები - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რას აპროტესტებს ე.წ. ოპოზიცია

გადაკეტილი ხიდები, ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებულები - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რას აპროტესტებს ე.წ. ოპოზიცია

ოკუპირებულ აფხაზეთში გვიან 11 ნოემბრის გვიან ღამიდან ამ დრომდე არეულობაა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ოპოზიცია რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმებას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს.

ცნობისთვის აღნიშნულ შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახლახან გაფორმდა.

"ოპოზიციამ" მხარდამჭერებთან ერთად ხიდები გადაკეტა. იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და ე.წ. სამართალდამცველების შორის. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კოდორის ხიდზე.

  • საპროტესტო აქციები გამწვავდა მას შემდეგ, რაც "ოპოზიციის" რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, "უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც "უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს".

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარანტიები მოგვცეს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ აქტივისტებს საათნახევარში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ კოდორის ხიდი დროებით განიბლოკა", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ხიდს კვლავ გადაკეტავენ.

  • "თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მაცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ“, - აღნიშნა არძინბამ.

ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.

"კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, - განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.

ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი - ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.